24/08/2026
შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით, საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 71 ვაკანსია ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი სტაჟირება 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 1 ვაკანსია; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური ვაკანსია; რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური – 1 ვაკანსია.
🔹️ გორი
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 14 ვაკანსიაზე, ხოლო საკრებულოში - 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მერიის შესყიდვების განყოფილება - 1 ვაკანსია; საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1; იურიდიული განყოფილება - 1; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება - 1; ბავშვთა დაცვის განყოფილება - 1; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილება -1; ქონების განყოფილება - 1; ბუღალტერიის განყოფილება - 1; ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განყოფილება - 1; სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება - 1; ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება - 1; განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილება - 2; მშენებლობის კონტროლის განყოფილება - 1. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 3 ვაკანსია გამოცხადდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
🔹️ კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 6 ვაკანსიაზე, ხოლო საკრებულოში - 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილება - 2 ვაკანსია; ეკონომიკური განვითარების სამსახური - 2; შიდა აუდიტის სამსახური - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 2 ვაკანსია გამოცხადდება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
🔹️ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 18 ვაკანსიაზე, საკრებულოში 2 ვაკანსიაზე, ხოლო ა(ა)იპ ორგანიზაციებში 4 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2 ვაკანსია; იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; ზედამხედველობის სამსახური - 2; ინფარსტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახური - 2; ეკონომიკური განვითარების სამსახური-სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო რეგულირების განყოფილება - 2; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური - 2; განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური-სპორტის განყოფილება - 2; შიდა აუდიტის სამსახური - 2; (ა(ა)იპ- ,,წყლისა და გამწვანების კომპანია - 2; ა(ა)იპ ,,ხაშურსერვისი“ – 2. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 2 ვაკანსია გამოცხადდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
🔹️ ქარელი
ქარელის მუნციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 17 ვაკანსიაზე, ხოლო საკრებულოში 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 1 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტი სამსახური - 6; ეკონომიკური განვითარების სამსახური - 3; ზედამხედველობის სამსახური - 2; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური - 2; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური - 1; იურიდიული სამსახური - 2. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 2 ვაკანსია გამოცხადდება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.