04/09/2026
გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არსებული ობიექტების განახლების მიმართულებით 8 პროექტი ხორციელდება.
მათ შორის 4 პროექტი უკვე დასრულებულია, 4 - კი მიმდინარეობს.
🔹 სპორტული მოედნების მიმართულებით 3 პროექტი მიმდინარეობს.
სამუშაოები ხორციელდება სადგურის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ, საფეხბურთო კლუბ „გორის“ ტერიტორიაზე და სოფელ ფლავში.
🔹 სპორტული დარბაზებისა და შენობების მიმართულებით 4 პროექტი დასრულებულია, ერთი კი მიმდინარეობს.
დასრულდა ქართლის სტადიონისა და „ახალბაღის“ ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტებისა და ფეხბურთის მოედნების დამხმარე შენობის მოწყობა, სპორტსკოლის დარბაზების რეაბილიტაცია, ასევე პაპიტაშვილისა და სხირელის სახელობის სკოლების შენობების გაფართოება.
სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ხიდისთავში, სადაც რემონტდება სპორტული დარბაზი.
🔹 პროექტები მუნიციპალიტეტში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სპორტული გარემოს შექმნას ემსახურება.