გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Gurdjaani
  • გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება Gurjaani Library & Museum Union

2015 წლის 7 ოქტომბერს შეიქმნა ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება.
დღეისთვის ჩვენს ორგანიზაციაში შედის 13 ბიბლიოთეკა:
ქ. გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკა, ვაჩნაძიანის, ზეგაანის, ველისციხის, სოფ. გურჯაანის, ვეჯინის, ბაკურციხის, კარდენახის, კაჭრეთის, არაშენდის, ქოდალოს, ჯიმითის და ნანიანის სასოფლო ბიბლიოთეკები. გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის შენობის

მეორე სართულზე ფუნქციონირებს გურჯაანის ღვინის ბიბლიოთეკა.
ორგანიზაციაში შედის 7 მუზეუმი:
სოფ. ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი; ქ. გურჯაანის დიდების მემორიალური მუზეუმი, ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი(რომელიც ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია), სოფელ გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, სოფ. ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმი, სოფ. ბაკურციხის წმ. გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი და სოფ. კარდენახის იოსებ ნონეშვილის მუზეუმი.
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ადმინისტრაცია განთავსებულია ქალაქ გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის შენობაში, ნონეშვილის #2-ში.

1 აგვისტოს, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბილიოთეკაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?", რომელიც მ...
04/08/2026

1 აგვისტოს, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბილიოთეკაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?", რომელიც მთლიანად სპორტის სფეროზე იყო. 🏆🦉
ერთდღიან თემატურ თამაშში მონაწილეობა შერეული ასაკის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა რვა გუნდმა მიიღო. ✅
26-შეკითხვიანი თამაშის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს საჩუქრად სიმბოლური თასი, სპორტული ინვენტარი, სპორტული თემატიკის წიგნები და სიგელები გადაეცათ. 🏆📚🏆
ინტელექტუალური თამაში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა. 🏫

სიახლე გურჯაანში: სამაგიდო თამაშების კლუბი8 აგვისტოს, შაბათს გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება სამაგიდო თამაშე...
03/08/2026

სიახლე გურჯაანში: სამაგიდო თამაშების კლუბი

8 აგვისტოს, შაბათს გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება სამაგიდო თამაშების ახლადდაფუძნებული კლუბის პირველი სათამაშო დღე.

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მსურველს.
მოთამაშეებს ადგილზე ელოდებათ სუპერპოპულარული სტრატეგიული სამაგიდო თამაშის, Catan-ის მინი-ტურნირი და ისეთი მრავალფეროვანი კრეატიულ-ინტელექტუალური ბორდგეიმებით გართობა, როგორებიცაა:
• Dixit — ფანტაზიისა და ასოციაციების სამყარო
• Splendor — ეკონომიკური და სტრატეგიული გამოწვევა
• Azul — ფერადი და ესთეტიკური მოზაიკის თამაში
• Coup — დაძაბული და პერსონალური დაპირისპირებები
• Codenames — გუნდური დაზვერვისა და ლოგიკის ბრძოლა
• The Mind — უსიტყვო სინქრონი და გუნდური ერთობა

მიუხედავად იმისა, გამოცდილი მოთამაშე ხარ თუ დამწყები ენთუზიასტი, თამაშების წესების გაცნობა მოხდება ადგილზე.

დასაწყისი: 14:00 სთ

გაატარე შაბათი დღე ხალისიანად, გამოსცადე შენი ლოგიკა და ინტუიცია!
@გამომწერები

შაბათს, ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს საჩუქრად საინტერესო სპორტული ლიტერატურა გადაეცემათ 📚🦉@გამომ...
28/07/2026

შაბათს, ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს საჩუქრად საინტერესო სპორტული ლიტერატურა გადაეცემათ 📚🦉
@გამომწერები
@მხურვალე გულშემატკივრები

24/07/2026

@მხურვალე გულშემატკივრები

გრძელდება ინტელექტუალური თამაშების საზაფხულო სეზონი. 🦉1-ელ აგვისტოს, შაბათს, გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველ...
21/07/2026

გრძელდება ინტელექტუალური თამაშების საზაფხულო სეზონი. 🦉

1-ელ აგვისტოს, შაბათს, გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება 26-კითხვიანი "რა? სად? როდის?" ერთდღიანი თამაში, რომელიც მთლიანად სპორტის თემაზე იქნება.🏆

დასაწყისი - 13:00 სთ 🕐

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადგილობრივ მსურველს, განურჩევლად ასაკისა და სტატუსისა 👌🏼

თამაშის გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს საჩუქრად სპორტული თემატიკის წიგნები და სხვა საინტერესო პრიზები გადაეცემათ. 📚

თუ თამაშის სურვილი გაქვთ, მაგრამ ექვსეულის შეკრებას ვერ ახერხებთ, მობრძანდით თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, რა დროსაც ადგილზე შეიკვრება და დარეგისტრირდება მონაწილე გუნდები. ✅

ინტელექტუალური თამაში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება-ის ორგანიზებით იმართება. 🏫

@გამომწერები
@მხურვალე გულშემატკივრები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მორიგ, ახალგაზრდულ პროექტს - ლიტერატურულ კონკურსს იწყებს.პროექტში მონაწილეობა გურჯაანის ...
09/07/2026

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მორიგ, ახალგაზრდულ პროექტს - ლიტერატურულ კონკურსს იწყებს.

პროექტში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/KiDmQkmXG4Rt5bzTA და წარმოადგინონ საავტორო ნაშრომი ერთ-ერთ ნომინაციაში:

* პოეზია (ლექსების კრებული ან ცალკეული ლექსი)
* თხზულება (ჟანრი და თემატიკა - თავისუფალი)

კომპეტენტური ჟიური შეარჩევს 20 საუკეთესო ნამუშევარს, რომელთა ავტორებიც მეორე ეტაპზე გადავლენ.

პროექტის 20 მონაწილე, 3 დღის განმავლობაში, იმუშავებს ახალ ნაწარმოებზე შერჩეული თემატიკის ფარგლებში.

შექმნილი ნაწარმოებების მიხედვით, ჟიურის მიერ გამოვლინდება 6 გამარჯვებული, 3 პოეზიიდან და 3 პროზადან.

ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ:

I ადგილი - 2000 ლარი;
II ადგილი - 1500 ლარი;
III - 1000 ლარი;

ლიტერატურული კონკურსი 20-22 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე სასტუმრო "Panorama Kakheti Resort"- ში გაიმართება.
@მხურვალე გულშემატკივრები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მორიგ, ახალგაზრდულ პროექტს - ლიტერატურულ კონკურსს იწყებს.

პროექტში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/KiDmQkmXG4Rt5bzTA და წარმოადგინონ საავტორო ნაშრომი ერთ-ერთ ნომინაციაში:

* პოეზია (ლექსების კრებული ან ცალკეული ლექსი)
* თხზულება (ჟანრი და თემატიკა - თავისუფალი)

კომპეტენტური ჟიური შეარჩევს 20 საუკეთესო ნამუშევარს, რომელთა ავტორებიც მეორე ეტაპზე გადავლენ.

პროექტის 20 მონაწილე, 3 დღის განმავლობაში, იმუშავებს ახალ ნაწარმოებზე შერჩეული თემატიკის ფარგლებში.

შექმნილი ნაწარმოებების მიხედვით, ჟიურის მიერ გამოვლინდება 6 გამარჯვებული, 3 პოეზიიდან და 3 პროზადან.

ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ:

I ადგილი - 2000 ლარი;
II ადგილი - 1500 ლარი;
III - 1000 ლარი;

ლიტერატურული კონკურსი 20-22 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე სასტუმრო "Panorama Kakheti Resort"- ში გაიმართება.

3 ივლისს, გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა გურჯაანის მუნიციპალური კორპორატიული ტური ინტელექტუალურ თამაშში "რა? ...
06/07/2026

3 ივლისს, გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა გურჯაანის მუნიციპალური კორპორატიული ტური ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?", რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სამსახურებისა და ორგანიზაციების გუნდებმა მიიღეს.

30 შეკითხვისგან შემდგარ თამაშში გამარჯვება ტექნიკის მაღაზიათა ქსელის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი სოფ. ვაზისუბნის ექვსეულმა, მესამე ადგილი კი კაჭრეთის საჯარო სკოლის პედაგოგების გუნდს ერგო.

გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს საჩუქრად სიმბოლური ჯილდოები, წიგნები, სასაჩუქრე ღვინოები და საპატიო სიგელები გადაეცათ.

ერთდღიანი თამაში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.
@გამომწერები

06/07/2026

@გამომწერები

გელოდებით 3 ივლისს, 19:00 საათზე გურჯაანის ბიბლიოთეკაში. 🏫@გამომწერები
26/06/2026

გელოდებით 3 ივლისს, 19:00 საათზე გურჯაანის ბიბლიოთეკაში. 🏫
@გამომწერები

ყურადღება! 📢
ახალი პროექტი ჩვენი გაერთიანების ორგანიზებით🦉

👉🏼 3 ივლისს, პარასკევს, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება ერთდღიანი კორპორატიული ინტელექტუალური თამაში უფროსი ასაკის მოთამაშეებისთვის. 💡

👉🏼 მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციამ/სამსახურმა ან დამოუკიდებელმა გუნდმა განაცხადი (გუნდის სახელწოდებით, გუნდის კაპიტნის სახელ-გვარით და საკონტაქტო ტელეფონის ნომრით) უნდა გააგზავნოს ელ-ფოსტაზე: [email protected] ან თან იქონიოს განაცხადი 3 ივლისს, თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე. რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ტელეფონით, ნომერზე: 598552002 📞

👉🏼 თამაშის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ამავე გვერდზე, ან დაგვეკონტაქტეთ ზემოთ მოყვანილ ელ-ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე, რის შემდეგაც მიიღებთ თამაშის დებულებას 📃

👉🏼 ველით განაცხადებს და გელოდებით 3 ივლისს, 19:00 საათზე გურჯაანის ბიბლიოთეკაში. 🏫

@გამომწერები

Address

ნონეშვილის ქ. 2
Gurdjaani
1500

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599852273

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება:

Shortcuts

Share

Category