01/09/2026
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საბავშვო ბაღების საგანმანათლებლო პერსონალს, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და პირველკლასელთა მშობლებს ვებინარს თემაზე - „ეფექტიანი ტრანზიცია სკოლაში“ სთავაზობს.
ვებინარის ელექტრონული ვერსია ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული სერვისების და რესურსების პორტალზე ,,განათლების E სახლი“.
🌐 ბმული: https://educationhouse.ge/open_news/3471
ვებინარზე, რომელიც „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მოეწყო, განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა:
✔️ წარმოდგენები სასკოლო მზაობის შესახებ;
✔️ როგორ მოვემზადოთ სკოლაში ტრანზიციისთვის - სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ხელშემწყობი სტრატეგიები საბავშვო ბაღსა და სკოლაში;
✔️ ოჯახის, საბავშვო ბაღისა და სკოლის თანამშრომლობის მნიშვნელობა პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრებაში უმტკივნეულო და სრულფასოვანი ჩართვისთვის.
ვებინარის მომხსენებელია საბავშვო ბაღის აღმზრდელი თამარ გვიანიშვილი, ფასილიტატორი - სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობის პროგრამის კონსულტანტი - თამარ საღინაძე.