28/07/2026
30 ივლისს, 16:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გურჯაანში, კოსტავას №63 - ში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანია ადგილობრივი მეწარმეების ინფორმირება სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ განხორციელებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისა და სერვისების შესახებ.
შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას მეწარმეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი ბიზნესის განვითარებით, საქმიანობის გაფართოებით, ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებითა და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებით.
ღონისძიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება კორპორაციის პროგრამებში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, მიმდინარე სიახლეები და შესაბამისი ბრძანებების პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ კახეთის რეგიონული ბიზნეს სივრცე, N10 ოლქის დელეგატი პარლამენტის წევრის ბიურო და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.