გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Gurjaani
  • გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება

გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება ა.(ა.)ი.პ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება

16/07/2026
13 ივლისი. ვაჟა აზარაშვილი-90.  ვულოცავთ იმიერში🥀“დინამო, დინამო!“, „წინ, ტორპედო!“, „გიხაროდეს, კაპიტან!“, „გურია“, „თბ...
13/07/2026

13 ივლისი. ვაჟა აზარაშვილი-90. ვულოცავთ იმიერში🥀
“დინამო, დინამო!“, „წინ, ტორპედო!“, „გიხაროდეს, კაპიტან!“, „გურია“, „თბილისური ლირიკული", „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, „თბილისელი გოგონები“, „ბალადა სიყვარულზე“, „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, და მრავალი შესანიშნავი სიმღერა, რომელთაც უკვდავყვეს კომპოზიტორის სახელი სამარადჟამოდ! ❤️

10 ივლისი. რევაზ ლაღიძე-105 🌿"..რომ მკითხონ ვინ არის შენი კერპი მუსიკაში და ადამიანობაში, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები – ...
10/07/2026

10 ივლისი. რევაზ ლაღიძე-105 🌿
"..რომ მკითხონ ვინ არის შენი კერპი მუსიკაში და ადამიანობაში, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები – რევაზ ლაღიძე!"
გიორგი ცაბაძე, კომპოზიტორი

2026 წლის 25 ივნისს სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელის სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტზე  მონაწილეობა მიიღეს სტუმრის სტა...
06/07/2026

2026 წლის 25 ივნისს სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელის სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტზე მონაწილეობა მიიღეს სტუმრის სტატუსით მიწვეულმა გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების კარდენახისა და გურჯაანის სამუსიკო სკოლის, პედაგოგ როლანდი ბაზერაშვილის ვიოლინოს კლასის მოსწავლეებმა, კონცერტმაისტერი ნინო ნიჟარაძე. მადლობა გაერთიანების დირექტორს, ქალბატონ ლალი ფოლადაშვილს ჩვენი მოსწავლეების მიწვევისა და მეგობრობისათვის.
გაერთიანების დირექცია.

03/07/2026

6 ივლისს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართება კომპოზიტორ კახა ცაბაძის საავტორო კონცერტი.
პროგრამაშია კახა ცაბაძის კამერულ-ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწარმოებები, ასევე, ინსტრუმენტული ნაწარმოებები ორკესტრის თანხლებით.
კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
კონცერტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ შემოქმედებითი საქართველო, თბილისის მერია, კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“, „პეტრა ჯგუფის“ კომპოზიტორთა კურორტი „ბორჯომი“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „ერთსულოვნება“.
დასაწყისი 19:00 საათზე.
ბილეთები: https://tkt.ge/event/504690/a-concert-featuring-the-music-of-composer-kakha-tsabadze

22 ივნისი, 2026 წელი.🎼 გურჯაანის სამუსიკო სკოლა;🎹 ბარბარე და ანასტასია გვიანიძეების სოლო კონცერტი;🎼 პედაგოგი: ჩუგოშვილი ...
23/06/2026

22 ივნისი, 2026 წელი.
🎼 გურჯაანის სამუსიკო სკოლა;
🎹 ბარბარე და ანასტასია გვიანიძეების სოლო კონცერტი;
🎼 პედაგოგი: ჩუგოშვილი მაია;
🎹 პროგრამა: ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ცნობილი მელოდიები და სიმღერები, საფორტეპიანო ანსამბლები;
✨️ სოლო კონცერტს დაესწრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი ვაჟა ბენაშვილი, გაერთიანების დირექცია, მოწვეული სტუმრები, პედაგოგები, მშობლები;
🖼 მოეწყო დები გვიანიძეების ნახატების გამოფენა;
✨️ გაერთიანების დირექცია გისურვებთ წინსვლას და წარმატებას მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს მომავალშიც!

20 ივნისი. 2026 წელი.🎻 ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩატარდა მასტერკლ...
21/06/2026

20 ივნისი. 2026 წელი.
🎻 ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩატარდა მასტერკლასი ვიოლინოს კლასის მოსწავლეებთან. მასტერკლასი ჩაატარა საოპერო თეატრის სიმფონიური ორკესტრის მევიოლინემ, უნიჭიერესმა მუსიკოსმა, კონსერვატორიის პროფესორმა ქალბატონმა ლელა მჭედლიძემ.
მასტერკლასი ჩაუტარდათ გურჯაანისა და კარდენახის სამუსიკო სკოლის ვიოლინოს კლასის მოსწავლეებს.
მასტერკლასს ესწრებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბ-ნი ვაჟა ბენაშვილი, გაერთიანების დირექცია, პედაგოგები, კონცერტმაისტერები, მშობლები.
გაერთიანების დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ ლელა მჭედლიძეს მასტერკლასის მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებისთვის.

Address

Gurjaani

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share