02/09/2026
სოფელ წვერში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელ წვერში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1,047 კმ. ასფალტობეტონის საფარის, გზის მიერთებების, ეზოში შესასვლელებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამჟამად მოწყობილია საფუძველი, საფარის ქვედა ფენა და მიმდინარეობს საფარის ზედა ფენის დაგება წვრილმარცვლოვანი ასფატობეტონით.
პროექტს ახორციელებს „ამხანაგობა გზა 2023“.