კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა

  • Home
  • Georgia
  • Kaspi
  • კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა

კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა, Library, კასპი, სააკაძის N59, Kaspi.

09/09/2026

9 სექტემბერი ( 1937 ) გენერალ გიორგი მაზნიაშვილის გარდაცვალების დღეა.

გიორგი მაზნიაშვილი
დაბადების თარიღი: 6 აპრილი, 1870
გარდაცვ. თარიღი: 16 დეკემბერი, 1937 (67 წლის ასაკში)
კატეგორია: სამხედრო პირი, საქართველოს გმირი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი სასირეთი, კასპის რაიონი.

იყო დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. მიიღო სამხედრო განათლება და სამსახური დაიწყო მეფის არმიაში, მალე გენერლის სამხედრო ჩინიც უბოძეს. თავი გამოიჩინა რუსეთ–იაპონიის (1904–1905) ომში. პირველ მსოფლიო ომში მძიმედ დაიჭრა და 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. აქ შექმნა ორი ეროვნული დივიზია. 1918 წელს იცავდა თბილისს თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკანდახეული რუსული ნაწილებისაგან, რომლებსაც ქალაქის აღება სურდათ. 1918 წელს რუსეთმა ბრესტის ზავით თურქეთს გადასცა ქართული მიწები, მათ შორის აჭარა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. მაზნიაშვილმა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში და ბათუმიც გაათავისუფლა. ამავე წლის 18 ივნისს იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო–ბოლშევიკური აჯანყება, შემდეგ თეთრგვარდიელებისგან გაათავისუფლა აფხაზეთი. 1918 წლის ოქტომბერში იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წელს, სომხეთ–საქართველოს ომის დროს, წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი, ივნისში წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან დაძრულ ურდოებს. დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი. 1919 წელს იყო ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, ხოლო 1920 წელს დაინიშნა ტფილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წლის თებერვალ-მარტის ბრძოლების დროს ომში რუსეთთან სარდლობდა ტფილისის (სოღანლუღის სექტორი) ფრონტს.1921 წლის 19 თებერვალს მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა წითლებზე და დაატყვევა 1600 ჯარისკაცი. 1921 წლის თებერვალში იცავდა ფონიჭალის რაიონს XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან, მაგრამ ამაოდ... იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკემა დახმარება სთხოვეს. გენერალმა სასწრაფოდ მობილიზებული ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა ქალაქი და მთლიანად აჭარა, და ეს რეგიონი საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა. 1921 წლის აპრილიდან მსახურობდა ქართულ წითელ ჯარში დივიზიის მეთაურად, შემდეგ ქვეითი ჯარების ინსპექტორად. 1921 წლის სექტემბერში დააპატიმრეს. 1923 წელს "სამხედრო ცენტრის" წევრებთან ერთად მიუსაჯეს დახვრეტა, მაგრამ დამსახურებისათვის საბჭოთა ხელისუფლების წინაშე (აჭარის განთავისუფლება) მას სიკვდილი შეუცვალეს ქვეყნიდან 5 წლით გაძევებით. იგი დიდხანს ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. თუმცა ბოლოს სამშობლოში დაბრუნება ითხოვა, სოფელში დასახლდა და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. მას, როგორც "მოღალატესა" და "სამშობლოს მტერს" ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია, 1937 წლის საბჭოთა რეპრესიების დროს დააპატიმრეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია. 2006 წელს ქართულ არმიაში დაწესდა მისი სახელობის მედალი "გენერალი მაზნიაშვილი". სოფელ სასირეთში მოქმედებს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. ქართველი გენერალ-მაიორი.

24/08/2026

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია
საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია იწყება XX საუკუნეში, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება. კონსტიტუციაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბების ფსიქიკა, ყოფა, ზნე-ჩვეულება, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა და საპარლამენტო პრაქტიკა. კონსტიტუციის შემუშავება სამ წელიწადს გაგრძელდა და მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა[8]. ამის შემდეგ საქართველოში მიიღეს ოთხი საბჭოთა კონსტიტუცია 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ტიპურ საბჭოთა კონსტიტუციებს და არაფრით განსხვავდებოდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციებისგან[9].
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებიდან სულ რაღაც 16 დღეში უზენაესმა საბჭომ უამრავი ცვლილება შეიტანა 1978 წლის ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოურ კონსტიტუციაში. ქვეყნის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“ და სახელმწიფოს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, შეიცვალა სახელმწიფო სიმბოლიკა, გაუქმდა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი როლი და დასაბამი მიეცა პოლიტიკურ პლურალიზმს, გაუქმდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „სოციალისტური საკუთრება“, „სოციალისტური კანონიერება“, „სოციალისტური დემოკრატია“.
1991 წლის ბოლოს არაკონსტიტუციური გზით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს საბჭოს, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთავრობას. 1992 წლის 6 იანვარს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო (ტრიუმვირატი) და დროებითი მთავრობა. სამხედრო საბჭომ ძალადაკარგულად გამოაცხადა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და კანონმდებლობა, და 1992 წლის 21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე. იმავე წელს დაიშალა სამხედრო საბჭო და შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო[12]. 1921 წლის აღდგენილ კონსტიტუციას კი ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მიღების დროს — მას არც ერთი დღე რეალურად არ უმოქმედია, რადგან იმ დროსთან შეუსაბამო იყო.
მცირე კონსტიტუცია
1992 წლის 6 ნოემბერს მიიღო კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, რომელიც „მცირე კონსტიტუციის“ სახელწოდებით არის ცნობილი. იმ დროისთვის ეს კანონი აღმოჩნდა ერთადერთ აქტად, რომელსაც კონსტიტუციის გარეშე დარჩენილ ქვეყანაში შეეძლო გაეწია ძირითადი კანონის მაგივრობა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლი.
საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას.

12/08/2026

დიდგორის ბრძოლა

დიდგორის ბრძოლა 1121 - გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც გაიმართა თბილისის დასავლეთით 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის ლაშქარსა (40 ათ. ქართველი, 15 ათ. ყივჩაღი, 500 ოსი, 100 თუ 200 დასავლეთევროპელი მეომარი) და საქართველოში შემოჭრილ თურქ-სელჩუკებს შორის, რომლებსაც სარდლობდა ჯვაროსნებზე გამარჯვებით სახელმოხვეჭილი სარდალი ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი.
დავით მეფემ ტაქტიკური თვალსაზრისით კარგად გამოიყენა მთაგორიანი ადგილის თავისებურება. ლაშქრის მთავარი ძალა მისი სარდლობით ნიჩბისის ხევით დასავლეთიდან უტევდა მტერს, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დემეტრე დავითის ძე დაეშვა თავისი ჯარით და მთის ძირში საომრად დაწყობილ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს ეკვეთა.
ამ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, რაც დაგვირგვინდა გაქცეული მტრის დევნით. დიდგორის ბრძოლის შემდეგ დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა თბილისი (1122) და საომარი მოქმედებები გადაიტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
თურქ-სელჩუკთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. განსაკუთრებით ბევრი მეომარი დაიღუპებოდა დევნის დროს, როგორც ჩვეულებრივ, ხდებოდა ხოლმე. ისტორიულ წყაროებში მთავარსარდლის, ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზის დაჭრის შესახებაც გვხვდება ცნობა, თუმცა, მან სამშვიდობოს გასვლა მაინც მოახერხა, ისევე როგორც თუღრილ იბნ მუჰამადმა და დუბაის იბნ სადაკამ. ქართველებმა 4 ათასი მეომარი დაატყვევეს და ხელთ იგდეს დიდძალი ალაფი. მარტო დუბაის იბნ სადაკას ქონება 300 ათასი დინარის ღირებულების იყო.
დიდგორში თურქ-სელჩუკთა კოალიციის დამარცხებამ გადაწყვიტა თბილისის ბედიც. უკან დაბრუნებულ ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზს საქართველოსთვის აღარ ეცალა, რადგან მას ვაჟიშვილი, ალეპოს გამგებელი სულაიმანი აუჯანყდა, თუღრილ იბნ მუჰამადს დავით IV-თან მარტო ბრძოლა არ შეეძლო, სულთანმა მაჰმუდმა კი, რომელსაც იბნ ალ-ასირის მიხედვით ქართველებზე დიდი სახელმწიფო და მეტი ჯარი ჰყავდა, ვერ შეძლო ხელი შეეშალა გამარჯვებული ქართველი მეფისთვის, რომელმაც იმავე წლის ბოლოს ალყა შემოარტყა ქალაქს და 1122 წლის თებერვალში აიღო და ფაქტობრივად დაასრულა ქართული მიწების გაერთიანება.

11/08/2026

დღეს გორის რაიონის სოფელ შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. 11 აგვისტო ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდი 2008 წლის ომიდან. სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.
რუსული საბრძოლო შენაერთის მეთაური გაოგნდა ქართველების წინააღმდეგობით და გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ რადიოკავშირის საშუალებით, დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა.
რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც. ქართველი ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ.
ამ ბრძოლაში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი, რომლებმაც თავგანწირვის და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს, გმირულად დაიღუპა. ესენი არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გმირების დაღუპვის ადგილას ერთგვარი მუზეუმი მოაწყვეს, სადაც 17 გმირის პირადი ნივთები, ჩაფხუტები, იარაღი, ქართული სამხედრო ფორმის დამწვარი ნაწილები ინახება. შინდისის გმირების მემორიალს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დიდება გმირებს.

კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა (მენეჯერი მ.აბუაშვილი, სპეციალისტები: ნ.ქვათელაძე, რ.აბუაშვილი,ნ.ჯარმელიშვილი) ერთი ლამაზი დღ...
01/06/2026

კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა (მენეჯერი მ.აბუაშვილი, სპეციალისტები: ნ.ქვათელაძე, რ.აბუაშვილი,ნ.ჯარმელიშვილი) ერთი ლამაზი დღის თანამონაწილენი გავხდით კასპის მესამე ბაგა - ბაღში. საბავშვო ბაღის პედ.კოლექტივი აცილებდა და სკოლისაკენ მიმავალ გზას ულოცავდა ჯგუფ „ნერგებს“.
„აქ დასრულდა ერთი ზღაპარი და იწყება ახალი თავგადასავალი“.
მადლობა კასპის მესამე საბავშვო ბაღის მთლიან კოლექტივს ლამაზი ღონისძიებისათვის.

🕰 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ზუსტად 17:10-ზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
25/05/2026

🕰 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ზუსტად 17:10-ზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

მოზარდი თაობის აღზრდა ძირითადად  სამ რგოლს ევალება: სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. ყველაზე კომპეტენტური  სკოლაა,რადგან აქ მო...
14/05/2026

მოზარდი თაობის აღზრდა ძირითადად სამ რგოლს ევალება: სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. ყველაზე კომპეტენტური სკოლაა,რადგან აქ მოზარდები პროფესიული ნიშნით შერჩეულ აღმზრდელებთან ურთიერთობენ და რადგანაც სკოლის მთავარი მიზანი პიროვნების აღზრდაა,ამიტომ სკოლამ უნდა იზრუნოს მოზარდის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე. მნიშვნელოვანია მოზარდის წიგნით დაინტერესების პროცესიც/
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქალაქო ბიბლიოთეკაში თვალადის საჯარო სკოლის IV – V კლასის მოსწავლეების სტუმრობა. დამრიგებელი გულნაზ შაყულაშვილი, იამზე ქსოვრელი; ხელოვნების მასწავლებელი მანანა თხინვალელი.მოსწავლეებს საქალაქო ბიბლიოთეკის მენეჯერმა მაია აბუაშვილმა და სპეციალისტმა მერი გზირიშვილმა გააცნეს ბიბლიოთეკის მუშაობის სტრუქტურა და დაათვალიერებინეს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.

თამარი გამორჩეული მეფეა ბაგრატოვანთა დინასტიაში. პირველ ყოვლისა, ქალის მეფედ მოხსენიება და მით უფრო მეფედ ყოფნა XII საუკ...
14/05/2026

თამარი გამორჩეული მეფეა ბაგრატოვანთა დინასტიაში. პირველ ყოვლისა, ქალის მეფედ მოხსენიება და მით უფრო მეფედ ყოფნა XII საუკუნეში განსაკუთრებული შემთხვევა იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დანარჩენი სამყაროსთვისაც. მისი მმართველობის პერიოდს „საქართველოს ოქროს ხანას“ უწოდებენ.
თამარი დაიბადა 1160 წელს. მისი მშობლები იყვნენ მეფეთ-მეფე გიორგი III, დავით აღმაშენებლის შვილიშვილი და ოსთა მეფის ასული ბურდუხანი. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ — თამარი და რუსუდანი. რადგან ვაჟიშვილი არ ჰყავდათ, 1179 წელს მამამ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა და ერთად მართავდნენ სახელმწიფოს. 1184 წელს თამარ მეფე საქართველოს მონარქი გახდა. „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. *
თამარი, ცნობილი როგორც თამარ მეფე (დაბადებული დაახლოებით 1160 წელს, გარდაიცვალა 1213 წელს, თუმცა ზოგიერთი წყაროს მიხედვით 1210 ან 1207 წელს), იყო საქართველოს მონარქი 1184 წლიდან. იგი გახლდათ მეფე გიორგი III-ის ასული და წარმოადგენდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას. თამარს წილად ხვდა ემართა საქართველო მისი ისტორიის ოქროს ხანაში და ის გამორჩეულად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა.
თამარ მეფე ატარებდა შთამბეჭდავ ტიტულს: “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი”.
პოლიტიკური კარიერის დასაწყისი
1179 წელს მამამისმა, მეფე გიორგი III-მ, თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა, რითაც შეამზადა იგი სამეფო ტახტის მემკვიდრეობისთვის. 1184 წელს, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო აქტიური ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად.
თამარის მმართველობის პერიოდში საქართველო კავკასიის რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ისტორიკოსები განსხვავებულად აფასებენ ამ ძლიერების საფუძვლებს:
თამარის მეფობის პერიოდში საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია:
• 1195 წლის შამქორის ბრძოლა
• 1203 წლის ბასიანის ბრძოლა
ეს სამხედრო წარმატებები კიდევ უფრო განამტკიცებდა საქართველოს პოზიციებს რეგიონში და ხელს უწყობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ აღმავლობას.
თამარ მეფე გულმოდგინედ ცდილობდა დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში. პოლიტიკური წარმატების პარალელურად, ქვეყანაში შეინიშნებოდა ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე. სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით დაწინაურდა — გაყვანილი იყო სარწყავი არხები მუხრანში, სამგორში და კახეთში, რამაც ხელი შეუწყო მარცვლეული კულტურების, მევენახეობისა და მეხილეობის განვითარებას. წყლის წისქვილები აქტიურად გამოიყენებოდა, შენდებოდა საქალაქო წყალსადენებიც.
ხელოსნობა და ვაჭრობა ასევე აღმავლობას განიცდიდა. თბილისი და ქუთაისი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრებს. განვითარებული იყო კერამიკის წარმოება, გავრცელებული იყო მოჭიქული ჭურჭლის, სპილენძისა და ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ნივთების წარმოება. საქართველო ვაჭრობდა არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან.
კულტურული და საგანმანათლებლო სფეროებიც აღმავლობას განიცდიდა. ფუნქციონირებდა სკოლები ეკლესია-მონასტრებთან, განვითარებული იყო რიტორიკული სკოლები. აკადემიებში ისწავლებოდა შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია, ასევე, სავარაუდოდ, მედიცინაც.
ამ პერიოდში არქიტექტურა განსაკუთრებულ განვითარებას განიცდიდა. აშენდა მნიშვნელოვანი ტაძრები ახალი სტილისტური ნიშნებით — იკორთა, ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი და სხვები. მნიშვნელოვანი იყო კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი ვარძია, რომლის მშენებლობაც გიორგი III-მ დაიწყო და თამარმა დაასრულა.
ლიტერატურულ სფეროში თამარის პერიოდს უკავშირდება ქართული მწერლობის უდიდესი ძეგლი — შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის‘’ეპოქა მართლაც იმსახურებს “ოქროს ხანის” წოდებას საქართველოს ისტორიაში, რადგან ის წარმოადგენდა მრავალმხრივი განვითარების, სტაბილურობისა და კულტურული აღმავლობის პერიოდს.

დღეს, 23 აპრილს, უდიდესი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის, დაბადებიდან 150 წელი შესრულდა! ...
28/04/2026

დღეს, 23 აპრილს, უდიდესი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის, დაბადებიდან 150 წელი შესრულდა! 🇬🇪

ეს არის დღე, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და ვიამაყოთ მისი უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობით:

ივანე ჯავახიშვილი იყო კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებლის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი და სულისჩამდგმელი.

არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის, ავტორი. ივანე ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. მან ფაქტობრივად თავიდან შექმნა საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის ფუნდამენტი. მისი შრომები კი, დღესაც მთავარი ქვაკუთხედია ჩვენი წარსულის შესაცნობად.
ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ სამშობლოს და იზრუნო მომავალი თაობების განათლებაზე.

გილოცავთ ამ დიდებულ თარიღს!
პატივი მივაგოთ მის ხსოვნას!
მოვუფრთხილდეთ და გავაგრძელოთ ის დიდი საქმე, რასაც ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. ივანე ჯავახიშვილი რომ არ ყოფილიყო საქართველოს ისტორია გაჟღენთილი იქნებოდა მითებითა და ლეგენდებით. როცა ვსაუბრობთ ივანე ჯავახიშვილზე - ვსაუბრობთ ქართველი ხალხის ავტობიოგრაფიაზე.

23/04/2026

Address

კასპი, სააკაძის N59
Kaspi

Opening Hours

Monday 09:30 - 17:30
Tuesday 09:30 - 17:30
Wednesday 09:30 - 17:30
Thursday 09:30 - 17:30
Friday 09:30 - 17:30

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category