ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია • Kazbegi Municipality City Hall

  • Home
  • Georgia
  • Kazbegi
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია • Kazbegi Municipality City Hall
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევ...
27/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი კობა გელაძე, მერის მოადგილე გია გუჯარაიძე და ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდის ფილიალში იმყოფებოდნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერეს და თანამშრომლებთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრაზე კოლეჯის დირექტორმა, თემურ ასათიანმა, დაწესებულების საქმიანობის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და არსებული საჭიროებები გააცნო.

აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და კოლეჯების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდება.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდის ფილიალში ხორციელდება პროფესიული პროგრამები ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტურიზმის, ინჟინერიის, ელექტროობისა და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით და ირიცხება 30-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებ...
26/08/2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზაუტაშვილთან და მხარის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან კობა გელაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლა, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტეფანწმინდის N1 და სოფელ სიონის საჯარო სკოლებს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო, სრული რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სკოლებში მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია გუჯარაიძე და ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლია კაზალიკაშვილი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 30 აგვისტოს სახალხო დღესასწაული “ყაზბეგობა 2026” გაიმართება. ღონისძიების პროგრამა:13:00 - საფეს...
25/08/2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 30 აგვისტოს სახალხო დღესასწაული “ყაზბეგობა 2026” გაიმართება.

ღონისძიების პროგრამა:

13:00 - საფესტივალო სივრცის გახსნა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი და გასტრონომიული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო და საგამოფენო სივრცე, წიგნების გამოფენა-გაყიდვა; ანიმატორების, აზოტისა და საპნის შოუ, წყალზე ხატვისა და თექის მასტერკლასი.

14:00-16:00 - კონცერტი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით

16:00-17:00 - საბავშვო გასართობი შოუები

17:30 - შეჯიბრი მკლავჭიდში

19:00 - გალა კონცერტი ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით: ქუჩის ბიჭები & ნინი ქარსელაძე

21:30 - STATUS BAND

23:00 - DJ BESSARIONN

გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი აჩხოტი–სნო–ახალციხე–ჯუთას საავტომობილო გზაზე საგზაო სამუშაოების განხორციელებაზე....
21/08/2026

გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი აჩხოტი–სნო–ახალციხე–ჯუთას საავტომობილო გზაზე საგზაო სამუშაოების განხორციელებაზე. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 80 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

🔵 აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

🔵 საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

🔵 განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას

🔵 აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 80 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა

🔵 შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696700&lang=ge

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 11 ვაკანსიაზე გამოცხადდება.სტაჟირების ...
20/08/2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 11 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2 ვაკანსია, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - 2 ვაკანსია,
სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური -2 ვაკანსია,
ადმინისტრაციული სამსახური -1 ვაკანსია, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება - 1 ვაკანსია.

ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში - 3 ვაკანსიაზე.

19/08/2026
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, პროექტები აქტიურად მიმდ...
17/08/2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს საავტომობილო გზების საფუძვლის მომზადებასა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას, დამცავი ჯებირებისა და სანიაღვრე სისტემების მშენებლობას, ტროტუარებისა და გარე განათების განახლებას, ასევე საჰაერო კომუნიკაციების ეტაპობრივად მიწისქვეშ განთავსებას. რამდენიმე ქუჩაზე დაგეგმილია მწვანე ნარგავების გაშენება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ამ ეტაპზე ხელშეკრულებები გაფორმებულია და ხორციელდება შემდეგი პროექტები:

სოფელ ყანობში მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი;

სოფელ ხურთისის გზაზე მოეწყო გზის დამცავი ჯებირი და თოვლდამჭერი ღობე;

სოფელ გარბანში მიმდინარეობს შიდა ცენტრალური გზის სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რის შემდეგაც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი;

დაბა სტეფანწმინდაში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია — ეწყობა ტროტუარები, მოაჯირები, სანიაღვრე სისტემები და ახალი გარე განათების ინფრასტრუქტურა;

გერგეტის უბანში მიმდინარეობს შიდა ცენტრალური გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;

უახლოეს დღეებში დაიწყება დაბა სტეფანწმინდაში თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია; პარალელურად, დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების ორმოული შეკეთება;

მიმდინარეობს არშის, გორისციხის, სტეფანწმინდისა და სიონის სკოლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები, მათ შორის სოფელ სიონში საფეხბურთო მოედნის მოწყობა;

მიმდინარეობს სნოსა და სტეფანწმინდის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და განახლება;

დაიწყო დაბა სტეფანწმინდაში რაგბის სტადიონის მშენებლობა.

აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურას, ასევე მოსახლეობის ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს, უსაფრთხოებასა და მუნიციპალიტეტის ტურისტულ გარემოს.

„მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილია არაერთი სხვა სამშენებლო, სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული პროექტის ეტაპობრივი განხორციელება. თითოეული ახალი პროექტისა და დაგეგმილი სამუშაოს შესახებ მოსახლეობას დამატებით მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

კარგად გვესმის, რომ მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არსებობს არაერთი ინფრასტრუქტურული საჭიროება, რომელიც შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად გაგრძელდება სამუშაოები როგორც დაბა სტეფანწმინდაში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურის განვითარება ეტაპობრივად შეეხოს მთელ მუნიციპალიტეტს და განხორციელებული პროექტები პასუხობდეს მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს.

ასევე გვინდა, ბოდიში მოვუხადოთ მოსახლეობასა და ჩვენს სტუმრებს მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული დროებითი დისკომფორტისთვის.
სამწუხაროდ, სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტული სეზონის პიკურ პერიოდს ემთხვევა. ყაზბეგის მაღალმთიანი კლიმატური პირობებისა და მოკლე სამშენებლო სეზონის გამო, სამშენებლო ნორმებისა და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით, მთელი რიგი გარე სამუშაოების შესრულება წლის სხვა პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვიყენებთ ხელსაყრელ სამშენებლო პერიოდს, რათა დაგეგმილი პროექტები ხარისხიანად, უსაფრთხოდ და დროულად განხორციელდეს." - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა კობა გელაძემ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა....
14/08/2026

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის სამომავლო ფორმატზე და საკითხებზე, რომელთა ეფექტიანი გადაწყვეტა სხვადასხვა უწყებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს.

„რეგიონში არსებული გამოწვევების დროულად გადაწყვეტა, პროექტების წარმატებით განხორციელება და მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნა ერთობლივ, კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ მუნიციპალიტეტთან და შესაბამის უწყებებთან გვქონდეს მჭიდრო და საქმიანი თანამშრომლობა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ არსებული საჭიროებების სწორად იდენტიფიცირებას, გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას და იმ პროექტების სრულფასოვნად განხორციელებას, რომლებიც ჩვენი რეგიონის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას
ემსახურება,”- განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

რეგიონული განვითარების მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახლად...
13/08/2026

რეგიონული განვითარების მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზაუტაშვილი წარუდგინა.

მამუკა მდინარაძემ ლევან ზაუტაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობით რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ მცხეთა-მთიანეთის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ალექსანდრე ზაგაშვილს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

13/08/2026

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, 16 და 17 აგვისტოს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (მიკროჩიპების გამოყენებით) და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.

ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების განრიგი:

16 აგვისტო, 11:00 - დან

17 აგვისტო, 10:00 - დან

ლოკაცია - სოფელი ფანშეტი - https://maps.app.goo.gl/Yk4QvQUwKwEoyP6E9.

მანიპულაციები ტარდება Doggie Doc mobile vet clinic - "დოგი დოკ მობილური ვეტ კლინიკის" მიერ.

ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ნომერზე - 577 11 53 36

Address

ᲧᲐᲖᲑᲔᲒᲘ, ᲓᲐᲕᲘᲗ ᲐᲦᲛᲐᲨᲔᲜᲔᲑᲚᲘᲡ ᲥᲣᲩᲐ 𝐍𝟑𝟔
Kazbegi
4700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577953139

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია • Kazbegi Municipality City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია • Kazbegi Municipality City Hall:

Shortcuts

Share