03/09/2026
✔ 3 სექტემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ცხოვრებაძე უძღვებოდა.
✔ სხდომას ესწრებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი.
✔ საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს განკარგულების პროექტში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 5 თებერვლის N14 განკარგულებაში ,,ხაშურის მუნიციპალიტეტში 2026 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების თაობაზე“;
✔ დაამტკიცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმა;
✔ მოისმინეს და დადებითად შეაფასეს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების მიერ 2026 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც განყოფილების ხელმძღვანელმა ივანე ლოლაძემ წარმოადგინა.
✔ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა მიმოიხილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტები და მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს თანამშრომლობისათვის.
✔ ვრცლად სხდომის მასალები იხილეთ საკრებულოს ვებგვერდზე:Khashuri.org.ge