ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Khashuri
  • ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება, Library, ტაბიძის ქუჩა #2, Khashuri.

03/09/2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებისთვის შეხვედრა თემაზე „გვერდებს შორის“ გაიმართა. შეხვედრა 1...

03/09/2026
03/09/2026
03/09/2026

გიორგი ბაქრაძე

02/09/2026

ანა იკაევი

02/09/2026
 #შემოქმედებითისაღამობიბლიოთეკაში  #მელნისფერისიჩუმე💜💜🎹🎹დღეს ბიბლიოთეკაში პიანისტისა და მწერლის, ნონა გულიაშვილის, შემოქ...
02/09/2026

#შემოქმედებითისაღამობიბლიოთეკაში
#მელნისფერისიჩუმე
💜💜🎹🎹

დღეს ბიბლიოთეკაში პიანისტისა და მწერლის, ნონა გულიაშვილის, შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
🔶️საღამოს განსაკუთრებულ ხიბლს ქმნიდა სიტყვისა და მუსიკის ჰარმონიული შერწყმით შექმნილი შემოქმედებითი სამყარო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ ნონა გულიაშვილის მრავალფეროვან შემოქმედებასა და ცხოვრებისეულ გზას.
🔶️შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო ავტორის წიგნის — „მელნისფერი სიჩუმე“ — წარდგენა.
🔶️ეს არის ნაწარმოები, რომელშიც ავტორი საკუთარ სათქმელს, განცდებსა და შინაგან სამყაროს მკითხველს განსაკუთრებული ემოციით უზიარებს.
🔶️დამსწრე საზოგადოებას
მწერლის ბიოგრაფია გააცნო ბიბლიოთეკასთან არსებული კითხვის წრის წევრმა, ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანი ქურდაძემ. მან, ასევე, წარმოადგინა ნონა გულიაშვილის შემოქმედება, რომლის მნიშვნელოვან თემადაც ემიგრაციის ტკივილი და მასთან დაკავშირებული განცდები გვევლინება. ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა იკაევმა კი მხატვრულად წარმოადგინა ერთი მონაკვეთი ავტორის შემოქმედებიდან.
🔶️ფაქტია,
ემიგრაციამ ავტორის ცხოვრებასა და შინაგან სამყაროზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ამ გამოცდილებამ მას სამყაროსთვის სხვა თვალით შეხედვის შესაძლებლობა მისცა და კიდევ უფრო გაუღვივა სურვილი, საკუთარი განცდები სიტყვებით გადმოეცა და მკითხველისთვის გაეზიარებინა. სწორედ ამ ემოციებისა და გამოცდილების გამოძახილია მისი წიგნი „მელნისფერი სიჩუმე“.
🎹საღამო მუსიკალურად გაალამაზეს ხათუნა ღვალაძემ და გიორგი ბაქრაძემ. მათმა მუსიკალურმა შესრულებამ ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო და ემოციური განწყობა შესძინა.
🔶️ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც თბილ და სასიამოვნო გარემოში გაიზიარეს ავტორის შემოქმედება და მუსიკალური საღამოს ემოციები.
🔶️შემოქმედებითი საღამო თბილ და საინტერესო გარემოში წარიმართა. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების საცავი კი არა, ადამიანების, იდეებისა და ხელოვნების შეხვედრის ცოცხალი სივრცეა.
📚📚ბიბლიოთეკა კვლავაც რჩება ადგილად, სადაც ერთმანეთს ხვდება წიგნი, მუსიკა, ხელოვნება და ადამიანები — ახალი შთაბეჭდილებების, ემოციებისა და საინტერესო შეხვედრებისთვის.💜💜💜

02/09/2026
01/09/2026

Address

ტაბიძის ქუჩა #2
Khashuri
5700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება:

Shortcuts

Share

Category