ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/Khashuri Educational Resource Center

  • Home
  • Georgia
  • Khasuri
  • ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/Khashuri Educational Resource Center

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/Khashuri Educational Resource Center საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს-ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ოფიციალური გვერდი.

ადმინისტრატორი-ზვიად გოგუაძე

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სკოლამ ავტორიზაციის პროცესი წარმატებით დაასრულა და უპირობო ავტორ...
21/08/2026

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სკოლამ ავტორიზაციის პროცესი წარმატებით დაასრულა და უპირობო ავტორიზაცია მოიპოვა.

ავტორიზაციის წარმატებით გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს სკოლის მიერ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნების შესრულებას, განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ხარისხიანი და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნისადმი ერთგულებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგიური კოლექტივის, თანამშრომლების, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა, რომელთა ჩართულობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ავტორიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში.

უპირობო ავტორიზაცია არის არა მხოლოდ მიღწეული შედეგის აღიარება, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისი — სკოლა გააგრძელებს საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სასწავლო პროცესის განვითარებასა და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნას ახალ გარემოში - კოლეჯი " ქართლის" შენობაში.

ვულოცავთ სკოლას, მოსწავლეებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციასა და მშობლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

წარმატებული ავტორიზაცია — ხარისხიანი განათლების ახალი შესაძლებლობების დასაწყისი!

სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტი იქნება სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მისამართზე: ხაშური, ტაბიძის ქ.N22📅 სამუშ...
20/08/2026

სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტი იქნება სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მისამართზე: ხაშური, ტაბიძის ქ.N22

📅 სამუშაო დღეები: ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით
🕒 სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე
📌 მშობლებისა და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, სკოლების მიხედვით განისაზღვრება ერთგვარი სარეკომენდაციო გრაფიკი
📌 რეალიზაცია დაიწყება 1 სექტემბერს და დასრულდება 14 სექტემბერს
📌 დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით სკოლა

20/08/2026

სკოლის პედაგოგების ინფორმირებისთვის

Მოგეხსენებათ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დირექტორისა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების სასწავლო/საათობრივი დატვირთვისათვის განსაზღვრულია კვირეული დატვირთვის ზედა ზღვარი – 10 საათი, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში აღნიშნული ზღვრის გადაჭარბება დასაშვებია საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის მიერ ადმინისტრაციის წევრებისთვის საათების განაწილებისა და ვაკანტური საათების შესავსებად კონკურსის ორგანიზებისას მიზანშეწონილია დაცულ იქნეს შემდეგი თანმიმდევრობა:
1. შიდა კონკურსის გამოცხადება
პირველ ეტაპზე სკოლამ უნდა შეაფასოს არსებული ადამიანური რესურსი და, საჭიროების შემთხვევაში, გამოაცხადოს შიდა კონკურსი შესაბამის საგანში/საგნობრივ ჯგუფში არსებულ ვაკანტურ საათებზე.
შიდა კონკურსის მიზანია, უპირველესად, სკოლაში დასაქმებულ კვალიფიციურ პედაგოგებს მიეცეთ შესაძლებლობა, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შეავსონ არსებული ვაკანტური საათები.
2. შიდა კონკურსის შედეგების გათვალისწინება
შიდა კონკურსის დასრულების შემდეგ სკოლამ უნდა შეაჯამოს კონკურსის შედეგები და დაადგინოს, რამდენი საათის შევსებაა შესაძლებელი სკოლის შიდა რესურსით.
თუ შიდა კონკურსის შედეგად ყველა ვაკანტური საათი შეივსო, დამატებითი გარე კონკურსის გამოცხადების საჭიროება აღარ არსებობს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შიდა კონკურსის შედეგად ვაკანტური საათების ნაწილი ვერ შეივსო, დარჩენილი საათები უნდა იქნეს გატანილი გარე კონკურსზე დადგენილი წესის შესაბამისად.
3. გარე კონკურსის გამოცხადება
გარე კონკურსის გამოცხადება მიზანშეწონილია განხორციელდეს მხოლოდ იმ საათების რაოდენობაზე, რომლებიც შიდა კონკურსის შედეგად ვერ შეივსო.
ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს:
სკოლის არსებული ადამიანური რესურსის ეფექტიან გამოყენებას;
დასაქმებული პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შექმნას;
კონკურსის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას;
ვაკანტური საათების რეალური საჭიროებიდან გამომდინარე შევსებას.
4. კონკურსის ხელოვნურად ჩაშლის თავიდან აცილება
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონკურსის პროცესის ხელოვნურად ჩაშლის ან ფორმალური საფუძვლით კონკურსის მონაწილეთა გამორიცხვის თავიდან აცილებას.
კონკურსის პროცედურა არ უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტული პირის სასარგებლოდ ან არასასურველი კანდიდატის თავიდან ასაცილებლად. კონკურსის პირობები, შეფასების კრიტერიუმები და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ განსაზღვრულ, ობიექტურ და კანონმდებლობასთან შესაბამის მოთხოვნებს.
არ არის მიზანშეწონილი ისეთი პირობების ან მოთხოვნების დაწესება, რომლებიც არ გამომდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტებიდან და რეალურად ზღუდავს კვალიფიციური კანდიდატების მონაწილეობას.
ასევე დაუშვებელია კონკურსის ისეთი ფორმით ორგანიზება, რომლის მიზანიც ან შედეგიც იქნება კონკურსის გაუმართლებლად ჩაშლა და შემდგომში სასურველი პირის კონკურსის გარეშე/არასათანადო პროცედურით დასაქმება.
5. ადმინისტრაციის წევრის დატვირთვა
Კონკურსის წესით კვალიფიციური კადრის ვერ აყვანის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის ან ადმინისტრაციის სხვა წევრის სასწავლო საათობრივი დატვირთვა აღემატება კანონმდებლობით დადგენილ 10-საათიან ზედა ზღვარს, სკოლამ შესაბამისი საფუძვლიანობა უნდა დაასაბუთოს და წინასწარ მოგვმართოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს შეთანხმების მისაღებად, როდესაც ასეთი შეთანხმება სამართლებრივი აქტით არის გათვალისწინებული.
ამასთან, გამონაკლისის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებას და არა კონკურსის ჩატარების ან ვაკანტური საათების განაწილების თავიდან აცილების მიზანს.

Ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, სკოლებს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია კონკურსის ორგანიზების, საათობრივი დატვირთვის განსაზღვრისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისის გამოყენების საკითხებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურე...
20/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ.

მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად - მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.

🌐 იხილეთ ვრცლად:
https://mes.gov.ge/content.php?id=14860&lang=geo&csrt=18387535207194360294

https://www.facebook.com/share/p/1DcVKr8iuy/
19/08/2026

https://www.facebook.com/share/p/1DcVKr8iuy/

📣აბიტურიენტებს ცვლილება შეგიძლიათ 20 აგვისტოს 18:00 საათამდე:

🔹„შედუღების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს ქვემოთ ჩამოთვლილი საგნებიდან ერთ-ერთ საგანში დადგენილი მინიმალური ქულის მიღება:
მათემატიკა - 5.5 ქულა
ქიმია - 8 ქულა
ფიზიკა - 8 ქულა

🔹"აღმზრდელის" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

მათემატიკა - 5.5 ქულა ან ისტორია - 8 ქულა

📊თუ გაქვთ შესაბამისი ქულები აირჩიეთ
კოლეჯი "ქართლი" #316

საჯარო სკოლების შერჩეული თვითმმართველობის წევრები „ლიდერთა საზაფხულო სკოლაში“ გაემგზავრნენხაშურის საგანმანათლებლო რესურს...
13/08/2026

საჯარო სკოლების შერჩეული თვითმმართველობის წევრები „ლიდერთა საზაფხულო სკოლაში“ გაემგზავრნენ

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების თავმჯდომარეებისა და წევრებისგან შემადგენელმა ნაკადმა „ლიდერთა საზაფხულო სკოლაში“ გაემგზავრა.

პროექტი ხორციელდება სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. საზაფხულო სკოლის მასპინძელი ლოკაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტი (დაბა ახალდაბაა).

პროექტის ძირითადი მიზნები და აქტივობები:

არაფორმალური განათლება: ახალგაზრდების ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების გაძლიერება.

უნარების განვითარება: მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, გუნდური თანამშრომლობისა და სამოქალაქო ინიციატივების წახალისება.

თვითმმართველობების მხარდაჭერა: საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის როლისა და ეფექტიანობის გაზრდა.

საგანმანათლებლო და ტრენინგ-მოდულების გარდა, პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი დღის მეორე ნახევრის აქტივობებით, მათ შორის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებებითა და ექსკურსიებით, რაც მოსწავლეებს შორის დაახლოებასა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდების განვითარებაზე, მათ ჩართულობასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერას.

📌მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სკოლებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდება გრძე...
13/08/2026

📌მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სკოლებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდება გრძელდება
📖ამჯერად, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სასკოლო რვეულები მიიღო, რომლებიც უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს გადაეცემა.

✒️სასკოლო რვეულების მიწოდება ხელს შეუწყობს მოსწავლეებისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობას და სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვას.

👦🏻👧🏻რესურსების ეტაპობრივი მიღება და სკოლებისთვის გადანაწილება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების უზრუნველყოფისა და მათთვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი ნაწილია.

პროგრამის ფარგლებში სასწავლო რესურსებით სკოლების უზრუნველყოფა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 აგვისტოს №110/ნ ბრძანებით დამტკიცდა საჯარო ...
12/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 აგვისტოს №110/ნ ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესი.
ახალი წესი განსაზღვრავს სასკოლო ფორმის ხელმისაწვდომობის, რეალიზებისა და იმ მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მექანიზმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის ბენეფიციარები არიან.

რას ითვალისწინებს ახალი წესი?

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“.

კომპანია უზრუნველყოფს სასკოლო ფორმის დამზადებას ან შესყიდვას, დასაწყობებასა და შენახვას, რეალიზაციას ან გადაცემას, მათ შორის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში - უსასყიდლოდ გადაცემას, ასევე შესაბამის აღრიცხვას.

სკოლის როლი

საჯარო სკოლებს ეკისრებათ შესაბამისი სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონით დადგენილი სასკოლო ფორმის სავალდებულოდ ჩაცმის მოთხოვნის შესრულება.

სკოლამ შინაგანაწესით უნდა განსაზღვროს შესაბამისი მონიტორინგის, პრევენციისა და პასუხისმგებლობის ზომები. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი მოსწავლის სასკოლო ფორმის ჩაცმის ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი სამინისტროსთან წერილობით უნდა შეათანხმოს.

როგორ განხორციელდება ფორმის მიღება?

სასკოლო ფორმის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრულ რეალიზების პუნქტებსა და გაცემის ცენტრებში, აგრეთვე შესაბამისი ვებგვერდის საშუალებით ონლაინგაყიდვის გზით.

ფორმის შეძენისას ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ფორმით.

პროგრამის ბენეფიციარებისთვის ფორმის უსასყიდლოდ გადაცემა განხორციელდება რეალიზების პუნქტებიდან/გაცემის ცენტრებიდან ან ონლაინმოთხოვნის საფუძველზე, ბენეფიციარის სტატუსის დადასტურების შემდეგ.

რა რაოდენობის ფორმას მიიღებს ბენეფიციარი (ვისაც უფასოდ ეკუტნის) ?

ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გაიცემა:

ბიჭისთვის — 1 პიჯაკი და 2 შარვალი;
გოგოსთვის — 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაკაბა.

თუ მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში მოიპოვებს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს, მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. მოთხოვნა განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება 10 სამუშაო დღის ვადაში.

მშობლების უფლებები

სასკოლო ფორმის მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი გადაცვლა ან დაბრუნება.

გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია, მათ შორის, ქარხნული წუნის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში. ამასთან, ნივთს უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული სასაქონლო სახე, ეტიკეტი და სამომხმარებლო თვისებები და არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.

აღრიცხვა და უსაფრთხოება

სასკოლო ფორმის გადაცემა სათანადო აღრიცხვას ექვემდებარება. პროგრამის ბენეფიციარებისთვის ფორმის გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ინფორმაციას ელექტრონულ სისტემაში აღრიცხავს.

ფორმის შენახვისთვის გათვალისწინებულია უსაფრთხო, მშრალი, სუფთა და ტენისგან დაცული სასაწყობე ფართები. საწყობი უნდა იყოს დაცული, ხოლო შენობის პერიმეტრი — აღჭურვილი ვიდეომონიტორინგის სისტემით.

პერსონალური მონაცემების დაცვა

წესის განხორციელებისას მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. წესში განსაზღვრულია იმ მონაცემთა ჩამონათვალი, რომელთა დამუშავებაც პროგრამის მიზნებისთვის არის გათვალისწინებული, ხოლო მონაცემთა დამუშავებასა და დაცვაზე პასუხისმგებლობა შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ ეკისრება.

✅ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ზვიად გოგუაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და საკრებულო...
11/08/2026

✅ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ზვიად გოგუაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და საკრებულოს წევრებს შეხვდა
✅ ზვიად გოგუაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციური მოდელი, ასევე 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები.
✅შეხვედრაზე წარდგენილი პრეზენტაციების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა შემდეგ ძირითად საკითხებზე:საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურა და უფლებამოსილებები: განიხილეს რესურსცენტრის როლი საჯარო სკოლების მხარდაჭერასა და მონიტორინგში. ხაზი გაესვა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობას, ნორმატიული აქტების შესრულების ზედამხედველობას, ინკლუზიური განათლებისა და მულტიდისციპლინური გუნდების მუშაობის გაძლიერებას, ადამიანური რესურსების განვითარებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და სამართლებრივ უზრუნველყოფას.
✅სასკოლო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: შეხვედრაზე ისაუბრეს შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილ მასშტაბურ ინიციატივებზე, მათ შორის: სასკოლო ფორმები: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების უზრუნველყოფა 1,800,000-ზე მეტი სასკოლო ფორმით (რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად, 2026 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება); სახელმძღვანელოები და ციფრული ტექნოლოგიები: 2026-2027 სასწავლო წლისთვის მოსწავლეების უზრუნველყოფა ახალი სახელმძღვანელოებითა და რვეულებით, პირველკლასელებისა და დამრიგებლებისთვის 50,000 კომპიუტერის გადაცემა, ასევე წარჩინებული მოსწავლეებისათვის კომპიუტერების გადაცემის პროგრამის („ჩემი პირველი კომპიუტერი“) მიმდინარეობა; აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა: სკოლების უზრუნველყოფა 67,000 კომპლექტი სასკოლო მერხითა და სკამით, 1,000 საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის კომპლექტით, 1,900 პროექტორით (342 სკოლისთვის), 3,300 საკლასო დაფითა და სამედიცინო კაბინეტების სრული ინვენტარით;
✅ წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება: ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სერტიფიკატებითა და ჯილდოებით უზრუნველყოფის პროცესი.
✅შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს ადგილობრივ ხელისუფლებასა და საგანმანათლებლო სტრუქტურებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის უსაფრთხო, თანამედროვე და გამართული სასწავლო გარემოს შექმნას
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

Address

Khashuri Tabidze Str. 2
Khasuri
5700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995368242951

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/Khashuri Educational Resource Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/Khashuri Educational Resource Center:

Shortcuts

Share