19/08/2026
🌿ლიკოპოდიუმი - მცენარე, რომელსაც მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებზე სეირნობისას შეხვდებით, სულ მცირე 300 მილიონი წლის ისტორიის მატარებელია. მისი წინაპრები დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდე ბევრად ადრე ხარობდნენ.
ℹ ლიკოპოდიუმი მარადმწვანე, მიწაზე გართხმული, მცოცავი მცენარეა, რომელსაც გრძელი ღეროები და მჭიდროდ განლაგებული წვრილი, ნემსისებური ფოთლები ახასიათებს.
თუმცა, დაახლოებით 300–350 მილიონი წლის წინ (კარბონულ პერიოდში), მისი წინაპრები დაბალი მცენარეები კი არა, 30 მეტრზე მაღალი გიგანტური ხეები (Lepidodendron, Sigillaria) იყვნენ. დღევანდელი პატარა, მცოცავი ლიკოპოდიუმი კი იმ უძველესი მცენარეების პირდაპირი შთამომავალია.
👇საინტერესო ფაქტი: ლიკოპოდიუმის მშრალ სპორებს წარსულში ფოტოგრაფიაში პირველი „ფლეშ-განათებების“ შესაქმნელად იყენებდნენ - ძირითადად ბნელ სივრცეებში კადრის წამიერად გასანათებლად.
📷 ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი დინა მახარაძე