ხობის მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Khobi
  • ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია ხობის მუნიციპალიტეტის მერია
CITY HALL OF KHOBI MUNICIPALITY

ხობის მუნიციპალიტეტი კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
ხობისწყალი ჰქვია მდინარესაც, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონიდან და უერთდება შავ ზღვას, სოფელ ყულევთან. ანტიკური ხანის ისტორიკოსები ხობისწყალთან აიგივებენ მდ. ქარიენტეს, ქარიატა ჰქვია დღესაც ბოლო სოფელს, რომელსაც გაივლის მდ. ხობისწყალი.
გადმოცემის თანახმად სწორედ ხობისწყლის პირას მოუკლავთ ბიზანტიელებს კოლხეთის დიდი მეფე გუბაზი (

562 წ).
ხობი მდიდარია კოლხეთის დიდების დამადასტურებელი ისტორიული ძეგლებით, 20-მდე მიწისზედა და 300-მდე მიწისქვეშა ძეგლია, აქ მოპოვებული მასალები გამოფენილია თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ხეთის მუზეუმებში. ძვ. წელთაღრიცხვის IV-I ათასწლეულებში კოლხური სამოსახლოები ხელოვნურ მიწაყრილ ბორცვებზე იყო განლაგებული, ისინი ტორფისა და თიხის ქვეშ არიან დაძირულნი.
სოფელ ყულევში 2002 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ძვ. წ. IX საუკუნის კოლხური ნამოსახლარი. თიხის ჭურჭელში ნაპოვნია ყურძნის წიპწები, რომელიც თარიღდება ძვ.წ VI საუკუნით.
სოფელ ჭალადიდში 2009 წლის თებრვალში აღმოჩენილია აბრეშუმის საშრობი ნაგებობა-ღუმელი, აბრეშუმის საქსოვი ხელსაწყო, რომლითაც დასტურდება, რომ საუკუნეების წინ აბრეშუმის ქსოვილს სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდნენ. ასევე აღმოჩენილია IV საუკუნის ბერძნული ამფორები და სამკაულები.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხობის სამონასტრო არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობანი.
მეცნიერთა ვარაუდით ტაძარი აშენებული უნდა იყოს VII-XIV საუკუნეებში, ხალხური გადმოცემით ტაძრის აშენებას უკავშირებენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს.
ხობის მონასტერში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დასვენებული ყოფილა უდიდესი სიწმინდეები: მარიამ ღვთისმშობლის კვართი; წმ. გიორგის ბარძაყი; წმ. კვირიკეს ხელის მტევანი; იოანე ნათლისმცემლის ნაწილი; შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა; დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი.

ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტები მერის ს...
03/09/2026

ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტები მერის სტიპენდიას მიიღებენ.

მერის სტიპენდია ვრცელდება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომლებიც საქართველოში არსებულ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.

მერის სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადებების მიღება იწარმოებს 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

წარსადგენი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი და კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ: https://shorturl.at/Jn9vu

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში 13 პოზიციაზე კონკურსი ...
01/09/2026

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში 13 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
დ) აკადემიური მოსწრება: ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0).

დამატებითი მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს, შემდეგ მისამართებზე:

ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102168?active=1

ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102171?active=1

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტაჟიორი ბიუჯეტის დაგეგმარების საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102175?active=1

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტაჟიორი საფინანსო ზედამხედველობის, ბუღალტერიისა და სახაზინო მომსახურების საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102176?active=1

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტაჟიორი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102178?active=1

ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სტაჟიორი მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102179?active=1

ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი მშენებლობისა და არქიტექტურის საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102181?active=1

ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი მშენებლობის ნებართვების საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102182?active=1

კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი სპორტის საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102193?active=1

კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი ძეგლთა დაცვის საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102217?active=1

კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი კულტურის საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102223?active=1

შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის სტაჟიორი შიდა აუდიტის საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102233?active=1

ზედამხედველობის სამსახურის სტაჟიორი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის საკითხებში - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102244?active=1

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

31 აგვისტოს, ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში  დიჯეი SPACE-ს კონცერტი გაიმართება.დასაწყისი: ...
30/08/2026

31 აგვისტოს, ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში დიჯეი SPACE-ს კონცერტი გაიმართება.

დასაწყისი: 20:00

ღონისძიების ორგანიზატორები: ხობის მუნიციპალიტეტის მერია და "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი".

დასწრება თავისუფალია!

ხობის საფეხბურთო ცენტრის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ხობის "კოლხეთი-2"-ის ყოფილი ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას ხს...
29/08/2026

ხობის საფეხბურთო ცენტრის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ხობის "კოლხეთი-2"-ის ყოფილი ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა საფეხბურთო სკოლების გუნდების მონაწილეობით.

პირველობის გამარჯვებული წალენჯიხის "იუვენტუსის" აკადემია გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქუთაისის "ტორპედომ" დაიკავა.

ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.

27/08/2026
26/08/2026
ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ პირველკლასელებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სასკოლ...
26/08/2026

ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ პირველკლასელებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სასკოლო ნივთები გადაეცათ.

მერია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მხარდაჭერის პროგრამას მეორე წელია ახორციელებს და მის მიზანს სოციალურად დაუცველი პირველკლასელების განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა წარმოადგენს.

მერია სკოლების მოსწავლეებს წარმატებებს და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ

25/08/2026

ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სტუდენტობას!

მახარებს, რომ თქვენი ცოდნით, ნიჭითა და შრომისმოყვარეობით მიაღწიეთ დასახულ მიზანს და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები გახდით.

წინ გელით ახალი შესაძლებლობებით, საინტერესო გამოცდილებებითა და გამოწვევებით სავსე წლები. მჯერა, რომ სტუდენტობის პერიოდი იქნება ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, ახალი ურთიერთობებისა და მიღწევების საწყისი. გამოიყენეთ თითოეული შესაძლებლობა, სრულად გამოავლინეთ თქვენი უნარები და თავდაჯერებით გადადგით ნაბიჯები ახალი გამარჯვებებისაკენ!

გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლასა და ნაყოფიერ საქმიანობას, მჯერა, სტუდენტობის წლები თქვენი მომავალი წარმატებების მტკიცე საფუძველი გახდება!

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე კონკურსი გამოცხად...
19/08/2026

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება, რომელთაგან 13 ვაკანსია ხობის მუნიციპალიტეტის მერიაშია, ხოლო 2 ვაკანსია საკრებულოში.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეეძლებათ.

ხობის მუნიციპალიტეტის მერია:
მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2;
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3;
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური - 1;
მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური - 2;
მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 3;
მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური - 1;
მერიის ზედამხედველობის სამსახური - 1.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო:
საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება - 1
საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება -1

Address

ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. #189
Khobi
5800

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხობის მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ხობის მუნიციპალიტეტის მერია:

Shortcuts

Share