ხეთის საჯარო სკოლა

ხეთის საჯარო სკოლა საჯარო სკოლა

20/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ.

მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად - მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.

🌐 იხილეთ ვრცლად:
https://mes.gov.ge/content.php?id=14860&lang=geo&csrt=18387535207194360294

ხეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ კანკია GITA-ს STEAM  ბანაკში მონაწილეობდა! 🚀�6-დღიან მასშტაბურ STEAM ბა...
19/08/2026

ხეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ კანკია GITA-ს STEAM ბანაკში მონაწილეობდა! 🚀�
6-დღიან მასშტაბურ STEAM ბანაკში მარიამი სხვა ახალგაზრდებთან ერთად შეისწავლიან ტექნოლოგიების, მეცნიერების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის პრაქტიკულ საფუძვლებს. 🇬🇪

მონაწილეები ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამაში ერთვებიან , რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ აქტივობებს , ინტერაქტიულ ლექციებს, გუნდურ გამოწვევებს 🤝, სამეცნიერო ექსპერიმენტებსა 🧪 და შთამაგონებელ შეხვედრებს. 💡

🚀 პროექტს ახორციელებს Rethink ინოვაციების ცენტრი

#შექმენიახალი

19/08/2026

ნინი ბუკია, ხეთის საჯარო სკოლიდან 💫

🎉12 აგვისტოს   ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღ...
13/08/2026

🎉12 აგვისტოს ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

🏅ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი ჯილდო ჩაერიცხა.

🏅სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლიდან ჯილდო მიიღეს 2025-2026 სასწავლო წლის შემდეგმა კურსდამთავრებულებმა:

💫 მარი გელოვანი
💫ბარბარე ლატარია
💫მათე მესხია
💫ილია ქირია
💫ანა ქირია
💫მეგი ჯანჯულია

წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდებს

🎉მადლობა მათ მასწავლებლებს, დამრიგებელს, მშობლებს და
ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი
შეიტანა აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებასა და განხორცილებაში.

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

@ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთ დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

09/08/2026

👉🏻 ინფორმაცია სასკოლო ფორმების შესახებ

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.ომს ემსხვერპლა ხეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რეზერვისტი გოგა ჭითანავა...
08/08/2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.

ომს ემსხვერპლა ხეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რეზერვისტი გოგა ჭითანავა და ლევან ტურავა.

პატივს მივაგებთ გოგა ჭითანავას, ლევან ტურავას და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ყველა გმირისა და მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას.

გვახსოვს ჩვენი გმირები! 🇬🇪🕯️

🎉 დიდებული სიახლე და დიდი გამარჯვება ჩვენი სკოლისთვის!🎉სიამაყითა და დიდი სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩვენს სკოლას 9-წლიანი ...
22/07/2026

🎉 დიდებული სიახლე და დიდი გამარჯვება ჩვენი სკოლისთვის!

🎉სიამაყითა და დიდი სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩვენს სკოლას 9-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა! ეს არის უდიდესი აღიარება იმ შრომის, ხარისხისა და ზრუნვის, რასაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად დებს სკოლის განვითარებაში.
ეს წარმატება თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით:
✨ ჩვენს პედაგოგებსა და სკოლის გუნდს დაუღალავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და იმ ენერგიისთვის, რომლითაც ყოველდღიურად ქმნით საუკეთესო საგანმანათლებლო გარემოს.
✨ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს - თქვენი მონდომებით, ცოდნისწყურვილითა და მიღწევებით ამაყობს მთელი სკოლა. თქვენ ხართ ჩვენი მთავარი მოტივაცია!
✨ მშობლებს -
მუდმივი გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი ჩართულობა ჩვენი საერთო წარმატების საწინდარია.
✨ ჩვენს თემს და მხარდამჭერებს - მადლობა, რომ ყოველთვის გულშემატკივრობთ სკოლას და იზიარებთ ჩვენს ყველა წინსვლას.

🏛️ საგანმანათლებლო რესურსცენტრს - უდიდესი მხარდაჭერისთვის, პროფესიული კონსულტაციებისთვის, გვერდში დგომისა და იმ წვლილისთვის, რაც ამ მნიშვნელოვან გზაზე შეიტანეთ.
ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

და უღრმესი მადლობა ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას, ავტორიზაციის პროცესის გავლა სხვა სკოლაში უდიდესი გამოწვევა იყო და ამ პროცესში სრული მხარდაჭერისთვის! Qetino Gabisonia

ეს აღიარება გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, რომ არ გავჩერდეთ, ვისწრაფოდეთ ახალი მწვერვალებისკენ და შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი მომავალი ჩვენი ბავშვებისთვის!

👇🏼
21/07/2026

👇🏼

ქ. ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით იქმნება "ხობის მკითხველთა კლუბი".

სივრცე, სადაც წიგნი გვაერთიანებს, ასაკისა და პროფესიის მიუხედავად.
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ ხობის სკოლების მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კლუბის წევრობა თავისუფალია.

რა იგეგმება ?

📚 სხვადასხვა ჟანრის წიგნების პრეზენტაციები

📕 საჯაროდ კითხვის დღეები

🎙️ პოდკასტი, სადაც ერთად ვისაუბრებთ წაკითხულ წიგნებზე

✒️ პოეზიის საღამოები

👥 შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან მწერლებთან, პუბლიცისტებთან და საინტერესო ადამიანებთან

ღონისძიებები გაიმართება ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და ქალაქის სხვა ლოკაციებზე, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

კლუბი გეგმავს განვითარდეს და სამომავლოდ დარეგისტრირდეს არაკომერციულ (არასამეწარმეო) იურიდიულ პირად, რათა ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო მდგრადი და მრავალფეროვანი გახდეს.

თუ წიგნი თქვენთვისაც არის სამყარო, რომელსაც სხვებთან ერთად გახსნით, შემოგვიერთდით!
კლუბში გაწევრიანებისთვის გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/iVjFYBpcK5Ve53oy8

🍀UNDP და PMC RC, დანიის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტის, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“, ფარგლებში გამარჯვებ...
19/07/2026

🍀UNDP და PMC RC, დანიის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტის, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“, ფარგლებში გამარჯვება მოიპოვეს სოფელ ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა თოდუა და ხეთელმა ელენე ჯიქიამ მოიპოვეს 5000 დოლარიანი გრანტი, რომელიც მოხმარდება სოფელ ხეთაში ეკო-სკვერის მოწყობას.

🌿 ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნინი ბუკიამ მონაწილეობა მიიღო გარემოზე დაკვირვება ხობში  – პირველი სამოქალაქო მეცნიერები...
13/07/2026

🌿 ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნინი ბუკიამ მონაწილეობა მიიღო გარემოზე დაკვირვება ხობში – პირველი სამოქალაქო მეცნიერების საველე მონიტორინგში

12 ივლისს ხობის ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართა პროექტის „მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა მწვანე გარდაქმნისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი გარემოს მონიტორინგის პირველი საველე სესია.

მონაწილეებმა 3 განსხვავებულ ლოკაციაზე EcoLab-ის სენსორების გამოყენებით ჩაატარეს გარემოსდაცვითი დაკვირვება და შეაგროვეს მონაცემები. ლოკაციები წინასწარ შეირჩა მონაწილეთა უსაფრთხოების, მრავალფეროვან გარემო პირობებზე დაკვირვებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

პროექტის STEM ტრენერისა და პედაგოგების მხარდაჭერით ახალგაზრდებმა გარემოს მონიტორინგის პროცესში გამოიყენეს EcoLab-ის სენსორები, შეასრულეს საჭირო გაზომვები, მოამზადეს საველე ჩანაწერები და ფოტოდოკუმენტაცია და პრაქტიკაში გამოიყენეს ტრენინგზე მიღებული ცოდნა.

ეს აქტივობა გარემოს მონიტორინგის პირველი ციკლის საველე ეტაპს წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში გარემოს მონიტორინგის თითოეული ციკლი ორ ეტაპს მოიცავს: პირველ ეტაპზე მონაწილეები საველე პირობებში აგროვებენ გარემოსდაცვით მონაცემებს, ხოლო მეორე ეტაპზე ტრენერის ხელმძღვანელობით აანალიზებენ მიღებულ შედეგებს, ამზადებენ ანგარიშსა და ვიზუალურ მასალებს, რის შემდეგაც საკუთარ თემში — სკოლებში პრეზენტაციების, საინფორმაციო შეხვედრებისა და GoGreen მწვანე პორტალზე გამოქვეყნებული მასალების საშუალებით — საზოგადოებას უზიარებენ დაკვირვების შედეგებსა და რეკომენდაციებს.

ერთად ვსწავლობთ, ვაკვირდებით და ვქმნით მონაცემებზე დაფუძნებულ მწვანე მომავალს! 🌍

Address

Kheta
Khobi
5822

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხეთის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category