05/09/2020
ხონის ისტორიული მუზეუმის ეთნოგრაფიულ ეზოში პროექტის ,,უწყვეტი პროფესიული განვითარება ხონის მუნიციპალიტეტის ინგლისური ენის პედაგოგებისთვის,, დახურვა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინგლისური ენის პედაგოგებისათვის საგანგებოდ შექმნილი სივრცე სწავლების ახლებური მოდულების გაზიარებისთვის ავტორის ელენე ცაცუას ინიციატივით შეიქმნა და ერთი წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
პროექტის ფარგლებში , დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ჩატარდა კვლევა, რომელმაც მათ საჭიროებები განსაზღვრა. აქტივობებში პედაგოგებთან ერთად ჩართულები იყვნენ მეთერთმე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებიც.
,, ჩემთვის განათლება არის პრიორიტეტი და მსგავს პროექტებს ყოველთვის სიამოვნებით ვუჭერ მხარს. მოხარული ვარ, რომ ინგლისური ენის პედაგოგებს ერთი წლის განმავლობაში ხონში ჰქონდათ სივრცე, სადაც ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას და იმაღლებდნენ კვალიფიკაციას. იმედს ვიტოვებ, ეს იყო თქვენთვის კარგი გამოცდილება და მინდა წარმატებები გისურვოთ. ყოველთვის მიგულეთ თქვენი საქმიანობის გულშემატკივრად,, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
პროექტის დასასრულს, ამერიკის საელჩოს ინგლისური ენის სწავლების პროგრამების კოორდინატორმა, ქალბატონმა ლიკა გუმბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს უახლესი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოები გამოუგზავნა, რომელებიც თითოეულ მათგანს სერთიფიკატებთან ერთად გადაეცა.