ნიკეას ადმინისტრაციული ერთეული

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ნიკეას ადმინისტრაციული ერთეული

ნიკეას ადმინისტრაციული ერთეული Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნიკეას ადმინისტრაციული ერთეული, Public & Government Service, ნიკეა N 42 ბ, Kutaisi.

02/09/2026

🚌✨ ახალი სისტემები ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
📢 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში“ ინერგება სრულიად ახალი სისტემები.
გაგაცნობთ ამ ინოვაციებს:
🔊 1. გაჩერებების გამოცხადების სისტემა
გაჩერებების წერტილების გამოცხადების სისტემა უზრუნველყოფს მგზავრთა დამატებით ინფორმირებასა და კომფორტულ გადაადგილებას.
🖥️ 2. ხმოვანი და ვიზუალური ინფორმირება
გარდა ხმოვანი გამოცხადებისა, სისტემას აქვს შესაბამისი ვიზუალიზაციაც.
📍 ავტობუსებში განთავსებულ მონიტორებზე აისახება გაჩერებების წერტილები;
🚌 ჩანს ტრანსპორტის გადაადგილება;
📍 ჩანს მომდევნო გაჩერება;
🗺️ შესაძლებელია, ავტობუსის გადაადგილების თვალყურის დევნება ლაივ რეჟიმში, მისთვის მინიჭებულ სვლაგეზზე.
📱 3. მობილური აპლიკაცია
გარდა ამისა, Android და iOS სისტემებით მოსარგებლე მგზავრებს, ასევე, ლაივ რეჟიმში, შეეძლებათ კონკრეტული ავტობუსის გადაადგილებისთვის თვალყურის დევნება და, რაც მთავარია, მგზავრობის დაგეგმვა, მათთვის სასურველ ლოკაციაზე.
📲 აპლიკაცია განთავსებულია შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ფეისბუქგვერდზე.
✅ აღნიშნული სისტემები - როგორც ვებგვერდი, ისე აპლიკაცია, ასევე ხმოვანი და ვიზუალიზებული გამოცხადების სისტემები - უკვე სრულყოფილად და გამართულად მუშაობს.
⚠️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინოვაციური ცვლილებები და დროულად მოემზადოთ ახალი სისტემებით სარგებლობისთვის.
🚌 გისურვებთ კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას!

Android: https://play.google.com/store/apps/details?id=com.azry.pts.pis.kutaisi&hl=en

IOS: https://apps.apple.com/ge/app/kutaisi-transport/id6553993165

WEB: https://kutaisi-bus.msplus.ge/ #/plan

26/08/2026
25/08/2026

2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას, მგზავრები ისარგებლებენ “საქართველოს ბანკის” ნებისმიერი ბარათით. ბარათების აღება შესაძლებელია “საქართველოს ბანკის “ ნებისმიერ ფილიალში.

შეღავათებით მოსარგებლე პირები, შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათით და ქუთაისის ახალი სამგზავრო ბარათით.

არსებული სამგზავრო ბარათებით მგზავრობის ღირებულების გადახდა 1-ლი სექტემბრიდან აღარ განხორციელდება.

ამავდროულად, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში ინერგება სრულიად ახალი სისტემები, როგორებიცაა:

გაჩერებების გამოცხადების სისტემა;
სვლაგეზებისა და გაჩერებების მონიტორზე ვიზუალიზაცია;
ვებგვერდისა და აპლიკაციის შექმნა, რომელთა მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ გადაადგილება და თვალი ადევნონ მათთვის სასურველი ტრანსპორტის მოძრაობას.

აღნიშნული სისტემები უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში და მათი სრულყოფილად გამართვის შემდეგ, მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ცვლილებები და დროულად მოემზადოთ ახალი სისტემით სარგებლობისთვის.

14/07/2026
12/06/2026

ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება, საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და პოპულარიზაცია.

კონკურსის პირობები იხილეთ ბმულზე:

https://kutaisi.gov.ge/open_konkursebi/114

05/06/2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქ. ქუთაისში, ეგრეთ წოდებულ, ნიკეას ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების პროცესს თან ახლავს დისკომფორტი, რაც უკავშირდება არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ბოდიშს უხდის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.

სარეაბილიტაციო სამუშაობი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება, რის შემდეგაც აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება.

05/06/2026
30/04/2026

#ქუთაისქალაქობა2026
#2მაისი
#გალაკონცერტი

Address

ნიკეა N 42 ბ
Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნიკეას ადმინისტრაციული ერთეული posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share