ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება

ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება

🔶 ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის -  შემოქმედებით სახლ  ...
02/09/2026

🔶 ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის - შემოქმედებით სახლ ,,ჯარისკაცის მამასა" და კინოთეატრ "საქართველოს" ურთიერთთანამშრომლობით კინოთეატრ ,,საქართველოში" ნაჩვენები იქნა ბიოგრაფიული ფილმი რეზო ჩხეიძის შესახებ "ის, რაც მახსოვს".

🔶 2014 წელს კოტე ვერულაშვილისა და ზვიად მესხის რეჟისორობით გადაღებული ფილმი ნახევრად დოკუმენტურია, სადაც რეზო ჩხეიძე თავად უყვება მაყურებელს მისი ბავშვობის მძიმე წლების შესახებ, როცა 37 იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა უდანაშაულო მამა დაუხვრიტა. ფილმში რეჟისორის თხრობის პარალელურად კადრებად არის აღდგენილი მისი ოჯახის მიერ გადატანილი ტრაგიკული ისტორიები. ფილმის უმეტესი ნაწილი გადაღებულია ქუთაისში ზუსტად იმ სახლში, სადაც რეზო ჩხეიძის ოჯახი მაშინ ცხოვრობდა.

🔶 რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება უფასოდ კინოთეატრ "საქართველოში" მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტი ცნობილი ქართველი რეჟისორის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმია მიძღვნილი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას.

🔶 რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება პროექტის ფარგლებში კინოთეატრ "საქართველოში" შემოდგომაზეც გაგრძელდება, ხოლო 8 დეკემბერს, ქუთაისში, რეჟისორის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება.

🔶ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის -  შემოქმედებით სახლ  ,...
20/08/2026

🔶ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის - შემოქმედებით სახლ ,,ჯარისკაცის მამასა" და კინოთეატრ "საქართველოს" ურთიერთთანამშრომლობით კინოთეატრ ,,საქართველოში" რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება გრძელდება. ამჯერად ნაჩვენები იქნა რეზო ჩხეიძის მიერ 1969 წელს გადაღებული ფილმი " ღიმილის ბიჭები".
🔶 რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება პროექტის ფარგლებში ორ კვირაში ერთხელ იმართება კინოთეატრ "საქართველოში" რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაზში. ფილმებზე დასწრება უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის.
🔶 პროექტი ცნობილი ქართველი რეჟისორის 100 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას.

სეანსების განრიგი:

🎥 1 სექტემბერი - რეზო ჩხეიძის შესახებ - ,,ის რაც მახსოვს"- 18:00 სთ

🔶 გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში მიმდინარეობს   6  დან  9  წლამდე  ასაკის მოსწავლეთა  მიღება  2026-2027 სა...
13/08/2026

🔶 გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში მიმდინარეობს 6 დან 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა მიღება 2026-2027 სასწავლო წლისათვის საგუნდო, ქორეოგრაფიულ და საესტრადო განყოფილებებზე.

სასწავლო მიმართულებები:

🔶ქართული ხალხური სიმღერა
🔶საგალობლები
🔶ქართული ხალხური საკრავები
🔶ქართული ცეკვები
🔶კლასიკური ცეკვა (ბალეტი)
🔶სამეჯლისო ცეკვები
🔶საესტრადო სიმღერა

✔️სკოლაში ხუთწლიანი საბაზისო სწავლება უფასოა და ფინანსდება ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

✔️5 წლის განმავლობაში მოსწავლე დაეუფლება სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ როგორც მაპროფილებელ საგნებს, ასევე, პრაქტიკულ და თეორიულ დისციპლინებს:

🔶ფორტეპიანო
🔶სოლფეჯიო
🔶მუსლიტერატურა
🔶საგუნდო კლასი
🔶ვოკალური კლასი
🔶ქორეოგრაფიის ისტორია
🔶სცენიური კულტურა

✔️ სკოლის დამთავრების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული მოწმობა

✔️ მოსწავლეთა რეგისტრაცია გაგრძელდება 2026 წლის 14 სექტემბრამდე ყოველ სამუშაო დღეს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.

✔️ მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა N 105

12/08/2026
09/08/2026

#ახალგაზრდობისსაერთაშორისოდღე
#12აგვისტო
#ქუთაისი2026

🔶ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის -  შემოქმედებით სახლ  ,...
05/08/2026

🔶ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის - შემოქმედებით სახლ ,,ჯარისკაცის მამასა" და კინოთეატრ "საქართველოს" ურთიერთთანამშრომლობით კინოთეატრ ,,საქართველოში" რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება გრძელდება. ამჯერად ნაჩვენები იქნა რეზო ჩხეიძის მიერ 1964 წელს გადაღებული ფილმი " ჯარისკაცის მამა".

🔶 რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება პროექტის ფარგლებში ორ კვირაში ერთხელ იმართება კინოთეატრ "საქართველოში" რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაზში. ფილმებზე დასწრება უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის.

🔶 პროექტი ცნობილი ქართველი რეჟისორის 100 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას.

🔶 სეანსების განრიგი:
🎥 18 აგვისტო - ,,ღიმილის ბიჭები"- 18:00 სთ.
🎥 1 სექტემბერი - რეზო ჩხეიძის შესახებ - ,,ის რაც მახსოვს"- 18:00 სთ

04/08/2026

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა. ფედერაციის საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, ქუთაისმა ეს სტატუსი დაიმსახურა სპორტის ყველასთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით, მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, სოციალური ინტეგრაციის, სპორტისა და განათლების განვითარებით.

ამ სტატუსის მინიჭებით ქუთაისი უერთდება ACES-ის ოჯახს. ეს ნიშნავს, რომ 2027 წელს მუნიციპალიტეტი ევროპის მასშტაბით სპორტის განვითარების სამაგალითო ქალაქად იქნება აღიარებული.

🔶 ზ. ფალიაშვილის სახელობის  #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ  ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრუ...
03/08/2026

🔶 ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ვერონიკა მარგველაშვილმა პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდა შემსრულებელთა ონლაინ კონკურსზე - Nouvelles Étoiles – „ახალი ვარსკვლავები“ ლაურეატის წოდება და ვერცხლის მედალი მოიპოვა. (პედაგოგი : მაგდა თხილავა)

🔶 Nouvelles Étoiles არის უმაღლესი დონის საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმა, რომელსაც პარიზის კულტურული ასოციაცია ArtimA და საფრანგეთის სახელმწიფო კონსერვატორია (CRD Jean Wiener) უწევენ ორგანიზებას. კონკურსის მთავარი მიზანია ნიჭიერი შემსრულებლების აღმოჩენა, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა და ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.

🔶 მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური კონკურსანტების შეფასებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტექნიკურ ოსტატობას, მუსიკალურ ინტერპრეტაციას, სტილის შესაბამისობას, არტისტულ გამომსახველობასა და საშემსრულებლო კულტურას. ვერონიკა მარგველაშვილმა ჟიურის შეფასების შედეგად 82 ქულა დააგროვა.

🔶 კონკურსში ყოველწლიურად ასობით კონკურსანტი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. Nouvelles Étoiles გამარჯვებულებს უნიკალურ შანსს აძლევს კონცერტები გამართონ პარიზში. დაუკრან პარიზის ცნობილ UniArt სიმფონიურ ორკესტრთან ერთად როგორც სოლისტებმა, მონაწილეობა მიიღონ ნორმანდიის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიასა და მასტერკლასებში.

🔶 ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის -  შემოქმედებით სახლ  ...
22/07/2026

🔶 ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის - შემოქმედებით სახლ ,,ჯარისკაცის მამასა" და კინოთეატრ "საქართველოს" ურთიერთთანამშრომლობით კინოთეატრ ,,საქართველოში" რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება გრძელდება. ამჯერად ნაჩვენები იქნა რეზო ჩხეიძის მიერ 1956 წელს გადაღებული ფილმი " ჩვენი ეზო".

🔶 რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება პროექტის ფარგლებში ორ კვირაში ერთხელ გაიმართება კინოთეატრ "საქართველოში" რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაზში. ფილმებზე დასწრება უფასო იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

🔶 პროექტი ცნობილი ქართველი რეჟისორის 100 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას.

🔶 სეანსების განრიგი:

🎥 4 აგვისტო - ,,ჯარისკაცის მამა"- 18:00 სთ.
🎥 18 აგვისტო - ,,ღიმილის ბიჭები"- 18:00 სთ.
🎥 1 სექტემბერი - რეზო ჩხეიძის შესახებ - ,,ის რაც მახსოვს"- 18:00 სთ

Address

ქუთაისი, რუსთაველის ქუჩა №1
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share