BiblioCat ge

BiblioCat ge სასკოლო ბიბლიოთეკების ელექტრონული მომსახურების სერვისი.

1. პროგრამის დახმარებით სკოლის ბიბლიოთეკარი ახდენს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების აღწერას და მათ შენახვას ბიბლიოთეკის ბაზაში.
2. ხდება მოსწავლის რეგისტრაცია ბიბლიოთეკაში, რომლის შემდეგაც მოსწავლეს ენიჭება უნიკალური საერეზერვაციო კოდი,რომლის დახმარებითაც მოახდენს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების მოძიებას და მათ დაჯავშნას ინტერნეტის საშულებით.
3. დაჯავშნის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია მიაკითხოს თავისი სკ

ოლის ბიბლიოთეკას და მოახდინოს დაჯავშნილი წიგნის გამოტანა კონკრეტული ვადით სარგებლობისათვის.
4. ბიბლიოთეკარს შეუძლია მონიტორინგი გაუწიოს ბიბლიოთეკის ბაზაში არსებულ წიგნებს, აკონტროლოს წიგნის დაბრუნების დრო, მოსწავლე,რომელმაც გადააცილა წიგნის დაბრუნების მითითებულ თარიღს, ბიბლიოთეკართან აისახება სპეციალურ განყოფილებაში, რაც დაეხმარება ბიბლიოთეკარს მარტივად აკონტროლოს აღნიშნული მოსწავლეების რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს დაბრუნების თარიღიში ცვლილება . ასევე შეიძლება განხორციელდეს წიგნის წაშლა აქტის შედგენით, რომლის დროსაც წიგნების შენახვა მოხდება ცალკე განყოფილებაში რაც მონიტორინგს გაუწევს ამორტიზირებული წიგნების კატალოგიზაციას და მათ სრულ აღწერას.
5. პროგრამაში გათვალისწინებულია უამრავი სახის თავდაცვის მექანიზმები, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს შეცდომას , კერძოდ არ მოხდება წიგნის წაშლა ბაზიდან თუ აღნიშნული წიგნი გატანილია ან დაჯავშნილია მოსწავლის მიერ, ასევე არ მოხდება მოსწავლის წაშლა ბაზიდან თუ მას გატანილი აქვს წიგნი და ჯერ არ დაუბრუნებია.
მინდა ავღნიშნო რომ პროგრამა საკმაოდ მოქნილია და გამოირჩევა მარტივი და სრულყოფილი ინტერფეისით. ჩვენის აზრით მოცემული პროგრამა გაცილებით გაუმარტივებს ბიბლიოთეკარს მონიტორინგი გაუწიოს წიგნებს და მოსწავლეებს დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოიძიონ მათთვის სასურველი წიგნები საკუთარი ბიბლიოთეკის ბაზაში

Address

Kutaisi
4600

Telephone

599 95 57 22

Products

სასკოლო ბიბლიოთეკების ელექტრონული მომსახურების სერვისი

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BiblioCat ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to BiblioCat ge:

Share

Category