18/08/2026
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში (მერია, ააიპ, შპს) სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 30 პოზიციაზე გამოცხადდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.
სტაჟირების მსურველები განაცხადის გაკეთებას 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეძლებენ. შერჩეული კანდიდატები კი, ანაზღაურებად სტაჟირებას 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაივლიან.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში (მერია, ააიპ, შპს) სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოცხადდება:
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახური - 3 ვაკანსია;
მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - 3 ვაკანსია;
კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება - 1 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება - 2 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილება - 1 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის სერვისების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება - 2 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება - 2 ვაკანსია;
სოციალურ საკითხთა სამსახური - 2 ვაკანსია;
ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური - 2 ვაკანსია;
საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური - 3 ვაკანსია;
შპს „ქუთაისის N 4 შერეული პოლიკლინიკა“ -1 ვაკანსია;
შპს პარკინგსერვისი -1 ვაკანსია;
შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ -1 ვაკანსია;
ააიპ „ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“ -1 ვაკანსია;
ა(ა)იპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია -1 ვაკანსია;
ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია -1 ვაკანსია;
ა(ა)იპ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მედეა - 1 ვაკანსია.