ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, Government Organization, კოსტავას ქ. N41, Kutaisi.

🔹 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ამბროლაურის...
02/09/2026

🔹 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ამბროლაურის №2 საჯარო სკოლასთან დაკავშირებულ საკითხზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

🔹 შეხვედრაზე ამბროლაურის №2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებისა და სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

🔹 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამბროლაურის №2 საჯარო სკოლა სრული რეაბილიტაციის გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში სასწავლო პროცესს ამბროლაურის №1 საჯარო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში ახორციელებს.

🔹 სკოლის ძირითადი კორპუსის რეაბილიტაცია 2025 წლის ბოლოს დასრულდა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, შესაძლებელია, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლამ სასწავლო პროცესი საკუთარ შენობაში, პირველ ცვლაში განაახლოს.

🔹 ასევე იმსჯელეს სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობის საკითხზე, რომელიც 2025 წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მეორე კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამატებით პრიორიტეტად გადაეგზავნა.

🔹 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და შესაბამისი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. აღინიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიოს სკოლას ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაში.

🔹 შეხვედრას პარლამენტის წევრი, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დელეგატი გოჩა ენუქიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მერი ზაზა ქევანიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი თამარ იოსებაშვილი და ამბროლაურის №2 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ გოგობერიშვილი ესწრებოდნენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია გამოცხადდა. სტაჟირების მსურვ...
01/09/2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია გამოცხადდა.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (მერია, საკრებულო) ანაზღაურებადი სტაჟირება 10 პოზიციაზე გამოცხადდება.

მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 1 ვაკანსია
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100706?active=1

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური - 1 ვაკანსია
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100733?active=1

შესყიდვების სამსახური - 1 ვაკანსია
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100720?active=1

საფინანსო სამსახური - 1 ვაკანსია
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100715?active=1

არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახური - 1 ვაკანისია
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100739?active=1

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 1 ვაკანსია
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100746?active=1

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - 1 ვაკანსია
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100750?active=1

განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 1 ვაკანსია
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100754?active=1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სტაჟიორი-1 ვაკანსია
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101543?active=1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების სტაჟიორი-1 ვაკანსია
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102465?active=1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 2 სექტემბერს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, ამბროლაურში მოქალაქეებს ექიმ-ოფთალ...
01/09/2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 2 სექტემბერს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, ამბროლაურში მოქალაქეებს ექიმ-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია ჩაუტარდებათ.

აქციის ფარგლებში, რომელსაც თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი" მართავს, ექიმის კონსულტაციას მიიღებს ყველა პაციენტი, რომელსაც მხედველობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა აქვს.

კონსულტაცია ამბროლაურში წითელი ჯვრის ოფისში ჩატარდება, რომელიც ვანო კობახიძის ქ. N7-ში მდებარეობს (N1 საჯარო სკოლის გვერდით).

მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 6 სექტემბერს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ნოტარიუსის მომს...
31/08/2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 6 სექტემბერს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ნოტარიუსის მომსახურებით.

ნოტარიუსი იმუშავებს ქალაქ ამბროლაურში, კოსტავას ქუჩა №41-ში (ამბროლაურის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნოტარიუსს:
ნათია ტეფნაძე - 595 18 88 55

28/08/2026
27/08/2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასასწაული „ფუძეობა 2026“ აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდო.

დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც გალა კონცერტით დასრულდა და მაყურებლის წინაშე ჯგუფი ’’ურსა’’ წარსდგა.

ფუძეობა პირველად 1985 წელს ჩატარდა, ხოლო წელს მეექვსედ აღინიშნა, მისი მიზნია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

ღონისძიება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, აგრეთვე „შემოქმედებითი საქართველოს“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასასწაული „ფუძეობა 2026“ აღინიშნა.ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლ...
27/08/2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასასწაული „ფუძეობა 2026“ აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდო.

დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც გალა კონცერტით დასრულდა და მაყურებლის წინაშე ჯგუფი ’’ურსა’’ წარსდგა.

ფუძეობა პირველად 1985 წელს ჩატარდა, ხოლო წელს მეექვსედ აღინიშნა, მისი მიზნია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

ღონისძიება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, აგრეთვე „შემოქმედებითი საქართველოს“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

27/08/2026

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა ქევანიშვილთან, მერის მოადგილეებთან ასლან საგანელიძესთან და თამარ ქევანაშვილთან ერთად სახალხო დღესასასწაულ „ფუძეობა 2026“-ის სამზადისს გაეცნო.

დღეს, 15:00 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, აგრეთვე „შემოქმედებითი საქართველოს“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ გაიმართება.

დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც გალა კონცერტით დასრულდება და მაყურებლის წინაშე ჯგუფი ’’ურსა’’ წარსდგება.

ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ფესტივალის სლოგანია-„დაუბრუნდი შენს ფუძეს“.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა ქევანიშვილთან, ...
27/08/2026

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა ქევანიშვილთან, მერის მოადგილეებთან ასლან საგანელიძესთან და თამარ ქევანაშვილთან ერთად სახალხო დღესასასწაულ „ფუძეობა 2026“-ის სამზადისს გაეცნო.

დღეს, 15:00 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, აგრეთვე „შემოქმედებითი საქართველოს“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ გაიმართება.

დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც გალა კონცერტით დასრულდება და მაყურებლის წინაშე ჯგუფი ’’ურსა’’ წარსდგება.

ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ფესტივალის სლოგანია-„დაუბრუნდი შენს ფუძეს“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და სსიპ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომ...
25/08/2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და სსიპ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციურ ცენტრში ჰერალდიკის საგამოფენო სივრცის მოწყობა იგეგმება. სივრცეში განთავსდება საქართველოს ისტორიული და თანამედროვე სიმბოლოები, ასევე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისა და ისტორიული წყაროების ამსახველი მასალები.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დაათვალიერეს მრავალფუნქციურ ცენტრში ის სივრცეც, სადაც საგამოფენო სივრცის მოწყობა და მუდმივმოქმედი ექსპოზიციის განთავსებაა დაგეგმილი.

საგამოფენო სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალური სიმბოლიკის, ჰერალდიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ასევე საზოგადოებისთვის ამ მიმართულებით არსებული კულტურული და ისტორიული რესურსების გაცნობას.

ჰერალდიკის საგამოფენო სივრცის გახსნა 2027 წლის მაისშია დაგეგმილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის მოადგილე ლევან ჯმუხაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე და სსიპ სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა გონგაძე.

Address

კოსტავას ქ. N41
Kutaisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995598390312

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ამბროლაურის მუნიციპალიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ამბროლაურის მუნიციპალიტეტი:

Shortcuts

Share