ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსს ა...
01/09/2026

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსს აცხადებს:

სტაჟიორი ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100689?active=1
სტაჟიორი სოციალურ საკითხთა სამსახურში :
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100669?active=1
სტაჟიორი საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში :
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100650?active=1
სტაჟიორი კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100649?active=1.
სტაჟიორი მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში :
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100642?active=1
სტაჟიორი სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100631?active=1
სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილებაში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100670?active=1
სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილებაში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100655?active=1
სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100663?active=1
სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100660?active=1
სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის სერვისების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილებაში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100647?active=1

ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსი ცხადდება შემდეგ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში:
სტაჟიორი შპს „ქუთაისის №4 შერეული პოლიკლინიკის“ სამედიცინო ლაბორატორიაში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100829?active=1
სტაჟიორი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების განყოფილებაში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100686?active=1
სტაჟიორი იურიდიული მიმართულებით ა(ა)იპ "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციაში"
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100962?active=1
სტაჟიორი ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში”:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101281?active=1
სტაჟიორი შპს "პარკინგსერვისში":
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101773?active=1
სტაჟიორი ა(ა)იპ “ქალაქ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი-მედეა" :
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101875?active=1

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის ერთ მონაკვეთსა და წერეთლის ქუჩის დასაწყისში, დაზიანებული გზის საფარი ასფალტ-ბეტონის ახალი საფ...
31/08/2026

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის ერთ მონაკვეთსა და წერეთლის ქუჩის დასაწყისში, დაზიანებული გზის საფარი ასფალტ-ბეტონის ახალი საფარით შეიცვალა.

რუსთაველის გამზირის განახლებულ მონაკვეთზე ( ცენტრალური ბულვარისა და ქუთაისის მერიის მიმდებარედ), საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დატანა განხორციელდება უახლოეს დღეებში, ტექნოლოგიური სტანდარტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში.

გთხოვთ, სამუშაოების დასრულებამდე, გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვათ უსაფრთხოების წესები.

27/08/2026
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 213 500 ლარით გაიზარდა, შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილება დღეს ქალაქის საკრებულოს ...
26/08/2026

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 213 500 ლარით გაიზარდა, შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილება დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა, რომელსაც ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით 10 000 000 ლარი გამოეყო.

აღნიშნული თანხით განახლდება მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი. მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქალაქი ეტაპობრივად შეიძენს 14 მიკროავტობუსსა და 34 ავტობუსს.
დღეს გამართულ სხდომაზე, ასევე, მამია ორახელაშვილის ქუჩას შეეცვალა სახელი და მას ეროვნული გმირის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის ავთანდილ დეკანოიძის სახელი მიენიჭა.

2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას, მგზავრები ისარგებლებენ “საქართველოს ბანკ...
24/08/2026

2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას, მგზავრები ისარგებლებენ “საქართველოს ბანკის” ნებისმიერი ბარათით. ბარათების აღება შესაძლებელია “საქართველოს ბანკის “ ნებისმიერ ფილიალში.

შეღავათებით მოსარგებლე პირები, შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათით და ქუთაისის ახალი სამგზავრო ბარათით.

არსებული სამგზავრო ბარათებით მგზავრობის ღირებულების გადახდა 1-ლი სექტემბრიდან აღარ განხორციელდება.

ამავდროულად, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში ინერგება სრულიად ახალი სისტემები, როგორებიცაა:

გაჩერებების გამოცხადების სისტემა;
სვლაგეზებისა და გაჩერებების მონიტორზე ვიზუალიზაცია;
ვებგვერდისა და აპლიკაციის შექმნა, რომელთა მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ გადაადგილება და თვალი ადევნონ მათთვის სასურველი ტრანსპორტის მოძრაობას.

აღნიშნული სისტემები უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში და მათი სრულყოფილად გამართვის შემდეგ, მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ცვლილებები და დროულად მოემზადოთ ახალი სისტემით სარგებლობისთვის.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში (მერია, ააიპ, შპს) სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 30 პოზიციაზე გამოცხადდება.საქართველოს პრე...
17/08/2026

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში (მერია, ააიპ, შპს) სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 30 პოზიციაზე გამოცხადდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.

სტაჟირების მსურველები განაცხადის გაკეთებას 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეძლებენ. შერჩეული კანდიდატები კი, ანაზღაურებად სტაჟირებას 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაივლიან.

ქუთაისის მუნიციპალიტეტში (მერია, ააიპ, შპს) სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოცხადდება:

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახური - 3 ვაკანსია;
მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - 3 ვაკანსია;
კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება - 1 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება - 2 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილება - 1 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის სერვისების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება - 2 ვაკანსია;
ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება - 2 ვაკანსია;
სოციალურ საკითხთა სამსახური - 2 ვაკანსია;
ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური - 2 ვაკანსია;
საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური - 3 ვაკანსია;
შპს „ქუთაისის N 4 შერეული პოლიკლინიკა“ -1 ვაკანსია;
შპს პარკინგსერვისი -1 ვაკანსია;
შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ -1 ვაკანსია;
ააიპ „ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“ -1 ვაკანსია;
ა(ა)იპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია -1 ვაკანსია;
ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია -1 ვაკანსია;
ა(ა)იპ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მედეა - 1 ვაკანსია.

17/08/2026

იმერეთის მხარეში, საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, 140 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

#იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სტაჟიორთა შესარჩევიბ კონკურსი 2 პოზიციაზე გამოცხადდება: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატი - 1 (იურისტი), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური - 1 (საჯარო მმართველობა (ეკონომიკური მამართულება)

#ქუთაისი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში (მერია, ააიპ, შპს) სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 30 პოზიციაზე გამოცხადდება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახური - 3 ვაკანსია; მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - 3; კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება - 2; ადმინისტრაციული სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის სერვისების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება - 2; ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება - 2; სოციალურ საკითხთა სამსახური - 2; ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური - 2; საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური - 3. შპს „ქუთაისის N 4 შერეული პოლიკლინიკა“ -1; შპს პარკინგსერვისი -1; შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ -1; ააიპ „ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“ -1; ა(ა)იპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია -1; ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია -1; ა(ა)იპ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მედეა - 1;

#წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 12 ვაკანსიაზე, ხოლო საკრებულოში - 4-ზე გამოცხადება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2 ვაკანსია; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 2; ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება - 2; სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური - 2; ზედამხედველობის სამსახური - 2; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი - საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 1 ვაკანსია; იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილება - 1; ლოჯისტიკის განყოფილება - 1; საინფორმაციო-ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1.

#ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 4 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1 ვაკანსია; შიდა აუდიტის სამსახური - 1; ადმინისტრაციული სამსახური - 1; ასევე 1 ვაკანსია გამოცხადდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

#ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 7 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახური - 3 ვაკანსია; კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 1; სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახური - 2; ზედამხედველობის სამსახური - 1.

#ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 11 ვაკანსიაზე გამოცხადდება. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური - 2; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება - 2; ა(ა)იპ „ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი“ -1; შპს „ჭიათურის წყალი“ - 1; შპს „ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია“ -1; ასევე 1 ვაკანსია გამოცხადდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

#ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 14 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახური - 2 ვაკანსია; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური - 2; ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური - 2; კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2; ა(ა)იპ „ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება“ – 6; ასევე 2 ვაკანსია გამოცხადდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

#თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 1 ვაკანსია; მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამსახური - 1; ააიპ დასუფთავების და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის შესყიდვების სამსახური -1;

#ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 10 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახური - 2 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის სამსახური - 3; იურიდიული სამსახური - 2; შიდა აუდიტის სამსახური - 1; მუნიციპალური ინსპექცია - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1; ასევე 3 ვაკანსია გამოცხადდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილებაში.

#სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 21 ვაკანსიაზე გამოცხადდება: ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახური - 4 ვაკანსია; სოციალური სამსახური - 1; ⁠ეკონომიკის სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახური - 4; ⁠საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3; განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური - 2; აუდიტის სამსახური- 1; ზედამხედველობის სამსახური - 4; ასევე 1 ვაკანსია გამოცხადდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

#საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 8 ვაკანსიაზე გამოცხადდება: მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2 ვაკანსია; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილება - 1; ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური - 1; კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 1; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 1; სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური - 1.

#ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 6 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახური - 1 ვაკანსია; სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური - 1; ⁠ეკონომიკის სამსახური - 1; ⁠ადმინისტრაციული სამსახური - 1; ⁠საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1; განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური - 1.

#ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 8 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ზედამხედველობის სამსახური - 2 ვაკანსია; სივრცითი მოწყობისა ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური - 1; ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური - 1; ა(ა)იპ ვანის კომუნალური გაერთიანება - 1;

Address

რუსთაველის 3
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995595250309

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall:

Shortcuts

Share