„ევროპელი სოციალისტები“ პოლიტიკური ჯგუფი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • „ევროპელი სოციალისტები“ პოლიტიკური ჯგუფი

„ევროპელი სოციალისტები“ პოლიტიკური ჯგუფი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from „ევროპელი სოციალისტები“ პოლიტიკური ჯგუფი, Political organisation, kutaisi, Kutaisi.

28/08/2026
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან, სამეგრელო-ზემო სვანე...
28/08/2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერ გუბა საჯაიასთან და ჩემს კოლეგა ირაკლი ზარქუასთან ერთად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ამბულატორიის გახსნას დავესწარი.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასეთი სამედიცინო დაწესებულების გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ახალი ამბულატორია საჩინოს მოსახლეობას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ეს სწორედ ის ერთ-ერთი დაპირებაა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას მივეცით და რომლის შესრულებაც დღეს უკვე რეალობად იქცა.

დარწმუნებული ვარ, ახალი ამბულატორია თითოეული თაობის წარმომადგენელს საჭირო და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მათთვის.

წარმატებებს და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებ ამბულატორიის მედპერსონალს, ხოლო საჩინოს მოსახლეობას ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!

25/08/2026

ვულოცავ სტუდენტობას ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო!

განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს სადელეგატო მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ძალიან მიხარია თითოეული თქვენი წარმატება და მჯერა, წინ ბევრი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება გელით.

გისურვებთ საინტერესო, წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტურ წლებს! მჯერა, თქვენი ცოდნა, ენერგია და ნიჭი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას მოხმარდება!

24/08/2026

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები დავათვალიერეთ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გავმართე, სადაც მუნიციპალიტეტის მერთან, გუბაზ საჯაიასთან, სამეგრელო-ზემო სვა...
24/08/2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გავმართე, სადაც მუნიციპალიტეტის მერთან, გუბაზ საჯაიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ დავით ვერავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხები და დაგეგმილი პროექტები განვიხილეთ.

განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებსა და იმ საკითხებს დავუთმეთ, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრის შემდეგ ადგილზე მოვინახულეთ და დავათვალიერეთ სოფელ საჩინოში ხიდის მშენებლობის მიმდინარეობა, ასევე სოფელ ულურიაში ახალი გზის მშენებლობა და წალენჯიხაში ახალი რაგბის სტადიონის პროექტი.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატების აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა თითოეული სოფლის საჭიროებები სწორად იყოს გათვალისწინებული და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები დროულად გადაიჭრას.

ადგილზე არსებული პრობლემების ცოდნა, პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია სწორედ ის საფუძველია, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საჭირო პროექტების სწორად დაგეგმვასა და მათი შედეგის დროულად მიღებას უზრუნველყოფს.

წალენჯიხაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო და კულტურულ კინო...
22/08/2026

წალენჯიხაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო და კულტურულ კინოჩვენებას დავესწარი.

ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მოვლენის აღნიშვნა არ არის, ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ჩვენი ქვეყნის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული თვითმყოფადობა და ის ფასეულობები, რომლებიც თაობიდან თაობას უნდა გადავცეთ.

ღონისძიებაზე ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი ვიხილეთ: „ქრისტიანობა“, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლსა და საქართველოს ისტორიაში მის განსაკუთრებულ როლს ეძღვნება, და „ღამე, რომელსაც ტერენტი ერქვა“, გამოჩენილი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიცნონ საკუთარი ქვეყნის ისტორია, კულტურა და სულიერი მემკვიდრეობა.

სწორედ ისტორიული მეხსიერებისა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებაა ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა ავაშენოთ.

მადლობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გუბა საჯაიას, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს, რომლის კურთხევითაც ჩატარდა აღნიშნული კინო ჩვენება, ეპარქიის წარმომადგენლებს, ღონისძიების ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს ამ მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებისთვის.

Address

Kutaisi
Kutaisi
4600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when „ევროპელი სოციალისტები“ პოლიტიკური ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share