ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Lagodekhi
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, ლაგოდეხი ქიზიყის ქ 25, Lagodekhi.

დღეს,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.სხდომის დაწყებამდე საკრებულოს ბიუროს, ეკონომიკისა და  ...
04/09/2026

დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს ბიუროს, ეკონომიკისა და ქონების მართვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომისიების სხდომები გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხზე იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

28/08/2026
✅ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქუჩების სახელდების დროებითმა სამუშაო ჯგუფმა სოფელ ჭიაურსა და წითელგორში მოსახლეობა...
27/08/2026

✅ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქუჩების სახელდების დროებითმა სამუშაო ჯგუფმა სოფელ ჭიაურსა და წითელგორში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

✅შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსახლეობას ქუჩების სახელდების პროცედურა და მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები გააცნეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო საკუთარი მოსაზრებებისა და ინიციატივების წარდგენა.

✅ქუჩების სახელდების დროებითი სამუშაო ჯგუფი განიხილავს წარმოდგენილ ინიციატივებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდ...
20/08/2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა.

საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია საკრებულოს წევრმა შორენა ხაჩიაშვილმა ჩაანაცვლა.

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა მაკა მოდებაძემ დაიკავა, ხოლო საბჭოს მდივნის თანამდებობა- ნინო კუპრაშვილმა.

ცვლილებები შეეხო საბჭოს წევრთა შემადგენლობასაც. საბჭოს ახალი წევრი გახდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის , სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის განყოფილებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული სპეციალისტი ნათია ბზუკაშვილი, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე, მერიის ქალთა ოთახის ყოფილი მენეჯერი ეკა ზურაბაშვილი ჩაანაცვლა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა.დღის წესრიგის მიხედვით , დეპუტატებმა განიხილეს მუნიციპალიტეტი...
07/08/2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა.

დღის წესრიგის მიხედვით , დეპუტატებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის 2026 წლის 2კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, ასევე იმსჯელეს მერიის დებულებაში შესატან ცვლილებებზე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით  პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.შე...
06/08/2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, კომპანიის დირექტორის მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კომპანიის თანამშრომლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას წარედგინა წყალმომარაგების სისტემის განვითარების სამი შესაძლო ტექნიკური გადაწყვეტა, რომლებიც ითვალისწინებს წყლის რესურსის გაზრდას, ახალი წყალაღების შესაძლებლობების შექმნას, საფილტრი სადგურის მოწყობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხისა და ღია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თითოეული ალტერნატივის დეტალებს, დაესვათ კითხვები და წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე მეტი მხარდაჭერა იმ ტექნიკურ გადაწყვეტას გამოუცხადა, რომელიც N4 სანიტარული ზონის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ ახალი ჭაბურღილების მოწყობასა და წყალმომარაგების სისტემისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

✅ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შემუშავდა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი.✅ბიუროს სხდომამდე...
05/08/2026

✅ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შემუშავდა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი.

✅ბიუროს სხდომამდე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომისიებმა.

✅ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 7 აგვისტოს, 15:00 საათზე, სადაც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქუჩების სახელდების დროებითმა სამუშაო ჯგუფმა სოფელ ჭიაურში მოსახლეობასთან შეხვედრა გ...
24/07/2026

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქუჩების სახელდების დროებითმა სამუშაო ჯგუფმა სოფელ ჭიაურში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსახლეობას ქუჩების სახელდების პროცედურა და მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები გააცნეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო წარდგენა საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები.

მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების საფუძველზე, შეთავაზებულია:

მე-3 ქუჩას მიენიჭოს დავით აღმაშენებლის სახელი.

მე-4 ქუჩას თამარ მეფის სახელი.

მე-5 ქუჩას წმინდა გიორგის სახელი.

ქუჩების სახელდების დროებითი სამუშაო ჯგუფი განიხილავს წარმოდგენილ ინიციატივებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამის შემდეგ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

Address

ლაგოდეხი ქიზიყის ქ 25
Lagodekhi
2700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

0354223949

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share