ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Lentekhi
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, თამარ მეფის ქუჩა 24, Lentekhi.

7 სექტემბერს, 18:00 საათზე, ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის კულტურის ცენტრში, ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო „ია...
01/09/2026

7 სექტემბერს, 18:00 საათზე, ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის კულტურის ცენტრში, ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო „იალონი მთაში შემოდგომის ფერებით“ გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება, სადაც მსმენელის წინაშე ანსამბლი „იალონი“ წარდგება.

დასწრება თავისუფალია.

🔹რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 41 ვაკანსია ცხადდება. სტაჟ...
01/09/2026

🔹რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 41 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი (მერია, აიპი, საკრებულო) ანაზღაურებად სტაჟირებას 10 პოზიციაზე გამოაცხადებს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 1 ვაკანსია; https://vacancy.hr.gov.ge/JobPr…/UserOrgVaks/Details/101458…

იურიდიული სამსახური - 1
https://vacancy.hr.gov.ge/JobPr…/UserOrgVaks/Details/101536…

ეკონომიკური განვითარების სამსახური - 1; https://vacancy.hr.gov.ge/JobPr…/UserOrgVaks/Details/101526…

განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური - 1;
https://vacancy.hr.gov.ge/JobPr…/UserOrgVaks/Details/101554…

ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური - 1; https://vacancy.hr.gov.ge/JobPr…/UserOrgVaks/Details/101527…

საფინანსო საბიუჯეტო სამსახური - 1; https://vacancy.hr.gov.ge/JobPr…/UserOrgVaks/Details/101532…

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 1; https://vacancy.hr.gov.ge/JobPr…/UserOrgVaks/Details/101557…

ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრი „ლაილა“ – 2. https://vacancy.hr.gov.ge/JobPr…/UserOrgVaks/Details/101559…

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში- 1ვაკანსია.
https://vacancy.hr.gov.ge/JobPr…/UserOrgVaks/Details/101333

31/08/2026

🔵 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

🔵 29 აგვისტოს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო ხიდი წაიღო, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

🔵 სტიქიის ზონაში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მოწყობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

🔵 ამასთან, ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება

🔵 სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას

🔵 ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე ...
29/08/2026

🔵 ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა

🔵 ხიდზე ასევე დამონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები და შესრულდება ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური სამუშაოები

🔵 სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარმის დროებით ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა ხვალ, დღის მეორე ნახევარში იგეგმება

🔵 პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო. ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით სამუშაოების მიმდინარეობას ხელმძღვანელობენ

🔵 ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილი შემოვლითი გზით გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი

🔵 ახალი, კაპიტალური ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება

🔵 სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას

🔵 ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობი...
29/08/2026

🔵 ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება.
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები

🔵 ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი

🔴 სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შედეგად, საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

🔴 საყდრის ხიდთან პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა ხიდქვეშა კალაპოტის ფორმირებისა და დაღრმავების სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის შედეგად მდინარეში წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხიდის წაღება გამოიწვია

🔵ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას

🔹დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად ეცნობა.

ეთერ ლიპარტელიანი გრანდ-სლემის ჩემპიონია!ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში ეთერ ლიპარტელიანმა ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარ...
28/08/2026

ეთერ ლიპარტელიანი გრანდ-სლემის ჩემპიონია!

ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში ეთერ ლიპარტელიანმა ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა და კარიერაში გრანდ-სლემზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ეთერ ლიპარტელიანს გამარჯვებას და უსურვებს კიდევ არაერთ წარმატებას!

27/08/2026
პაპუნა მარგველიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ახალი მოადგილე ლევან ჯმუხაძე წარადგინარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწ...
25/08/2026

პაპუნა მარგველიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ახალი მოადგილე ლევან ჯმუხაძე წარადგინა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს სახელმწიფო რწმუნებულის ახალი მოადგილე ლევან ჯმუხაძე წარუდგინა.

პაპუნა მარგველიძემ ლევან ჯმუხაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება და მენეჯერული უნარები რეგიონში მიმდინარე პროცესების ეფექტიანად მართვასა და დასახული მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ლევან ჯმუხაძემ სახელმწიფო რწმუნებულსა და სახელისუფლებო გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს დაკისრებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებისთვის.

ლევან ჯმუხაძეს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია ცხადდება. სტაჟირების მსურველებს...
25/08/2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი (მერია, აიპი, საკრებულო) ანაზღაურებად სტაჟირებას 10 პოზიციაზე გამოაცხადებს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 1 ვაკანსია; იურიდიული სამსახური - 1; ეკონომიკური განვითარების სამსახური - 1; განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური - 1; ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური - 1; საფინანსო საბიუჯეტო სამსახური - 1; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 1; ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრი „ლაილა“ – 2.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში- 1ვაკანსია.

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.ლენტეხში მშობლებს  ექ...
24/08/2026

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ლენტეხში მშობლებს ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტში შემდეგ მისამართებზე:

#ლენტეხი-სსიპ ლევან ლიპარტელიანის სახელობის, დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა; მისამართი: დაბა ლენტეხი, თამარ მეფის ქუჩა N32; სამუშაო საათები: 11:00-19:00 (შესვენება 15:00-16:00);

პუნქტი ფუნქციონირებს 2026 წლის 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე.

სასკოლო ფორმების შეძენა, ასევე შესაძლებელი იქნება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზეც: formebi.emis.ge

Address

თამარ მეფის ქუჩა 24
Lentekhi
2900

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share