მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela

  • Home
  • Georgia
  • Machakhlispiri
  • მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela

მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela, Nature Preserve, დიდაჭარის N25, Machakhlispiri.

🐻 მურა დათვის პოპულაციის კვლევა SMART Survey-ის გამოყენებით.🔷️ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოსა და მაჭახელას ერ...
10/08/2026

🐻 მურა დათვის პოპულაციის კვლევა SMART Survey-ის გამოყენებით.

🔷️ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოსა და მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე — „მურა დათვის პოპულაციის კვლევა SMART Survey-ის გამოყენებით“.
▶️ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მურა დათვის კვალისა და სხვა დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობისა და იდენტიფიცირების, დათვის გადაადგილებისა და ჰაბიტატში ცხოვრების თავისებურებების, ასევე პოპულაციის კვლევისა და მონიტორინგის მეთოდების შესახებ.
▶️განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო SMART Survey-ის გამოყენებით მონაცემების აღრიცხვასა და მონიტორინგს. აღნიშნული მეთოდოლოგია მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე წელს პირველად, სატესტო რეჟიმში განხორციელდება და მიზნად მურა დათვის პოპულაციის შესახებ მონაცემების სისტემატურ შეგროვებასა და შეფასებას ისახავს.
🤝 ტრენინგი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

#მაჭახელასდაცულილანდშაფტი #მაჭახელასეროვნულიპარკი #მურადათვი #დათვი #მონიტორინგი #ბიომრავალფეროვნება #ველურიბუნება

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტისა და საოპერაციო გეგმების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა.ა(ა)იპ „მაჭახელას და...
07/08/2026

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტისა და საოპერაციო გეგმების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა.

ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ ორგანიზებით, საჯაროდ განიხილეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის 2027–2035 წლების მენეჯმენტის გეგმისა და 2027–2029 წლების სამწლიანი საოპერაციო გეგმის პროექტები.

განხილვას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე, მერიის, საკრებულოს, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მენეჯმენტისა და საოპერაციო გეგმების ძირითადი მიმართულებები, მიზნები, ამოცანები და დაგეგმილი ღონისძიებები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დოკუმენტების შინაარსს, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია წარმოდგენილ გეგმებთან დაკავშირებით.

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო მადლობას უხდის საჯარო განხილვაში მონაწილე ყველა პირს აქტიური ჩართულობისთვის. მენეჯმენტისა და საოპერაციო გეგმები წარმოადგენს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის განვითარების, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტერიტორიის ეფექტიანი მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს.

🌿 31 ივლისი — რეინჯერთა მსოფლიო დღეა!  დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებიც პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ...
31/07/2026

🌿 31 ივლისი — რეინჯერთა მსოფლიო დღეა!

დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებიც პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით იცავენ ჩვენს ბუნებრივ მემკვიდრეობას, ბიომრავალფეროვნებასა და დაცული ტერიტორიების უნიკალურ გარემოს.

რეინჯერის საქმიანობა ბუნების დაცვის უმნიშვნელოვანესი მისიაა, რომელიც ყოველდღიურ ძალისხმევას, ერთგულებასა და მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

მაჭახელას დაცული ლანდშაფტი ულოცავს ყველა რეინჯერს პროფესიულ დღეს, მადლობას უხდის მათი თავდადებული სამსახურისთვის და უსურვებს ჯანმრთელობას, უსაფრთხო საქმიანობასა და პროფესიულ წარმატებას ბუნების დაცვის ამ საპასუხისმგებლო საქმეში.

🎊გილოცავთ რეინჯერთა მსოფლიო დღეს! 🌿
#მსოფლიორეინჯერთადღე
#რეინჯერები
#ბუნებისდამცველები
#დავიცვათბუნება
#მაჭახელასდაცულილანდშაფტი
#ბუნებისმეგობრები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძესთან ერთად, მაჭახელას დაცული ლანდშაფტი...
28/07/2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძესთან ერთად, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმა, დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტები, დაგეგმილი ღონისძიებები და სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ლანდშაფტის ეფექტიან მართვას, ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.

შეხვედრაზე ასევე, იმსჯელეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის განაშენიანების გეგმაზე, მის მიზნებსა და მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ტერიტორიის გეგმაზომიერ განვითარებას, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული ღირებულებების დაცვას, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით სივრცითი განვითარების ეფექტიან დაგეგმვას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი მაჭახელას ხეობაში იმყოფებოდა, და ადგილზე დაათვალიერა მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული მნიშვნელოვანი ტერიტორიები და გაეცნო დაცული ლანდშაფტის უნიკალურ ბუნებრივ კულტურულ ღირებულებებს.

#ხელვაჩაურისმუნიციპალიტეტისმერია
#მაჭახელასდაცულილანდშაფტი #მაჭახელა #ხელვაჩაური #დაცულიტერიტორიები #ეკოტურიზმი #ბუნებრივიმემკვიდრეობა #კულტურულიმემკვიდრეობა

13/07/2026

#მაჭახელასდაცულილანდშაფტი #ყალივაკისციხე #მაჭახელი #ქვედაჩხუტუნეთი #აჭარა #ისტორიულიმემკვიდრეობა #კულტურულიმემკვიდრეობა #აღმოაჩინემაჭახელი #იმოგზაურესაქართველოში

07/07/2026

📢განცხადება
ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო“-ს მენეჯმენტის გეგმისა და თანმდევი დოკუმენტების პროექტების საჯარო განხილვის თაობაზე

ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აცხადებს საჯარო განხილვას შემდეგი დოკუმენტების პროექტებზე:

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის 2027–2035 წლების გეგმის პროექტი;
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამწლიანი საოპერაციო გეგმა (2027–2029 წლები).
საჯარო განხილვის ჩატარების დრო და ადგილი:
თარიღი: 2026 წლის 7 აგვისტო.
დრო: 12:00 სთ.
ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. აჭარისაღმართი, მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეულის შენობის სააქტო დარბაზი.

დოკუმენტაციის გაცნობის ადგილი და ხელმისაწვდომობა:
განსახილველი დოკუმენტების პროექტების გაცნობა შესაძლებელია ელექტრონულად ხელაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდებზე: khelvachauri.gov.ge; https://www.mpl.ge/ ასევე ფიზიკურ მისამართზე: (ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N 23. ადმინისტრაციული შენობა).

მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა:
დაინტერესებულ საზოგადოებას უფლება აქვს დოკუმენტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოს განცხადების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში:
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: [email protected]

მატერიალური სახით მისამართზე: ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N 23.
საკონტაქტო ინფორმაცია დამატებითი კითხვებისთვის – ტელეფონი: 598 094 305.

საჯარო განხილვის სესიაზე დასწრება, კითხვების დასმა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს, ადგილობრივი თემის წარმომადგენელსა და ორგანიზაციას.

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საოპერაციო გეგმა (2027-2029): https://drive.google.com/file/d/1x75DiTA9UDE14xqUpC33SjF-B1xI-QCs/view?usp=sharing

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმა: https://drive.google.com/file/d/15Sgt472fKnIvJNVIdqf6dkg3Oohb07iM/view?usp=sharing

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვისა და განვითარების საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საკოორდინაციო შეხვედ...
01/07/2026

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვისა და განვითარების საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო თემა: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“.

შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა დაცული ლანდშაფტების მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე საკითხებისა და გამოწვევების განხილვა, ასევე სხვადასხვა უწყებასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს დაცული ლანდშაფტების მართვის პოლიტიკაზე, სამართლებრივ საკითხებზე, მოქმედ მართვის მოდელებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული გამოწვევების შეფასებას, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლები და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.

შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა გასვლითი ვიზიტი მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ დაცული ლანდშაფტის მართვის პრაქტიკას, განხორციელებულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის მიმართულებით ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბებას.

Address

დიდაჭარის N25
Machakhlispiri

Telephone

+995598094305

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მაჭახელას დაცული ლანდშაფტი/Protected landscape of Machakhela:

Shortcuts

Share