04/08/2026
Ge/Az
მარნეულში მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ილია ჯალაღანიასთან ერთად დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები გააცნო. პრეზენტაცია კითხვა -პასუხის ფორმატში წარიმართა.
,,- მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომლის ინიციატივით შემუშავდა მუნიციპალური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტი. მადლობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დაურ ისმალოვს ასეთი საინტერესო პრეზენტაციისთვის, მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ყველა იმ საჯარო მოხელეს ვინც ამ დოკუმენტზე იმუშავა.
ჩვენი მიზანია არც ერთი მოქალაქის საჭიროება არ დარჩეს ყურადღების მიღმა და დეტალურად იყოს ასახული ყველა ის საკითხი, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი გუნდის ხელშეწყობით, დიდ პასუხისმგებლობით თქვენთან ერთად ჩემო ძვირფასო მარნეულელებო ვიზრუნოთ ჩვენი მშობლიური მუნიციპალიტეტის წინსვლასა და კეთილდღეობაზე-“ განაცხადა ამირან გიორგაძემ, პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
სტრატეგიული დოკუმენტი მერთან ერთად საზოგადოებას წარუდგინეს მერის პირველმა მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ, მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა იოანე ლაშხმა და ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტმა თამუნა კიპაროიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: რიჩარდ გიგანი, ვასილ ხახულაშვილი, საკრებულოს წევრები, მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.
აღნიშნული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ:
https://marneuli.gov.ge/
-----------------------------
Marneuli Munisipalitetinin uzunmüddətli inkişaf strategiyası layihəsinin ictimai müzakirəsi keçirilib, müzakirədə Sakrebulonun sədri Amiran Qiorqadze, Gürcüstan Parlamentinin üzvü Zaur Darğallı və Kvemo Kartli üzrə dövlət nümayəndəsi İlia Calağaniya ilə birlikdə iştirak edib.
Munisipalitetin meri Daur İsmayılov iştirakçılara bələdiyyənin inkişaf baxışı və həyata keçirilməsi nəzərdə tutulan layihələri təqdim edib. Təqdimat sual-cavab formatında keçirilib.
“- Gürcüstanın Baş naziri cənab İrakli Kobaxidzeyə dərin təşəkkürümü bildirirəm. Məhz onun təşəbbüsü ilə bələdiyyələrin uzunmüddətli inkişaf strategiyası sənədi hazırlanıb. Marneuli Munisipalitetinin meri cənab Daur İsmayılova maraqlı təqdimatına görə təşəkkür edirəm. Həmçinin komandamızın hər bir üzvünə və bu sənədin hazırlanmasında əməyi keçən bütün dövlət qulluqçularına səmimi minnətdarlığımı bildirirəm.
Bizim məqsədimiz odur ki, heç bir vətəndaşın ehtiyacı diqqətdən kənarda qalmasın və sakinlərimizi narahat edən bütün məsələlər bu sənəddə ətraflı şəkildə əks olunsun. Məhz buna görə də biz komandamızın dəstəyi ilə, böyük məsuliyyətlə, sizinlə birlikdə, əziz Marneulililər, doğma bələdiyyəmizin inkişafı və rifahı naminə çalışmağa borcluyuq ” – deyə Amiran Qiorqadze layihənin təqdimatı zamanı çıxışında bildirib.
Strateji sənəd merlə birlikdə ictimaiyyətə merin birinci müavini Qiorqi Qodabrelidze, Meriyanın Sosial Xidmət şöbəsinin rəisi İoane Laşxi və İnzibati Xidmətin mütəxəssisi Tamuna Kiparoidze tərəfindən təqdim olunub.
Görüşdə həmçinin Kvemo Kartli bölgəsi üzrə dövlət nümayəndəsinin birinci müavini İoseb Alibegaşvili, dövlət nümayəndəsinin müavini Avtandil Çrikişvili, sədr müavinləri: Riçard Qiqani, Vasil Xaxulaşvili, Sakrebulonun üzvləri, əhali, yerli sakinlər, yerli özünüidarəetmə və media nümayəndələri iştirak ediblər.
Qeyd olunan sənədə burada baxa bilərsiniz:
https://marneuli.gov.ge/