29/11/2025
დღეს ბალდის კანიონზე მორიგ უკანონობას ჰქონდა ადგილი!
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს, 29 ნოემბერს კომპანია "კანიონი 350"-ს გასდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბალდის კანიონის ინფრასტრუქტურის მოწყობის უზრუნველყოფის ვადა. თუმცაღა, კანიონის ტერიტორიაზე კომპანიას მშენებლობის უფლება მომავალი წლის გაზაფხულამდე აქვს.
ამავე დროს, ბალდის კანიონის ტერიტორია ისევ იჯარითაა გაცემული და ყველანაირი მოთხოვნა, კომპანიის დაცვის წევრების კანიონის ტერიტორიაზე არ შეშვებასთან დაკავშირებით, უკანონოა. მნიშვვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის , ქ .მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციაში!
ასევე გვინდა, განვაცხადოთ, რომ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას რაიონში უამრავი მომხრე ჰყავს, რომელთა მიმართაც მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან არაერთგზის განხორციელებულა პროვოკაციული ქმედებები. ისინი კანონდარღვევით, ყველა ხერხს მიმართავდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. რის გამოც ზიანდებოდა როგორც კომპანიის, ამავე დროს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები.
შესაბამისად, რეგიონში კონფლიქტური სიტუაციის გამწვავების თავიდან არიდების მიზნით, ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დაცვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით, კომპანია "კანიონი 350"-მა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, კანიონის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დროებით შეაჩერა!
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაითვალისწინოს ქ. სენაკის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა პროტესტის მონაწილეთა სარჩელი იჯარის გაუქმებასთან დაკავშირებით და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება!
დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall Of Martvili Municipality
გიორგი ნაჭყებია / Giorgi Natchkebia