03/09/2026
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების შესყიდვას ითვალისწინებდა, დასრულდა.
პირველ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 134 975 ლარია.
შეძენილი სამშენებლო მასალები იმ ოჯახებს მოხმარდება, რომლებსაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ესაჭიროებათ.
პროგრამის ფარგლებში მეორე ეტაპიც განხორციელდება, რაც კიდევ უფრო მეტ ოჯახს მისცემს შესაძლებლობას, გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები.