საქპატენტი • Sakpatenti

საქპატენტი • Sakpatenti Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქპატენტი • Sakpatenti, Government Organization, ანტიოქიის ქ. #5, Mtskheta.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი არეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს და ხელს უწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებასა და სრულყოფას.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებია:
• გამოგონება, სასარგებლო მოდელი
• სასაქონლო ნიშანი
• დიზაინი
• გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარ

მოშობის დასახელებები
• მცენარეებისა და ცხოველების ახალი ჯიშები
• საავტორო უფლებები

საქპატენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინტელექტუალური საკუთრების გლობალურ სისტემაში ქვეყნის სრულფასოვანი ჩართვა და ინტეგრირებაა, ამასთან, მნიშვნელოვანი ძალისხმევაა მიმართული, რათა მომხმარებლებს, საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით, მიეწოდოს ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება.
უნიკალური ბიბლიოთეკისა და ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის საშუალებით საქპატენტი მუდმივად ახორციელებს ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.

საქპატენტისა და ELSA-ს საზაფხულო სკოლამ საქართველოში ათეულობით უცხოელ სტუდენტს უმასპინძლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანევ...
24/07/2026

საქპატენტისა და ELSA-ს საზაფხულო სკოლამ საქართველოში ათეულობით უცხოელ სტუდენტს უმასპინძლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან

ევროკავშირის წევრი 9 სახელმწიფოს, ასევე დიდი ბრიტანეთის, მონტენეგროს, სერბეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში ინტენსიური აკადემიური პროგრამა გაიარეს.

ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2016 წლიდან ყოველწლიურად იმართება ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასა (ELSA) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის არსებობის 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში მასში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების 200-ზე მეტმა სტუდენტმა.

საზაფხულო სამართლის სკოლის მიზანია მომავალი იურისტებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების გაცნობა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ასევე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო პროფესიული კავშირების განვითარების ხელშეწყობა.

5-დღიანი აკადემიური პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის: გამოგონებები და საპატენტო სისტემა, სასაქონლო ნიშნები, სამრეწველო დიზაინი, გეოგრაფიული აღნიშვნები, ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებები.

პროგრამის დასასრულს მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. მან სტუდენტებს საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში ინტელექტუალური საკუთრება ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები არა მხოლოდ ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლების, არამედ ამ სფეროსადმი ინტერესის გაძლიერებისა და წარმატებული, მოტივირებული სტუდენტების პროფესიული განვითარების თვალსაზრისით.

საქპატენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, ერთიანი მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება, რაც ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების გლობალური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

სოსო გიორგაძემ იმედი გამოთქვა, რომ საზაფხულო სკოლის მონაწილეები დაინტერესდებიან საქპატენტის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამით – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“.

აღსანიშნავია, რომ სწავლება მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში – პრაქტიკული სავარჯიშოებისა და როლური თამაშების გამოყენებით. სწავლებას უძღვებოდნენ საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის WIPO-ის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონას „თბილისი“, სადაც გაეცნენ საბაჟო პროცედურებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის პრაქტიკულ მექანიზმებსა და კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს.

სტუდენტები ასევე ეწვივნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სადაც მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის მექანიზმების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციებისა და საპატენტო სისტემის ურთიერთკავშირის მნიშვნელობას.
საზაფხულო სკოლის დახურვის ღონისძიება საქპატენტის მცხეთის ოფისში გაიმართა, სადაც საქპატენტის თავმჯდომარემ მონაწილეებს საზაფხულო სკოლის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

17/07/2026

🇬🇪საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ანსამბლი “ბასიანი” და ქართული ისტორიული მემკვიდრეობის ექსპოზიცია ჟენევაში

საქპატენტში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართასაქპატენტის სათავო ოფ...
15/07/2026

საქპატენტში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქპატენტის სათავო ოფისში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ასევე ქ. თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები – ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

საქპატენტის თავმჯდომარე ბანაკის მონაწილეებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკურ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ეფექტიანი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მრეწველობის ახალი დარგებისა და სამუშაო ადგილების შექმნას. ღონისძიების დასასრულს მოზარდებს ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

5-დღიანი საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ 10-14 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში გაიმართა. პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება საქპატენტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში და მიზნად ისახავს, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების გზით, ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების სფეროში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. ბანაკში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული 15-18 წლის ასაკის 29 მოზარდი მონაწილეობდა.

ბანაკის კონცეპტუალური ჩარჩო სპეციალურად შემუშავდა საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მიერ. სასწავლო სესიებს უძღვებოდნენ საქპატენტის წარმომადგენლები – გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი და სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.

ბანაკის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნენ გამოგონებების, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების, დიზაინისა და ახალი ჯიშების, ასევე, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ნაწარმოებების დაცვის შესახებ ინფორმაციას. სასწავლო სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინოვაციებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნაწარმოებების დაცვაზე.

სოსო გიორგაძე WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს შეხვდაქ. ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ...
14/07/2026

სოსო გიორგაძე WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს შეხვდა

ქ. ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შეხვდა WIPO-ს აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ შენს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და WIPO-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი პროექტები, მათ შორის, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაცია და მეწარმეობა“, რომელიც WIPO-ს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე 2025 წლის შემოდგომიდან დაინერგა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო შეთავაზებას რეგიონში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქპატენტის სასწავლო ცენტრისა და WIPO-ს აკადემიის აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც საქპატენტის სასწავლო ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას. მათ შორისაა გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო კურსი, ინტელექტუალური საკუთრების საზაფხულო სკოლა, ონლაინ კურსი DL101GE და სხვა თემატური ტრენინგები, რომელთა რაოდენობა წელიწადში 30-40-ს აღწევს და ასეულობით მონაწილეს აერთიანებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქპატენტისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას სწორედ სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება წარმოადგენს. ამ კონტექსტში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას, სადაც საქპატენტის ახალი სასწავლო ცენტრიც განთავსდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად მიმართულებას გააერთიანებს და აღიჭურვება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით.

საქპატენტის სასწავლო ცენტრი 2015 წელს დაფუძნდა საქართველოს მთავრობასა და WIPO-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. ცენტრმა, WIPO-ს აკადემიისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბა ინტელექტუალური საკუთრების განათლების მრავალდონიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საბაზისო, ისე სპეციალიზებული ცოდნის გაზიარებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. WIPO-ს აკადემიასთან თანამშრომლობით ახლო მომავალში იგეგმება ისეთი თანამედროვე და აქტუალური საკითხების სასწავლო კურსებში ინტეგრირება, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი და ენეფტი (NFT), ინტელექტუალური საკუთრება სოციალურ მედიაში, საავტორო უფლებები მედიისა და მუსიკალური ინდუსტრიისთვის, სოფლის მეურნეობაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და უფლებების აღსრულება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი ირინე ხულუზაური და საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანუკი ობოლაძე.

აღსანიშნავია, რომ აკადემიის დირექტორი, ასევე დაესწრო წლევანდელი ასამბლეის ფარგლებში მთავარ კულტურული ღონისძიებას, რომელიც სწორედ საქპატენტის ორგანიზებით გაიმართა და საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, დელეგატები მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერები.

WIPO-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს, ასევე ევროპის საპატენტო უწყების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს.

10/07/2026

🇬🇪საქპატენტმა ქართული ისტორია და კულტურა საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა

👉იხილეთ მარიკა ბაკურაძის ვრცელი სიუჟეტი ჟენევიდან
#საქპატენტი #იმედისდღე #მარიკაბაკურაძე #ჟენევა #საქართველოსდღეები

10/07/2026

📌საქპატენტმა ჟენევაში მასშტაბური ღონისძიება გამართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა წარუდგინა

🎥ტელეკომპანია "პოსტივის" სიუჟეტი

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდაინტელექტუალური...
10/07/2026

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 68-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე შეხვდნენ WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს.

შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ დარენ ტანგს გადასცა „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულებასთან შეერთების სიგელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის 26 ივნისს ერთხმად დაამტკიცა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რითაც დიზაინის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების მოთხოვნებთან, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დიზაინის რეგისტრაციასა და რიადის ხელშეკრულებას მიეძღვნა 2026 წელს თბილისში გამართული WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივი რეგიონული კონფერენცია, რომელშიც ევროპის 14 სახელმწიფოს წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივებს, რომელთა შორის გამორჩეულია საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაცია და მეწარმეობა“, რომელიც WIPO-ს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე, 2025 წლის შემოდგომიდან დაინერგა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო შეთავაზებას რეგიონში.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობა მიმდინარეობს, რომელშიც განთავსდება ასევე თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი საქპატენტის სასწავლო ცენტრიც. პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა მიმართულების სწავლებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი ირინე ხულუზაური და საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანუკი ობოლაძე.

WIPO-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა ევროპის საპატენტო უწყების ხელმძღვანელს ანტონიო კამპინოსს, დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები WIPO-ს აკადემიის დირექტორთან ჰონგბინგ შენსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან. მაღალი დონის შეხვედრების პარალელურად, წლევანდელი ასამბლეის ფარგლებში, მთავარი კულტურული ღონისძიება სწორედ საქპატენტის ორგანიზებით გაიმართა და საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ასევე ასეულობით დელეგატი მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კულტურისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერები მთელი მსოფლიოდან.

საქპატენტმა ჟენევაში მასშტაბური ღონისძიება გამართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიუ...
09/07/2026

საქპატენტმა ჟენევაში მასშტაბური ღონისძიება გამართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა წარუდგინა

ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საქპატენტმა მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა.

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა. მან საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე. ბოლოს კი მადლობა გადაუხადა WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის.

სიტყვით გამოსვლისას, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქართველო საუკუნეების მანძილზე იყო და კვლავ რჩება მსოფლიო ცივილიზაციების გზაჯვარედინად. შესაბამისად, ქართული კულტურა არასოდეს ყოფილა იზოლირებული, მაგრამ, ამავდროულად ყოველთვის იყო უნიკალური და თვითმყოფადი.

საქპატენტთან მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა, რომელმაც თავის მიმართვაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართველი ხალხის მდიდარ ინტელექტუალურ შემოქმედებასა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე.

ღონისძებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი რევაზ ლომინაძე, ასევე ასეულობით დელეგატი მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კულტურისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერები მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ექსპოზიციები ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის, საქართველოს ქრისტიანობის 1700-წლოვანი უწყვეტი ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურისა და 8000-წლოვანი ღვინის კულტურის შესახებ, ასევე კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებული ქართული ტრადიციული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები. გამოფენის პარალელურად გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი, სადაც ანსამბლმა „ბასიანმა“ სტუმრებს შესთავაზა ქართული ფოლკლორის შედევრები – „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „ხასანბეგურა“ და „ოდოია“. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ კი მაყურებლის წინაშე წარდგა ქორეოგრაფიული დადგმებით – „ცდო“, „ილოური“, „ხევსურული“ და „ჯუთა“. საღამოს დასკვნით ნაწილში, ოფიციალურ მიღებაზე ქართული მხარე სტუმრებს ტრადიციული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

ღონისძიება თავისი მნიშვნელობით არა მხოლოდ ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ წარმოადგენს ეფექტიან პლატფორმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებისათვის, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის.

WIPO-ს სათავო ოფისში ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწყობილი ქართული საგამოფენო სივრცის დათვალიერება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი.

08/07/2026

🇬🇪საქპატენტის ორგანიზებით ჟენევაში “საქართველოს დღეები” იმართება

🎥მარიკა ბაკურაძის პირდაპირი ჩართვა “იმედის დღის” ეთერში

საქპატენტმა და ევროპის საპატენტო უწყებამ ჟენევაში ერთობლივი მიღება გამართესჟენევაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრები...
08/07/2026

საქპატენტმა და ევროპის საპატენტო უწყებამ ჟენევაში ერთობლივი მიღება გამართეს

ჟენევაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა” და ევროპის საპატენტო უწყებამ (EPO) ოფიციალური მიღება გამართეს, რომელსაც დაესწრნენ ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში 2024 წლის 15 იანვრიდან შევიდა. 2025 წლის დეკემბერში საქართველომ ოფიციალურად გამოხატა ინტერესი ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ, რასაც მიმდინარე წელს მოჰყვა საქართველოში ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის ოფიციალური ვიზიტი. ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, ევროპული საპატენტო სისტემის განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციის მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციაში გამართული ერთობლივი ღონისძიება.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა და საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. ანტონიო კამპინოსმა ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის განვითარების პროცესში ვალიდაციის შეთანხმების მნიშვნელობაზე. სოსო გიორგაძემ კი ისაუბრა საქართველოსა და ევროპის საპატენტო სისტემას შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, მიღწევებსა და სამომავლო ხედვებზე.

სტუმრებისათვის განსაკუთრებით ემოციური გამოდგა ღონისძიების კულტურული ნაწილი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული მუსიკალური პროგრამა ანსამბლის „ბასიანი“ შესრულებით. აუდიტორიას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა უნიკალურ ქართულ მრავალხმიან სიმღერებს -ჩაკრულოსა და მრავალჟამიერს.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და ღონისძიება, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც 8 ივლისს საქპატენტის ორგანიზებით გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, ასევე დელეგატები მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერები.

Address

ანტიოქიის ქ. #5
Mtskheta
3300

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Telephone

+995322252533

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქპატენტი • Sakpatenti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქპატენტი • Sakpatenti:

Shortcuts

Share