მცხეთა-მთიანეთი • ძლიერი საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Mzcheta
  • მცხეთა-მთიანეთი • ძლიერი საქართველო

მცხეთა-მთიანეთი • ძლიერი საქართველო ძლიერი საქართველოს მცხეთა-მთიანეთის ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

ვაჟა სეთურიძე: “მოხევეებს  გვაინტერესებს რა ბედი ელის სნოს საჯარო სკოლას?” სოფელ სნოს სკოლის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთა...
25/08/2026

ვაჟა სეთურიძე: “მოხევეებს გვაინტერესებს რა ბედი ელის სნოს საჯარო სკოლას?”

სოფელ სნოს სკოლის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით “ძლიერი საქართველო-ლელოს” ყაზბეგის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვაჟა სეთურიძე აცხადებს:
“ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში 120 წლის ისტორიული სკოლა, რომელშიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სწავლობდა, ამჟამად მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და სახელმწიფომ რამდენჯერმე სრულიად განსხვავებული გეგმები გაგვაცნო ამ ისტორიულ შენობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, შენობის აღდგენაზე იყო საუბარი, რომლის ბაზაზეც ახალი საგანმანათლებლო სივრცე უნდა მოწყობილიყო, სულ ახლახანს კი ინფასტრუქტურის სამინისტრომ გვაცნობა, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ არსებული ნაგებობა უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მისი შემდგომი ექსპლოატაცია და შენარჩუნება ტექნიკურად შეუძლებელია. ამიტომ, ამ ისტორიული სკოლის ადგილას თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდება, სადაც “ მაქსიმალურად იქნება გამოყენებული არსებული შენობის მასალა, რათა შენარჩუნდეს სკოლის ისტორიული იერ-სახე, ავთენტურობა და საუკუნოვანი ტრადიციები.
მოხევეებს, და კიდევ უფრო მტად სნოელებს, აინტერესებთ, თავდაპირველი განცხადებები სკოლის აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ისე გაკეთდა, რომ სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზა არ ჩატარებულა? პროექტიც ისე შეიქმნა და 2 მილიონზე მეტი თანხაც ისე გამოიყო, რომ არ იყო ცნობილი, შენობის აღდგენა შესაძლებელი იყო თუ არა, თანხის ნაწილიც ისე ჩაერიცხა კონტრაქტორს, რომ არ იცოდა სკოლის აღდგენა შესაძლებელი იყო თუ არა?”

ვაჟა სეთურიძე საუბრობს იმ სამუშაოებზე, რომელიც სნოელთა აზრით ამ შენობის შემდგომი მემორიალიზაციისთვის უნდა გაკეთდეს:
“საჭიროა შენობის არსებული მდგომარეობის ფიზიკური გამაგრება და მისი დაშლის შეჩერება, ანუ კონსერვაცია-რესტავრაცია.
რაც შეეხება მის შემდგომ ფუნქციას და დანიშნულებას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ისტორიული შენობის მემორიალიზაციისთვის: უნდა მოხდეს ადაპტაცია ისტორიული ფუნქციის შენარჩუნებით ან ახალი ფუნქციის მინიჭება. შეუძლებელია ამ სკოლის დანგრევა და ასე დაკარგვა. პროექტი საერთო-სახალხო განხილვის საგნად უნდა იქცეს. ეჭვი გვაქვს, რომ მისი ავთენტური სახის შენარჩუნება დანგრევის და ახლის აშენების შემდეგ შეუძლებელი იქნება. ახალი სკოლა იქვე შეიძლება აშენდეს, ხოლო ეს შენობა შესაძლოა მუზეუმის ფუნქციით შენარჩუნდეს” - აცხადებს ვაჟა სეთურიძე.

ლია როინიშვილი დუშეთის მერიას სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტებში გარემოს შეფასების საკითხზე მეტი აქცენტის გაკეთებას სთხო...
10/08/2026

ლია როინიშვილი დუშეთის მერიას სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტებში გარემოს შეფასების საკითხზე მეტი აქცენტის გაკეთებას სთხოვს

დუშეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების და ქალაქგანვითარების დოკუმენტების განხილვისას საკრებულოს წევრმა “ძლიერი საქართველო-ლელოდან” ლია როინიშვილმა დოკუმენტებში გარემოს შეფასების და სტიქიური მოვლენების პრევენციის საკითხებში დოკუმენტების ავტორებს მეტი სიმკვეთრის, მეტი ინფორმატიულობის და არსებული ვითარების შეფასებისას მეტი პროფესიონალიზმისკენ მოუწოდა.

“ სივრცული დაგეგმვისას, განვითარების გეგმის შემუშავებისას გარემოს შეფასების საკითხები უპირატესია აქ, ამ ქალაქშიც. გარემოს შეფასებას (კერძოდ, სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას — სგშ) გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის უზრუნველყოფს ეკოლოგიური რისკების წინასწარ გამოვლენას, ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას და ქალაქებისა თუ რეგიონების მდგრად, უსაფრთხო განვითარებას. ამიტომ დავსვი და ველოდები პასუხებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების და ქალაქგანვითარების დოკუმენტის გეგმის ნაწილშიც, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია. ჩვენც დავთმეთ ორი ადამიანის სიცოცხლე ჩვენი უპასუხისმგებლობის და ამ საკითხის არასათანადოდ გააზრების საპირწონედ”- განაცხადა ლია როინიშვილმა.

26/05/2026
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ დუშეთის საკრებულოს დეპუტატი ლია როინიშვილი საკრებულოს მიმართავს რათა დუშეთისხევის კალაპოტის ...
24/03/2026

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ დუშეთის საკრებულოს დეპუტატი ლია როინიშვილი საკრებულოს მიმართავს რათა დუშეთისხევის კალაპოტის მონიტორინგისთვის დამონტაჟებულ იქნას ვიდეოკამერები და ამოქმედდეს საჯარიმო სისტემა.
საქმე ისაა, რომ გასულ წელს ლია როინიშვილისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივითა და ძალისხმევით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და გერმანული ფონდის თანამონაწილეობით დუშეთისხევის კალაპოტი გაიწმინდა. თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ ადგილი აქვს ხევის დანაგვიანებას.

ლია როინიშვილი დუშელებს მოუწოდებს: „მეოთხედი მილიონი, რაც გაწმენდით სამუშაოებზე დაიხარჯა, ირიბი თუ პირდაპირი მნიშვნელობით წყალს არ გავატანოთ. გავუფრთხილდეთ ბუნებას და ჩვენს დახარჯულ თანხებს“

გარდა ამისა, ლია როინიშვილი მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციის მიზნით შექმნილი ფონდისათვის დასაფინანსებლად წარდგენილ პროექტს, რომელიც გულისხმობს დუშეთისხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას.
„დღეს ამ საქმით დავიწყებთ, შემდეგ კი ვიზრუნებთ სანაპირო გზის სრულ რეაბილიტაციაზე, რაც მოგვცემს ცენტრალური გზის განტვირთვის საშუალებას.“

“ძლიერი საქართველო-ლელოს” დუშეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს დეპუტატი ლია როინიშვილიარ ვიცი, სხვისი სწორი თუ ...
17/03/2026

“ძლიერი საქართველო-ლელოს” დუშეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს დეპუტატი ლია როინიშვილი

არ ვიცი, სხვისი სწორი თუ არასწორი, დროული თუ უდროო, მისადაგებული თუ ამოვარდნილი და ა.შ. განსხვავებული აზრი თქვენში რატომ იწვევს აგრესიას, კატეგორიულ მიუღებლობას, ვიღაცისადმი პირმოთნეობასა და მლიქვნელობას, საკუთარი თავისადმი უპატივცემულობასა და ცანცარს. თან როდესაც ეს აზრი ქვეყნის გადარჩენის თემას ეხება.

იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ სადაც ცარიელი ადგილია, ყველგან და ყოველთვის ის ავსებს, ვისაც თქვენს გარდა ხელისუფლებაში ყოფნა უნდა, რატომ გიკვირთ რომ როდესაც არჩევნებში შესვლაზე უარს ამბობთ _ ქ.ოცნება ავსებს ამ ცარიელ ადგილს.

როდესაც ერთი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლობა თავს ესხმის მეორეს, ქ.ოცნება გავიწყდებათ და ამ მეორე ოპოზიციური ძალის წაშლა გახარებთ?

ისხედით აბა და დაელოდეთ სანამ ოპოზიცია ერთმანეთს გადავსანსლავთ და ქ.ოცნება დაგითმობთ სახელისუფლებო ინსტიტუტებს.

ლელოს მოწოდება, რომ ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ, ერთმანეთი მხოლოდ გავაძლიეროთ საერთო მიზნის მისაღწევად, დროული და აუცილებელია შედეგის მისაღწევად _ ქვეყანა უნდა გადარჩეს. ლელო მზადაა იყოს კოორდინაციაში ყველა იმ ძალასთან, რომლებიც აღიარებენ, რომ:
1. უნდა გათავისუფლდეს უკლებლივ ყველა რეჟიმის პატიმარი და
2. უნდა ჩატარდეს სამართლიანი ხელახალი არჩევნები.

ქვეყნის გარეთ ომებია, ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და კრიზისი, კრიზისი! გვინდა ქ.ოცნებას თუ ჩვენ (ყველა ოპოზიციურ ძალას ვგულისხმობ), თუ არ გვინდა, ყველას მოგვიწევს ერთმანეთთან დალაპარაკება, და რაც მალე დავილაპარაკებთ, მით უკეთესი.

ამ პოსტს არ გამოეხმაუროთ დეპრესიულები, ნიჰილიზმში (ცინიზმშიც) ჩაძირულები, გონებაუწრთობი და პროვოკატორი სუბიექტები.

დალაპარაკებას არაფერი დავუყენოთ წინ, თუ საერთო გამარჯვება გვინდა, უნდა დავილაპარაკოთ, უნდა დავილაპარაკოთ. ამ პროცესში მონაწილეობით ვიძენთ აქტიურ როლს და ამით ვაფიქსირებთ ჩვენი მონაწილეობის საჭიროებას.

"ძლიერი საქრთველო - ლელოს" დუშეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ლია როინიშვილმა დუშეთის სასაფლაოების მოწ...
18/02/2026

"ძლიერი საქრთველო - ლელოს" დუშეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ლია როინიშვილმა დუშეთის სასაფლაოების მოწესრიგების და შემდგომში მათი მოვლა-პატრონობისთვის გარკვეული რეგულაციების შემოღების მოთხოვნით საკრებულოს მიმართა. მისი თქმით, იმის გამო, რომ დუშეთის ორი ძირითადი სასაფლაო - სუბ-გეორქის და წმინდა ბარბარეს სასაფლაოები, მუნიციპალური საკუთრებაა, მათი მოვლა-პატრონობა და იქ მუდმივად გარკვეული წესების დაცვა სათანადო წესრიგის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის მერიის საზრუნავი უნდა იყოს. ლია როინიშვილი ამ საკითხის განხილვის და გადაწყეტისკენ სოციალურ ქსელშიც მოუწოდებს საკრებულოს წევრებს მმართველი პარტიიდან და მერიის შესაბამის სამსახურს .

Address

მამულაშვილის ქუჩა N4
Mzcheta

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მცხეთა-მთიანეთი • ძლიერი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მცხეთა-მთიანეთი • ძლიერი საქართველო:

Shortcuts

Share