მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality

  • Home
  • Georgia
  • Mzcheta
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality გვერდი განკუთვნილია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და მსჯელობისთვის

24/08/2026
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ელოშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს  რიგგარეშე სხდომა გაიმართა....
14/08/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ელოშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომის ფარგლებში ცვლილება შევიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში. ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის წლიური საფასური განისაზღვრა.

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

საკრებულომ თანხმობა განაცხადა სოფელ საგურამოსა და ახალსოფლის ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შესამუშავებლად.

ასევე, ქალაქ მცხეთაში, სახელწოდების არმქონე ქუჩას მიენიჭება სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, იოანე ზედაზნელის სახელი. სოფელ საგურამოში მდებარე მე-18 ქუჩას - საზოგადო მოღვაწის, თადეოზ გურამიშვილის, ხოლო სოფელ ზაქაროში მე-4 ქუჩას ამაღლების ქუჩის სახელი მიენიჭა. სოფელ ბიწმენდში ბეკურაშვილის ქუჩას დაემატა ჩიხი და შესახვევი.

აგრეთვე, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურეობის თანხა დაუფინანსდებათ.

გილოცავთ დიდგორობას !
12/08/2026

გილოცავთ დიდგორობას !

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ელოშვილის, ხელმძღვანელობით საკრებულოს  სხდომა გაიმართა.სხდომის ფ...
24/07/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ელოშვილის, ხელმძღვანელობით საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომის ფარგლებში ცვლილება განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში.


ასევე მიიღეს გადაწყვეტილება “მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე.

ამასთანავე , იმსჯელეს მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ .

საკრებულომ თანხმობა განაცხადა, სოფელ ლისისა და ნახშირგორას ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე .

ასევე, სამედიცინო მომსახურეობის თანხა დაუფინანსდებათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს.▫️საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენები...
13/07/2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს.

▫️საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ელოშვილის, ხელმძღვანელობით საკრებულოს  სხდომა გაიმართა. სხდომის ...
30/06/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ელოშვილის, ხელმძღვანელობით საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომის ფარგლებში “მცხეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში" ცვლილება შევიდა.

ასევე, საკრებულო დაეთანხმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, სოფელ არაშენდას ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შესამუშავებლად.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული ასიგნებიდან დარჩენილი თანხით განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას დაემატა საპრივატიზებო ობიექტი.

აგრეთვე, სამედიცინო მომსახურეობის თანხა დაუფინანსდებათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

Address

მცხეთა, ანტიოქიის ქ. #7 Mtskheta, Str. Antioqia #7 Mzcheta
Mzcheta
3300

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Telephone

+995322512113

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო Council of Mtskheta Municipality:

Shortcuts

Share