მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall

  • Home
  • Georgia
  • Mzcheta
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური გვერდი

გვერდი განკუთვნილია მოსახლეობისათვის ახალი ინფორმაციის მიწოდებისა და მსჯელობებისათვის ყველა აქტუალურ თემაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია

http://mtskheta.gov.ge/ka/structure/services-of-the-mayor

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, ქველმოქმედების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ მცხეთაში მხარდაჭერი...
06/09/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, ქველმოქმედების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ მცხეთაში მხარდაჭერის საქველმოქმედო აქციას დაესწრო.

აქტივობა სურსათის ბანკმა ,,ენკენიამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის გამართა.

საჭიროების მქონე ოჯახებისთვის სურსათის ამანათები სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით მობილურ კარავში განთავსდა და ბენეფიციარებს გადაეცათ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერასა და დონაციის მექანიზმის გაფართოებას.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, საქართველოს პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნანო პაკიზაშვილი და კომპანია ,,კარფურის“ წარმომადგენლები.

მცხეთის მუნიციპალიტეტში პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მშობლებს სასკოლ...
04/09/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტში პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა როგორც ადგილზე, რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე შეუძლიათ: https://formebi.emis.ge.

ელექტრონულ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია სასკოლო ფორმების მოდელების, ზომებისა და ღირებულების, ასევე რეალიზაციის პუნქტების ¹ზუსტი მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.

მუნიციპალიტეტში გახსნილი სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა, მერის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან ძიძიშვილმა დაათვალიერეს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ქავთარაძე საგურამოში, დავით გურამიშვილისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიუსტების ...
03/09/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ქავთარაძე საგურამოში, დავით გურამიშვილისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიუსტების გახსნის ცერემონიას დაესწრო.

საგურამოს ილია ჭავჭავაძის მუზეუმის შესასვლელთან მდებარე სკვერს, სადაც სხვადასხვა ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბიუსტია განთავსებული, ყოველწლიურად ახალი სკულპტურები ემატება.

აღნიშნული ინიციატივა ბიზნესმენ ვაჟა უსანეთაშვილის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო სკულპტურების ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა.

ბიზნესმენის სურვილით, ბიუსტები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადაეცა.

4-6 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს,  ,,შემოქმედებითი საქართველოს”, მცხეთის მუნიციპალიტეტის მ...
03/09/2026

4-6 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ,,შემოქმედებითი საქართველოს”, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მხარდაჭერით, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება „საგურამოს კამერატა“ — XI საერთაშორისო ფესტივალი.

ფესტივალის პროგრამა:

ქართული და უცხოური ინსტრუმენტული მუსიკა;

სოლო და საანსამბლო ნაწარმოებები;

სოლო ვოკალური შესრულებები;

საგუნდო მუსიკა;

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა მერიის თანამშრომლებს ახალი მოადგილე - გოჩა ქავთარაძე წარუდგინა.გოგი აბუაშვ...
02/09/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა მერიის თანამშრომლებს ახალი მოადგილე - გოჩა ქავთარაძე წარუდგინა.

გოგი აბუაშვილმა გოჩა ქავთარაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

გოჩა ქავთარაძე პროფესიით იურისტია. მას საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის ბოლო წლების განმავლობაში იკავებდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას, რა დროსაც არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში სოფლის ცენტრისა და მინდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.სარეაბილიტაციო ს...
01/09/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში სოფლის ცენტრისა და მინდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელ ირაკლი თეთრაძესთან და ქსოვრისში მცხეთის საკრებულოს დეპუტატ ზაქარია ლოხიშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სოფლის მთლიანი ცენტრის მოასფალტება, ბეტონის ახალი ბორდიურებისა და მონოლითური რკინის სარტყლის მოწყობა. ასევე, დაიხაზება საპარკინგე ადგილები. მინდიაშვილის ქუჩაზე გაკეთდება ბეტონის გზა და სანიაღვრეები მიერთებებით.

ამ ეტაპზე მინდიაშვილის ქუჩაზე სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მიწის ჩამოშლის შედეგად დაზიანებულ ადგილას უკვე დასრულდა ბეტონის კედლის მშენებლობა. სოფლის ცენტრში ტროტუარებისთვის მოწყობილია საძირკველი ასფალტის ფენის დასაგებად.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 575 000 ლარია. პროექტს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "გრანდ როუდ გრუპი” მიმდინარე წლის ბოლომდე განახორციელებს.

27/08/2026
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ...
24/08/2026

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, შემდგომი ეტაპები და დაგეგმილი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქ მცხეთაში ურბანული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტი მოიცავს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე შესაბამის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მცხეთის ისტორიული და კულტურული გარემოს შენარჩუნება და განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცხეთის ისტორიული იერსახისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, არქეოლოგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ურბანული გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს არქიტექტურული, კონსტრუქციული, ლანდშაფტური და ურბანული ინფრასტრუქტურის პროექტირების, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს, საფეხმავლო და საავტომობილო გზების, საინჟინრო კომუნიკაციების, გარე განათების, წყალმომარაგების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას.

ტერიტორიების კეთილმოწყობის ფარგლებში მოეწყობა სატრანსპორტო და საფეხმავლო კავშირები, პარკინგი, გამწვანება, მცირე არქიტექტურული ფორმები და გარე განათება.

ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მრავალფუნქციური პარკის მოწყობასა და თეატრონის რეაბილიტაციაზე მუშაობს. მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილია ახალი სარეკრეაციო სივრცის შექმნა, რომელიც მოიცავს საბავშვო, სპორტულ, დასასვენებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო ზონებს, საფეხმავლო და ველობილიკებს, გამწვანებულ მარშრუტებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას.

სამუშაოები მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით დადგენილი სპეციალური რეგულაციების, საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება.

მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, ქალაქ მცხეთაში შექმნილ...
20/08/2026

მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, ქალაქ მცხეთაში შექმნილ ვითარებას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზაუტაშვილთან, მხარის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, გოგი აბუაშვილთან და პირველ მოადგილე გივი გიუტაშვილთან ერთად გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლევან დარახველიძესთან ერთად, ასევე დაათვალიერეს მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები.

პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთო.

მოძრაობის მზარდი ინტენსივობისა და ხიდზე დატვირთვის გათვალისწინებით, არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სატვირთო ავტომობილებისთვის მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 22 ვაკანსიაზე გამოცხადდება.სტაჟირების მსურველებს განაც...
20/08/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 22 ვაკანსიაზე გამოცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 6 ვაკანსია;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2 ვაკანსია;
ქონების მართვის სამსახური - 3 ვაკანსია;
ინფრასტრუქტურის სამსახური - 2 ვაკანსია;
არქიტექტურის სამსახური - 2 ვაკანსია;
განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური - 3 ვაკანსია;
ზედამხედველობის სამსახური - 4 ვაკანსია;

ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში - 1 ვაკანსიაზე.
იხილეთ ვრცლად https://mtskheta.gov.ge/ka/press-center/news/1726

Address

მცხეთა, ანტიოქიის ქ. N 7 Mtskheta, Str. Antioqia N 7
Mzcheta
3300

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall:

Shortcuts

Share