სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Mziani
  • სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა

 #გილოცავთსტუდენტობას  #კურსდამთავრებულები  #ვარდისუბნისსაჯაროსკოლა  #ახალითაობა  #წარმატებები  #ჩვენიამაყიახალგაზრდები🎓...
27/08/2026

#გილოცავთსტუდენტობას #კურსდამთავრებულები #ვარდისუბნისსაჯაროსკოლა #ახალითაობა #წარმატებები #ჩვენიამაყიახალგაზრდები
🎓✨ ვულოცავთ სტუდენტობას, ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულებს! ✨🎓
განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავთ სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას!
💫 ნინი სიბაშვილს, ლაზარე გოლობიანს, ალექსანდრე მაისურაძეს, თაკო ეგუტიძეს, მარიამ ცხოვრებაძეს, ნინი არევაძეს, მარიამ კაკაშვილს, გიორგი მაჭარაშვილს, ლუიზა მათიაშვილს, ნიკოლოზ შალიკაშვილს.
🎓 გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და ღირსეულად გააგრძელებს იმ გზას, რომელსაც სკოლაში ჩაეყარა საფუძველი.
❤️გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ სტუდენტურ წლებს, საინტერესო აღმოჩენებს და დიდ გამარჯვებებს!
💫 იამაყეთ საკუთარი თავით, ირწმუნეთ თქვენი ძალების და არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება! ❤️
💫ჩვენი სკოლის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის.
ვარდისუბნის საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით! 🌷🎓

 #ვარდისუბნისსაჯაროსკოლა  #ინოვატორები  #დებატება #მდგრადიგანვითარება #გარემოსდაცვა #მოსწავლეებისწარმატება #ახალგაზრდები...
12/08/2026

#ვარდისუბნისსაჯაროსკოლა
#ინოვატორები
#დებატება #მდგრადიგანვითარება
#გარემოსდაცვა #მოსწავლეებისწარმატება
#ახალგაზრდებისგაძლიერება
🌿 ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში! 🌍🏆
გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის მოსწავლეების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება! 💚
საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის IDEA-ს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მონაწილეებს უნდა ჩაეწერათ 2-წუთიანი ვიდეო, სადაც წარადგენდნენ საკუთარ თავს და ისაუბრებდნენ მათთვის ყველაზე აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე, რომელზეც მომავალში ისურვებდნენ მსჯელობასა და დებატს.
📹 ჩვენი სკოლის მოსწავლეების აქტიურობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. პროექტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიდეო სწორედ სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლიდან იყო წარდგენილი.
🌱 წარმოდგენილი ვიდეოებიდან პრობლემაზე ორიენტირებული და განსაკუთრებით საინტერესო ნამუშევრებიდან შეირჩა სამი საუკეთესო ვიდეო, რომელთა ავტორები არიან:
🏆 შალვა მაჭარაშვილი — IX კლასის მოსწავლე;
🏆 ნინო სომხიაშვილი — IX კლასის მოსწავლე;
🏆 ანასტასია სომხიაშვილი — VI კლასის მოსწავლე.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი პატარა მონაწილე — ანასტასია სომხიაშვილი. 💚
ანასტასია კონკურსის ასაკობრივ ზღვარს ვერ აკმაყოფილებდა და, შესაბამისად, კონკურსიდან უნდა გამოთიშულიყო. თუმცა ორგანიზატორებმა მისი შესაძლებლობები და მოტივაცია იმდენად დააფასეს, რომ კონკურსიდან არ გაიყვანეს და პროექტში ტექნიკურ მენეჯერად ჩართეს. 👏💻
ეს მისთვის უდიდესი გამოცდილება და მოტივაციაა — კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მონდომება, ცოდნა და პასუხისმგებლობა ასაკობრივ საზღვრებს სცდება! 🌟
📚 პროექტის მიმდინარეობისას ჩატარდა ორდღიანი ინტენსიური სწავლება, გაიმართა დებატები და საბოლოოდ შეირჩა ორი გუნდი.
სიხარულით აღვნიშნავთ, რომ ორივე გუნდში ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან წარმოდგენილი! 🎉
ისინი შემოდგომაზე პროექტის დასკვნით ღონისძიებასა და დაჯილდოებაზე წარსდგებიან. 🏅
🌍 განსაკუთრებით საამაყოა ისიც, რომ ჩვენი წარმატებული მოსწავლეები არიან სკოლაში მოქმედი STEAM კლუბ „ინოვატორების“ აქტიური წევრები. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები არა მხოლოდ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო უნარებს ავითარებენ, არამედ ზრუნავენ მათ გარშემო არსებული პრობლემების გამოვლენასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მათი გადაჭრის გზების ძიებაზე. 💡🌱
პროექტის ორგანიზებას, ვიდეომასალების მომზადებასა და შესაბამის პლატფორმებზე საკონკურსოდ ატვირთვას ხელმძღვანელობდა სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი და STEAM კლუბ „ინოვატორების“ ხელმძღვანელი ხათუნი ასანიძე.
💐 განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარს, რომელიც ყოველთვის გვიდგას გვერდით და მხარს უჭერს მოსწავლეების განვითარებასა და ახალ შესაძლებლობებში ჩართულობას.
მადლობა დამრიგებლებს — ქალბატონებს: ელიზა ნოზაძეს, ნინო კორაშვილს ნათია იმერლიშვილს — მოსწავლეების მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
❤️ დიდი მადლობა მშობლებსაც გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის!
🌟 წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!
გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენი პატარა „ინოვატორები“ კიდევ არაერთ წარმატებას მოგვიტანენ! 🚀🌍💚

პოსტი იდება ცოტა მოგვიანებით...💙 ვარდისუბნის საჯარო სკოლა აგრძელებს განვითარებას, ინოვაციების დანერგვასა და თანამედროვე ...
24/07/2026

პოსტი იდება ცოტა მოგვიანებით...
💙 ვარდისუბნის საჯარო სკოლა აგრძელებს განვითარებას, ინოვაციების დანერგვასა და თანამედროვე განათლების ხელშეწყობას. ერთად ვქმნით მომავალს! 🚀
🚀🚀🚀მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი, ხათუნა ასანიძე, კონკურსის წესით შეირჩა მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.
📍 საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობისთვის 407 საჯარო სკოლიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა, ხოლო შერჩევის შედეგად გამოვლენილი პედაგოგები ორ ნაკადად გადანაწილდნენ და ხუთდღიან ინტენსიურ სასწავლო ბანაკში მიიწვიეს.
📍 ბანაკი გაიმართა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც მონაწილე მასწავლებლები დაეუფლნენ თანამედროვე რობოტიკისა და STEAM განათლების პრაქტიკულ და ინოვაციურ მეთოდებს, შეიძინეს ახალი ცოდნა, გამოცდილება და იდეები, რომლებსაც საკუთარ სკოლებში მოსწავლეების განვითარებისთვის გამოიყენებენ.
ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გვანცა ვარამაშვილი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო STEAM განათლების განვითარებას, რობოტიკის პოპულარიზაციასა და მასწავლებელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
📍📍📍 ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები საკუთარ სკოლებში დააფუძნებენ დაწყებითი საფეხურის რობოტიკის კლუბებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მოსწავლეთა ინტერესს ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და საინჟინრო აზროვნების მიმართ.
👏 ვულოცავთ ჩვენს პედაგოგს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! გვჯერა, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი სკოლის STEAM განათლების განვითარების გზაზე და კიდევ უფრო მრავალ შესაძლებლობას შეუქმნის ჩვენს მოსწავლეებს.

 #ვარდისუბნისსაჯაროსკოლა  #რობოტიკისკლუბი  #განათლება  #ინოვაცია    #მომავლისტექნოლოგიები  #სკოლისწარმატება🎉 სსიპ ლაგოდე...
03/06/2026

#ვარდისუბნისსაჯაროსკოლა #რობოტიკისკლუბი #განათლება #ინოვაცია #მომავლისტექნოლოგიები #სკოლისწარმატება
🎉 სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება!
🎉სასიხარულო სიახლე გვაქვს ჩვენი სკოლის საზოგადოებისთვის!
✨✨✨2026-2027 სასწავლო წლიდან ვარდისუბნის საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე რობოტიკის კლუბი დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე განათლებისა და ინოვაციური სწავლების მიმართულებით.
✨კლუბის ხელმძღვანელის შესარჩევი ტესტირება წარმატებით დაძლია ჩვენი სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგმა ხათუნი ასანიძემ,

📢 24 მაისს გაიმართა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია პროექტის „დაცული ნაბიჯები ციფრულ სამყაროში“ ფარგლებში, რომელშიც აქტი...
25/05/2026

📢 24 მაისს გაიმართა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია პროექტის „დაცული ნაბიჯები ციფრულ სამყაროში“ ფარგლებში, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
📣📣პროექტი სასწავლო წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს და მისი ავტორია კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე, ხოლო კო-ფაინდერი — თურქი კოლეგა ბურკუ კალარი.
📣პროექტში საქართველოს 11 საჯარო სკოლასთან ერთად ჩართულნი იყვნენ თურქეთის, საბერძნეთისა და ლიტვის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, შემოქმედებითობითა და თანამედროვე ციფრული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საინტერესო დავალებებით.
🎊ონლაინ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული გამორჩეული აქტივობები, რომლებიც ჩვენმა მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით შეასრულეს. პროექტში ჩართული იყო ათამდე მოსწავლე, ხოლო ონლაინ კონფერენცია წარმატებით წარადგინეს #ანასტასიასომხიაშვილმა და #ნინოსომხიაშვილმა.
🎊განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მოსწავლესა და მათ მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის ყველა ეტაპზე, ავსებდნენ კითხვარებს და ხელს უწყობდნენ აქტივობების წარმატებით განხორციელებას.
🎊ასევე დიდი მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ #თამარკაპანაძეს და სასწავლო ნაწილის გამგეს, ქალბატონ #ირმასყეინაშვილს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
🎊მადლობას ვუხდით პროექტში მონაწილე ყველა სკოლის პედაგოგსა და მათ უნიჭიერეს მოსწავლეებს საინტერესო თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და მეგობრული გარემოს შექმნისთვის.
პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ციფრული უსაფრთხოების, პასუხისმგებლიანი ონლაინ ქცევის, თანამშრომლობისა და მედია წიგნიერების უნარების განვითარება.
🎊დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა კიდევ უფრო გააძლიერა საერთაშორისო თანამშრომლობა, მოსწავლეთა მოტივაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების კულტურა.
📣მოსწავლეებსა და პედაგოგებს გადაეცემათ პროექტში წარმატებული აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელები.

9 მაისი — eTwinning-ის დღე!eTwinning არის ევროპული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლებს ერთმანე...
25/05/2026

9 მაისი — eTwinning-ის დღე!
eTwinning არის ევროპული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლებს ერთმანეთთან აკავშირებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას, ინოვაციურ სწავლებასა და კულტურულ გაცვლას 🌍💙
სსიპ ვარდისუბნის საჯარო სკოლა უკვე მრავალი წელია აქტიურადაა ჩართული ევროპულ სკოლათა გაერთიანება eTwinning-ის პორტალზე და მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ახორციელებს მრავალფეროვან საერთაშორისო პროექტებს. ჩვენი პროექტები არაერთხელ შეფასდა როგორც ეროვნული, ასევე ევროპული ხარისხის ნიშნებით, რაც ჩვენთვის უდიდესი სიამაყეა 🏅✨
წელსაც, 9 მაისი — eTwinning-ის დღე, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად ძალიან სახალისოდ და საზეიმოდ აღვნიშნეთ 🎉
სკოლის ეზოში მოიხატა eTwinning-ის ლოგო, ბავშვებმა ჰაერში გაუშვეს ლურჯი და ყვითელი ფერის ბუშტები 💙💛 გაიმართა საზეიმო კონცერტიც — ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით. მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს 📸✨
დიდი მადლობა ყველა აქტიურ მოსწავლესა და დაწყებითი საფეხურის თითოეულ პედაგოგს, დამრიგებლებს , რომლებიც გვერდში ედგნენ ღონისძიების ხელმძღვანელსა და ორგანიზატორს — კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგს, ხათუნი ასანიძე 🌷
განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ #თამარკაპანაძეს და სასწავლო ნაწილის გამგეს ქალბატონ #ირმაყეინაშვილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის 💐

https://youtube.com/shorts/usLh9yLi2s8?si=m8TYqfWG3U1Wh2ZQ
https://youtube.com/shorts/mWGboY8jObk?si=piU5E45s_Qvozi4x

🎶✨ სასიხარულო სიახლე! ✨🎶სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის  V–X კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მ...
25/05/2026

🎶✨ სასიხარულო სიახლე! ✨🎶
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის V–X კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო შემოქმედებით-ინჟინერიულ კონკურსში „კანკლე განსხვავებული გზით“ სადაც ჩვენი სკოლის სამი გუნდი წარმატებით წარსდგა და საპატიო III ადგილი მოიპოვა! 🌍🏆
✨სამივე გუნდს მენტორობას უწევდა სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე
👏👏კონკურსი გაიმართა ონლაინ 15 მაისს რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივება 🎼
🏆კონკურსში მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წარმატების დიპლომებით 🎓👏
ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ და შემოქმედებით მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას! 🌟

🔔🔔🔔სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გულითადად გილოცავთ სკოლის...
25/05/2026

🔔🔔🔔სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გულითადად გილოცავთ სკოლის დასრულებას!

https://www.facebook.com/share/p/18XEgihQME/"ეკო მეგობრული კახეთი2026"ვარდისბნის საჯარო სკოლა   #ეკომეგობრულიკახეთი2026 ...
13/05/2026

https://www.facebook.com/share/p/18XEgihQME/"ეკო მეგობრული კახეთი2026"ვარდისბნის საჯარო სკოლა #ეკომეგობრულიკახეთი2026

71 likes, 16 comments. “ვარდისბნის სკოლა #ეკომეგობრულიკახეთი2026 ”

ითვინინგის დღე-ვარდისუბნის საჯარო სკოლაში🎉🎉🎉
13/05/2026

ითვინინგის დღე-ვარდისუბნის საჯარო სკოლაში🎉🎉🎉

Address

Mziani
2700

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category