თუშეთის თემის მუნიციპალიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Omalo
  • თუშეთის თემის მუნიციპალიტეტი

თუშეთის თემის მუნიციპალიტეტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თუშეთის თემის მუნიციპალიტეტი, Alvani, Omalo.

⛰️ 🇬🇪 დროა შეიქმნას თუშეთის თემის ცალკე მუნიციპალიტეტი, რომელიც უკეთ შეძლებს როგორც თუშეთის, ისე თუშებით დასახლებული ტერიტორიების მართვასა და მდგრად განვითარებას. ჯგუფის მიზანი თუშეთის თემის კეთილდღეობის ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად დღის წესრიგში დგება თუშეთის თემის მუნიციპალიტეტის შექმნა. ამით რამდენიმე ამოცანა გადაწყდება:
● გათვალისწინებულ იქნება ადგილობრივი გეოგრაფიული პირობების, სამეურნეო

საქმიანობის, მოსახლეობის საუკუნოვანი ტრადიციების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური გარემოს თავისებურებები.
● გაიზრდება მუნიციპალიტეტის ახალ ადმინისტრაციულ ცენტრთან გეოგრაფიულ-სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა; ამით დაიზოგება ადმმინისტრაციული აპარატის საოპერაციო ხარჯები და ის ფინანსები, რაც მოსახლეობას ადმინისტრაციაში მისასვლელად ესაჭიროება.
● მოსახლეობის ინტერესების ერთგვაროვნება გამორიცხავს კონფლიქტს სასოფლო და ქალაქური პრობლემატიკის კუთხით; შესაბამისად, მუნიციპალური სახსრებით დაფინანსებული პროგრამები მეტი სიზუსტით იქნება მიმართული მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად.
● შეიქმნება გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოსახლეობის ადგილობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისა და ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლისათვის.

შენაქო დიკლოს დამაკავშირებელი ხიდი. 19.07.2026.
19/07/2026

შენაქო დიკლოს დამაკავშირებელი ხიდი. 19.07.2026.

30/06/2026

🏔️ რატომ არ შეიძლება თუშეთში ღორის ხორცის ატანა და მოხმარება?
ბოლო პერიოდში ამ თემაზე არაერთი კითხვა და განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება მცდარი განმარტებაც, თითქოს თუშეთში ღორის ხორცის აკრძალვა რომელიმე რელიგიური გავლენის შედეგი იყოს. ქართული ეთნოგრაფიული კვლევები ამ მოსაზრებას არ ადასტურებს.
⛪ თუშური ტრადიცია >
თუშეთში ღორის ხორცის ატანისა და მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს თუშური ადათის, ადგილობრივი საკულტო ტრადიციისა და ხატ-სალოცავებთან დაკავშირებული წესების ნაწილს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღემდე შემორჩა.
როგორც ქართველი ეთნოგრაფები აღნიშნავენ, თუშეთში ქრისტიანობა ორგანულად შეერწყა ადგილობრივ ტრადიციებს. სწორედ ამ შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა უნიკალური საკულტო სისტემა, რომლის ცენტრში ხატები, სალოცავები და მათთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები იდგა.
🙏 რისი აკრძალვაა ეს?
ერთ-ერთი ასეთი ტრადიციაა თუშეთის ტერიტორიაზე ღორის ხორცის შეტანისა და მოხმარების აკრძალვა.
მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ ამ წესის შინაარსი — აკრძალვის არსი თავად ხორცი კი არა, წმინდა სივრცის სიწმინდის დაცვაა.
✝️ რატომ ჰგავს ეს ქრისტიანულ ტრადიციას?
საქართველოში არც ერთ მორწმუნეს არ გაუჩნდება სურვილი, ეკლესიის ეზოში ან სალოცავის ტერიტორიაზე ღორი დაკლას (ნეკრესის გამონაკლისის გარდა), მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა ღორის ხორცის ჭამას არ კრძალავს.
მიზეზი აქაც სიწმინდისადმი პატივისცემაა და არა საკვების აკრძალვა.
თუშური ტრადიციაც სწორედ ამავე პრინციპს ეფუძნება. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ისტორიულად თუშეთში ხატების გავლენის ქვეშ მოქცეული წმინდა სივრცე გაცილებით ფართოდ აღიქმებოდა, რის გამოც შესაბამისი წესებიც მთელ ისტორიულ თუშეთზე ვრცელდებოდა.
🏞️ არის თუ არა ეს მხოლოდ თუშეთში?
მსგავსი საკულტო ტაბუები საქართველოს სხვა მთიან კუთხეებშიც გვხვდება — ფშავში, ხევსურეთსა და ხევში, სადაც კონკრეტულ ხატებთან და სალოცავებთან დაკავშირებული კვებითი და რიტუალური აკრძალვები არსებობდა.
თუმცა თუშეთის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ღორის ხორცის არშეტანის ტრადიცია პრაქტიკულად მთელ ისტორიულ თუშეთზე გავრცელდა და ადგილობრივი თვითმყოფადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიშნად იქცა.
👞 ერთი საინტერესო ისტორიული ფაქტი >
უხუცესებს ჯერ კიდევ ახსოვთ დრო, როდესაც ღორის ტყავისგან დამზადებულ ქალამნებსაც კი თუში კაცი თუ ქალი თორღვას აბანოს უღელტეხილამდე იხდიდა, იქ ტოვებდა და უღელტეხილს მხოლოდ საქონლის ან ცხვრის ტყავის ქალამნებით, ან თუშური მატყლისგან ნაქსოვი ჩითებით გადადიოდა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ღრმად იყო ეს ტრადიცია დამკვიდრებული თუშურ ყოფასა და ცნობიერებაში.
🤝 პატივი ვცეთ ადგილობრივ ტრადიციას >
დღეს ბევრი თუში ბარში ცხოვრობს და ღორის ხორცსაც ჩვეულებრივ მოიხმარს. თუმცა თუშეთში ასვლისას ადგილობრივები კვლავ სთხოვენ სტუმრებს, პატივი სცენ ამ მრავალსაუკუნოვან ადათს.
ეს არ არის ვინმესთვის საკუთარი ცხოვრების წესის თავს მოხვევა. ეს არის იმ კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, რომელმაც თუშეთის უნიკალური იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა.
☀️ თუშური სიბრძნე >
როგორც თუშები ამბობენ:
„სტუმრის მოისე მზე მოვა, წაისე შავი ღრუბელი.“
თუშები სტუმართმოყვარე ხალხია. ამიტომ, თუ ადგილობრივი შენიშვნას მოგცემთ ღორის ხორცთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეს არა შეურაცხყოფად, არამედ საკუთარი ტრადიციისა და სიწმინდეების დაცვის სურვილად მიიღოთ.
🙏 პატივი ვცეთ თუშეთის მრავალსაუკუნოვან ადათს.

--------
📚 გამოყენებული ლიტერატურა
• 📖 სერგი მაკალათია — თუშეთი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი).
• 📖 გიორგი ცოცანიძე — თუშეთის ეთნოგრაფიისა და ტრადიციული კულტურის შესახებ ნაშრომები, მათ შორის თუშეთი – ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მასალები.

🆘🆘🆘
09/06/2026

🆘🆘🆘

ქვემო ალვანში თუშები გუშინ მეორედ შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია - თუშეთის ერთადერთი სამანქანო გზის გახსნის სამ.....

08/06/2026

⛰️ 🇬🇪 უპატრონო ქვეყანა, უპატრონო მხარე…

მერე უკვირთ, თუშები რატომ ვითხოვთ ცალკე მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებას... სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

🚧 XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ თუშეთისთვის გზა კვლავ პრობლემად რჩება. გზა, რომელიც არა მხოლოდ გადაადგილების, არამედ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების საკითხია.

🐑 თუშეთი ბევრისთვის მხოლოდ გუდის ყველია, ულამაზესი ხედები და ზაფხულის სათავგადასავლო ტურიზმი. მაგრამ იშვიათად ახსენდებათ ის ადამიანები, რომლებიც ამ მთებში ცხოვრობენ, მუშაობენ და ამ კუთხეს აცოცხლებენ.

🛡️ ჩვენ ვართ სასაზღვრო რეგიონის მოსახლეობა.
🌿 ვინახავთ უნიკალურ ბუნებას.
🏛️ ვუფრთხილდებით მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას.
🐑 ვაგრძელებთ ტრადიციულ მეცხვარეობას.
💰 ვქმნით ეკონომიკურ დოვლათს ქვეყნისთვის.
🌍 ვიცავთ იმ ფასეულობებს, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურია.

❗და ამის მიუხედავად, ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც კი კვლავ გამოწვევად რჩება.

🤷‍♂️ სამწუხაროდ, ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუშეთი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა მისი ბუნებით, კულტურითა და პროდუქტებით სარგებლობა სურთ. პრობლემების მოგვარებისას კი ისევ ძალაშია ძველი ნათქვამი:

👉 „სხვისი ჭირი — ღობეს ჩხირი.“

❤️ თუშეთი მეტ ყურადღებას, მეტ პატივისცემასა და მეტ პასუხისმგებლობას იმსახურებს.

#თუშეთი #თუშები #გუდისყველი #მთისრეგიონები #რეგიონულიგანვითარება #საქართველო

6.06.2026. ასე გამოიყურება თუშეთის გზაზე, ფიცისჭალის და ხოდარკოს ზვავები....
06/06/2026

6.06.2026. ასე გამოიყურება თუშეთის გზაზე, ფიცისჭალის და ხოდარკოს ზვავები....

01/06/2026

ტურისტული სეზონი დაიწყო, თუშეთის მიმართულება მუდმივად მოთხოვნადია, თუმცა მთავარი პრობლემა თუშეთთან დამაკავში.....

📍 თუშეთის გზის გახსნა ყოველწლიურად პრობლემად რჩება.მაშინ, როდესაც მსოფლიო მარსზე გაფრენისთვის ემზადება 🚀, თუშეთის ერთადე...
30/05/2026

📍 თუშეთის გზის გახსნა ყოველწლიურად პრობლემად რჩება.

მაშინ, როდესაც მსოფლიო მარსზე გაფრენისთვის ემზადება 🚀, თუშეთის ერთადერთი დამაკავშირებელი გზის გახსნა კვლავ რამდენიმე ერთეულ ტექნიკაზეა დამოკიდებული, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არის შემორჩენილი.

❗️გამოსავალი გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

სახელმწიფომ უნდა შეიძინოს 2–3 ერთეული თანამედროვე, მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რომლის ღირებულება დაახლოებით 600–700 ათასი დოლარი იქნება. ეს ტექნიკა ათეულობით წლის განმავლობაში მოემსახურება თუშეთს და მნიშვნელოვნად შეამცირებს გზის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებსა და შეფერხებებს.

🚜 მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკის ნაწილი ზამთრის პერიოდში თავად თუშეთში დარჩეს, ხოლო საწვავის აუცილებელი მარაგები შემოდგომაზევე შეიქმნას.

🏔️ თუ აბანოს უღელტეხილზე სამუშაოები ერთდროულად ორივე მხრიდან, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით განხორციელდება, გზის გახსნა გაცილებით ადრე და ეფექტიანად იქნება შესაძლებელი.

💰 600–700 ათასი დოლარი მიზერული თანხაა იმ მილიარდებთან შედარებით, რომელსაც სახელმწიფო ყოველწლიურად ინფრასტრუქტურაზე და სხვა მიმართულებებზე ხარჯავს. ამავე დროს, ეს ინვესტიცია პირდაპირ აისახება ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე, უსაფრთხოებაზე, ტურიზმის განვითარებასა და მთის რეგიონის მდგრადობაზე.

⏳ თუშეთს არ სჭირდება სასწაული — სჭირდება სწორი დაგეგმვა, თანამედროვე ტექნიკა და პოლიტიკური ნება.

#თუშეთი #თუშეთისგზა #აბანოსუღელტეხილი #მთისრეგიონები #რეგიონულიგანვითარება

თუშეთის გზის გახსნის მოთხოვნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში საპროტესტო აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეების თქმით, თუშეთი-აბანო-ომალოს გზის გახსნის გაჭიანურება ტურისტულ სეზონს სერიოზულ ზიანს აყენებს.

უქმდება ჯავშნები, მათ შორის საცხენოსნო ტურებიც, ხოლო ტურისტული ობიექტების ნაწილს მთაში აყვანილი პერსონალისთვის ხელფასების გადახდა უწევს.

მოსახლეობა პროცესში დამატებითი რესურსის ჩართვას ითხოვს. მათი თქმით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტექნიკა, რომელიც დაზიანებულია, ხელისუფლებამ მისი შეკეთება უნდა უზრუნველყოს, რათა გზის გაწმენდა თუშეთის მხრიდანაც დაიწყოს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის ჩაკეტვის გამო, მთაში ვერ გადაჰყავთ მსხვილფეხა საქონელიც.

გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია „სვისკოს“ წარმომადგენლის, იასონ ბახტურიძის განცხადებით, სამუშაოებს ხელს რთული მეტეოროლოგიური პირობები და გარკვეულ მონაკვეთზე არსებული ზვავის მასა აფერხებს.

აქციის მონაწილეები უახლოეს დღეებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში მისვლასა და უშუალოდ მერთან შეხვედრას გეგმავენ.

30/05/2026

📍 თუშეთის გზის გახსნა ყოველწლიურად პრობლემად რჩება.

მაშინ, როდესაც მსოფლიო მარსზე გაფრენისთვის ემზადება 🚀, თუშეთის ერთადერთი დამაკავშირებელი გზის გახსნა კვლავ რამდენიმე ერთეულ ტექნიკაზეა დამოკიდებული, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არის შემორჩენილი.

❗️გამოსავალი გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

სახელმწიფომ უნდა შეიძინოს 2–3 ერთეული თანამედროვე, მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რომლის ღირებულება დაახლოებით 600–700 ათასი დოლარი იქნება. ეს ტექნიკა ათეულობით წლის განმავლობაში მოემსახურება თუშეთს და მნიშვნელოვნად შეამცირებს გზის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებსა და შეფერხებებს.

🚜 მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკის ნაწილი ზამთრის პერიოდში თავად თუშეთში დარჩეს, ხოლო საწვავის აუცილებელი მარაგები შემოდგომაზევე შეიქმნას.

🏔️ თუ აბანოს უღელტეხილზე სამუშაოები ერთდროულად ორივე მხრიდან, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით განხორციელდება, გზის გახსნა გაცილებით ადრე და ეფექტიანად იქნება შესაძლებელი.

💰 600–700 ათასი დოლარი მიზერული თანხაა იმ მილიარდებთან შედარებით, რომელსაც სახელმწიფო ყოველწლიურად ინფრასტრუქტურაზე და სხვა მიმართულებებზე ხარჯავს. ამავე დროს, ეს ინვესტიცია პირდაპირ აისახება ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე, უსაფრთხოებაზე, ტურიზმის განვითარებასა და მთის რეგიონის მდგრადობაზე.

⏳ თუშეთს არ სჭირდება სასწაული — სჭირდება სწორი დაგეგმვა, თანამედროვე ტექნიკა და პოლიტიკური ნება.

#თუშეთი #თუშეთისგზა #აბანოსუღელტეხილი #მთისრეგიონები #რეგიონულიგანვითარება

Address

Alvani
Omalo
0909

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თუშეთის თემის მუნიციპალიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share