ონის მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Oni
  • ონის მუნიციპალიტეტის მერია

ონის მუნიციპალიტეტის მერია ონის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქი ონი

🔹რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დ...
05/08/2026

🔹რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მათი განხორციელების ეტაპები, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტული საჭიროებები და პროექტების ეფექტიანი კოორდინაციის საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონის მუნიციპალიტეტში შქმერი–მრავალძლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქალაქ ონის ცენტრალურ შესასვლელში არსებული პრობლემური მონაკვეთის მოწესრიგების პროცესს, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში კულტურის სახლების რეაბილიტაციასა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერების მოწყობის პროექტებს.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებებზე, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მხარეში დაგეგმილი მასშტაბური კულტურული, სპორტული და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას, მათი მაღალ დონეზე ჩატარებისა და შესაბამის უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფას.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს რეგიონში მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი, რაც თითოეული მუნიციპალიტეტის მაქსიმალურ ჩართულობასა და უწყებათაშორის ეფექტიან თანამშრომლობას საჭიროებს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურა ლომინაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ილია კენჭაძე და ადმინისტრაციის აპარატის უფროსი მარიკა დვალი ესწრებოდნენ.

📍საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ ონის შესასვლელთან, ...
04/08/2026

📍საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მეწყრული უბნის აღდგენა და გზის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების პარალელურად, მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა, რომელზეც დაიგო ასფალტის საფარი. აღნიშნული მარშრუტი ადგილობრივ მოსახლეობას და რეგიონის სტუმრებს სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში შეუფერხებელი გადაადგილების საშუალებას აძლევს.

„მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ონის გზის მონაკვეთზე, სადაც იყო ქვათაცვენის პრობლემა, საჭირო იყო გზის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ძალიან მოკლე ვადებში უზრუნველყო ალტერნატიული გზის მშენებლობა, რომლითაც უკვე სარგებლობენ ონელები, რაჭველები და რაჭის სტუმრები. ასევე, პარალელურ რეჟიმში გრძელდება ძირითადი საგზაო მონაკვეთის გამაგრება. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება იმისათვის, რომ მომავალში იყოს თავიდან არიდებული ქვათაცვენა და მსგავსი ტიპის პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების დასრულებისთანავე, ქალაქ ონის შესასვლელთან საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთი სრულად აღდგება.

📍საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატ გო...
04/08/2026

📍საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები, რის შემდეგაც გზის მშენებლობა დაიწყება.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობას რეგიონისთვის და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მრავალძალში უნიკალური კურორტის განვითარების გეგმაზე.

“შქმერი-მრავალძალის გზის 9,5-კილომეტრიანი მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააჩქარებს მგზავრობას შქმერიდან მრავალძალამდე. ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები მრავალძალის განვითარებასთან დაკავშირებით. მრავალძალი არის უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია უმაღლესი სტანდარტების საკურორტო სივრცის მოწყობა. ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ვმუშაობთ ავსტრიელ პარტნიორებთან შესაბამისი მასტერპლანის მომზადებაზე და, რა თქმა უნდა, ამისათვის გზის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გზის სამუშაოები დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

04/08/2026

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები რაჭაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთ...
03/08/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას და დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სასულიერო პირებმა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან გადაიხადეს.

„სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით, კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით, სამუშაოები ჩატარდა შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

03/08/2026
01/08/2026

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გამართულ ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის, თამაზ (გია) ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

საიუბილეო საღამო მსახიობის მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობასა და ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს მიეძღვნა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარ...
01/08/2026

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გამართულ ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის, თამაზ (გია) ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

საიუბილეო საღამო მსახიობის მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობასა და ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს მიეძღვნა.

31 ივლისს, 19:00 საათზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრ...
29/07/2026

31 ივლისს, 19:00 საათზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო.

ღონისძიება ეძღვნება მსახიობის მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობას.

დასაწყისი: 19:00 საათი
დასწრება თავისუფალია.

30 ივლისს, 10:00 საათიდან, ქალაქი ონში, ვახტანგ VI -ის ქუჩა N 10, ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე,  დაავადებათა კონტროლის...
29/07/2026

30 ივლისს, 10:00 საათიდან, ქალაქი ონში, ვახტანგ VI -ის ქუჩა N 10, ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება.

აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება:
- ძუძუს კიბოს სკრინინგი-40-70 წლის ასაკის ქალებისთვის, მამოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური გამოკვლევა;

- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ კვლევა-25-60 წლის ქალებში, 30 წლიდან HPV ტესტირება;

- პროსტატის კიბოს სკრინინგი -50-70 წლის მამაკაცებში;
- კოლორექტული კიბოს სკრინინგი-50-70 წლის ქალები და მამაკაცები (გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე);

- ასევე 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები B და C ჰეპატიტზე და აივ ინექცია -შიდსზე;

- ჰიპერტენზიის-არტერიული წნევის სკრინინგი;

Address

ქ. ონი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N40
Oni

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577998582

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ონის მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ონის მუნიციპალიტეტის მერია:

Shortcuts

Share