29/04/2026
დღეს ოფურჩხეთის ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში — რომელიც ყოველწლიურად იმართება აპრილის ბოლო კვირაში — გაიმართა „ერთი წიგნის საღამო“, გურამ დოჩანაშვილის რომანის „სამოსელი პირველი“-ს მიხედვით.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო წიგნის პრეზენტაცია, განხილვა და დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდები. შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა კლასიკური ქართული ლიტერატურის აქტუალობა და მისი მნიშვნელობა ახალგაზრდების ღირებულებათა ფორმირებაში.
განსაკუთრებული მადლობა ოფურჩხეთის საჯარო სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს — მარინა ბოლქვაძესა და თეა ხაცავას — თანამშრომლობისა და პროფესიული ჩართულობისთვის, ასევე საღამოს თითოეულ მონაწილეს, რომელთაც შექმნეს აზრიანი და თბილი ინტელექტუალური გარემო.
ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა კვლავ განაგრძობს მსგავსი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას, რათა წიგნის სიყვარული და კითხვა ახალგაზრდების ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად იქცეს.
#წყალტუბოსსაბიბლიოთეკოგაერთიანება
#ოფურჩხეთისსაჯაროსკოლა
#ოფურჩხეთისბიბლიოთეკა