გურია • ძლიერი საქართველო

გურია • ძლიერი საქართველო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გურია • ძლიერი საქართველო, Political organisation, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N8 ბ; N2, Ozurgeti.

ჩოხატაურის საკრებულოს წევრი "ძლიერი საქართველო ლელო"- დან მაია რამიშვილი და ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივის წევრები დღე...
07/08/2026

ჩოხატაურის საკრებულოს წევრი "ძლიერი საქართველო ლელო"- დან მაია რამიშვილი და ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივის წევრები დღეს აგვისტოს ომში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან დაღუპული გმირების საფლავებთან მივიდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

07/08/2026
07/08/2026

18 წელი აგვისტოს ომიდან

დიდება გმირებს! 🇬🇪

05/08/2026
03/08/2026

"ოცნების" მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად, ამ თვეშიც ყველაფერი გაძვირდა. საქსტატის ცნობით, ივლისის თვეში წლიური ინფლაცია 5.5% იყო

22/07/2026

"ძლიერი საქართველო - ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიასა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება.

ჟურნალისტი ვახო სანაია თავისუფალი სიტყვისთვის იზოლატორში აღმოჩნდა. ეს ფაქტი განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტებისა და თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლისა და
რეპრესიული პრაქტიკის შემთხვევები სისტემურ ხასიათს იღებს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიტიკული აზრის წინააღმდეგ იყენებს მათ მიერვე მიღებულ რეპრესიულ კანონებს, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართულ დასუსტებასა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას ემსახურება.

ვახო სანაიას დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება კრიტიკულ მედიას და განსხვავებულ აზრს. ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მათი პროფესიული საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას.

"ძლიერი საქართველო - ლელო" სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში იცავს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და თავისუფალი სიტყვის უფლებას.

Address

ილია ჭავჭავაძის ქუჩა N8 ბ; N2
Ozurgeti

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გურია • ძლიერი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share