მუსიკოსთა პარკი • Musicians Park

მუსიკოსთა პარკი • Musicians Park გამარჯობა, მე შენი მეგობარი პარკი ვარ. შეკვეთილში ვცხოვრობ და სულ მზად ვარ შენთან შესახვედრად Fresh air, full of greenery to connect with nature?

რა გჭირდებათ იმისთვის, რომ პარკში თავი კომფორტულად იგრძნოთ?

სუფთა ჰაერი? მწვანე გარემო? მოსასვენებელი სივრცე? იქნებ ძეგლებთან ჩამოჯდომა და მუსიკის მოსმენა გსიამოვნებთ? ან მეგობრებთან ერთად ლამაზი ფოტოები გადაღება? დარწმუნებული ვართ, რომ ევკალიპტის ხეების რიგში სეირნობაზეც არ იტყოდით უარს. მუსიკოსთა პარკში ასეთი არჩევანის გაკეთება აუცილებელი არ არის, რადგან აქ ყველაფერი დაგხვდებათ იმისთვის, რომ თა

ვი კომფორტულად იგრძნოთ. What one needs to feel comfortable and spend great time in the park? to enjoy music, or to take pictures and spend time with friends? No one would refuse to walk among the eucalyptus trees. The music park offers various options to enjoy and spend beautiful time in nature.

🍂 მართალია, ზაფხულის სეზონი დასრულდა, თუმცა ჩემი გარემო შემოდგომის პირველ დღეებშიც სიმწვანეს ინარჩუნებს.🌿 მოდი მუსიკოსთა...
01/09/2026

🍂 მართალია, ზაფხულის სეზონი დასრულდა, თუმცა ჩემი გარემო შემოდგომის პირველ დღეებშიც სიმწვანეს ინარჩუნებს.

🌿 მოდი მუსიკოსთა პარკში და დააკვირდი, როგორ დაიწყებს ბუნება ნელ-ნელა ფერთა ცვლას და როგორ შეიძენენ ჩემი ბინადარი მცენარეები შემოდგომისთვის დამახასიათებელ ფერებს.

#შენიმეგობარიპარკი

🍀ჩემს გარემოში სეირნობა შებინდებისას კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება.🌱საღამოს ხომ მზის სხივებისგან დამალვა აღარ გიწევს? გრილ...
26/08/2026

🍀ჩემს გარემოში სეირნობა შებინდებისას კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება.

🌱საღამოს ხომ მზის სხივებისგან დამალვა აღარ გიწევს? გრილ ნიავში და ევკალიპტების სურნელში მეგობრებთან ერთად ხეტიალი კი განსაკუთრებულად სასიამოვნოა.

#შენიმეგობარიპარკი

🍃 გურიის რეგიონში ჩაის კულტურას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს, სწორედ ამიტომ ქართული ჩაის ფესტივალი ჩემს გარემოში ტრადიც...
20/08/2026

🍃 გურიის რეგიონში ჩაის კულტურას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს, სწორედ ამიტომ ქართული ჩაის ფესტივალი ჩემს გარემოში ტრადიციად ჩამოყალიბდა და წელს მას მეხუთეჯერ ვუმასპინძლებ.

☕️ ჩაის ფესტივალი ოზურგეთის მენიციპალიტეტის მერიასთან მეგობრობით ტარდება, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.

🕑 23 აგვისტოს, 14:00 საათიდან მოდი მუსიკოსთა პარკში. გაეცანი დეტალებს | https://acesse.one/vce8c8j

#შენიმეგობარიპარკი

18/08/2026

🏞 ჩემს გარემოში ზაფხულის დღეების გატარება განსაკუთრებულად სასიამოვნოა.

👭 დილიდან დაღამებამდე აქ მრავალი სხვადასხვა აქტივობა შეგიძლია გამოსცადო, ისეირნო ზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ბილიკებზე, ან უბრალოდ ჩამოჯდე და დაისვენო შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

⛲ დაბნელებისას კი ჩემს მოცეკვავე შადრევანთან ერთად ცეკვით დატკბე.

#შენიმეგობარიპარკი

🍃 1 და 2 აგვისტოს ჩემს გარემოში გემოფესტი გაიმართა, რომელსაც უკვე მეორე წელია ვმასპინძლობ.🍀ყოველთვის ვცდილობ ჩემი რეგიონ...
04/08/2026

🍃 1 და 2 აგვისტოს ჩემს გარემოში გემოფესტი გაიმართა, რომელსაც უკვე მეორე წელია ვმასპინძლობ.

🍀ყოველთვის ვცდილობ ჩემი რეგიონის კულტურა და მემკვიდრეობა უკეთ გაგაცნო, ამიტომ განსაკუთრებით მიხარია გემოფესტის აღნიშვნა, რომელიც სწორედ იგივე იდეას ემსახურება.

🌿 მე და გემოფესტი 2 დღის ფარგლებში ვცდილობთ ერთად კიდევ უფრო უკეთ გაგაცნოთ გურია.

#შენიმეგობარიპარკი

🍃 როგორც უკვე გითხარი ჩემს გარემოს 1 და 2 აგვისტოს გურულ გემო ფესტს ვუთმობ, რომელიც ორივე დღეს 17:00 საათზე დაიწყება. 🍀 ...
30/07/2026

🍃 როგორც უკვე გითხარი ჩემს გარემოს 1 და 2 აგვისტოს გურულ გემო ფესტს ვუთმობ, რომელიც ორივე დღეს 17:00 საათზე დაიწყება.

🍀 უგემრიელესი კერძები, გურული ტრადიციები და კულტურა უკეთ რომ აღმოაჩინო, გაეცანი პოსტს და ნახე თუ რა დაგხვდება ადგილზე მოსვლისას.

#შენიმეგობარიპარკი

⛲️ ჩემი მოცეკვავე შადრევანი მთელი წელი მოუთმენლად ელოდება ზაფხულის დადგომას, რომ თავის ფერად ცეკვაში გამოგიწვიოს.✨და აი ...
17/07/2026

⛲️ ჩემი მოცეკვავე შადრევანი მთელი წელი მოუთმენლად ელოდება ზაფხულის დადგომას, რომ თავის ფერად ცეკვაში გამოგიწვიოს.

✨და აი მისი საყვარელი პერიოდიც დამდგარა - წელს ის ყოველდღე იზრუნებს შენს განწყობაზე და გაგრილებაზე.

🌿 მოდი მუსიკოსთა პარკში შებინდებისას და შემოუერთდი საერთო მხიარულობას.

#შენიმეგობარიპარკი

📚 დღეს ჩემს გარემოში - პარკში კითხვის დღე აღინიშნება, რომელიც ქართულ ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მწერალს, ნოდა...
14/07/2026

📚 დღეს ჩემს გარემოში - პარკში კითხვის დღე აღინიშნება, რომელიც ქართულ ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მწერალს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს მივუძღვენი.

👫 ეს დღე პირველად 4 წლის წინ აღვნიშნე და მასთან დაკავშირებით ჩემს გარემოს პირველი და ერთადერთი არამომღერალი ქანდაკება - ანო და ვანო შევმატე.

🍃 სწორედ ამიტომ გახსოვდეს, რომ ჩემთან სტუმრობისას შეგიძლია საყვარელი წიგნიც წამოიღო, ანოსა და ვანოს გვერდით ჩამოჯდე და ევკალიპტების ჩრდილში, გრილ ნიავთან ერთად, წიგნების სამყაროში იმოგზაურო.

#შენიმეგობარიპარკი

🌳 ჩემს გარემოში სეირნობისას ალბათ ხის სკულპტურები და სკამები შეგიმჩნევია. თუმცა იცოდი, რომ ჩემი სკულპტურების შესაქმნელად...
09/07/2026

🌳 ჩემს გარემოში სეირნობისას ალბათ ხის სკულპტურები და სკამები შეგიმჩნევია. თუმცა იცოდი, რომ ჩემი სკულპტურების შესაქმნელად არცერთი ხე არ მოჭრილა?

🍃 ისინი ჩემს ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ხეების მორებისგან მზადდება. ამ გზით დაზიანებული ხეები ისევ ბრუნდებიან ჩემს გარემოში, როგორც ხელოვნების ნიმუშები.

#შენიმეგობარიპარკი

Address

Shekvetili, Guria
Ozurgeti
6200

Opening Hours

Monday 07:00 - 00:00
Tuesday 07:00 - 00:00
Wednesday 07:00 - 00:00
Thursday 07:00 - 00:00
Friday 07:00 - 00:00
Saturday 07:00 - 00:00
Sunday 07:00 - 00:00

Telephone

+995599120606

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მუსიკოსთა პარკი • Musicians Park posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მუსიკოსთა პარკი • Musicians Park:

Shortcuts

Share