გურიის მხარე

გურიის მხარე მხარე

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი  ღურჯუმელიძემ ჩოხატაურის მერთან მინდია ჟღერიასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპა...
05/09/2026

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ ჩოხატაურის მერთან მინდია ჟღერიასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებული შემდეგი პროექტები მიმდინარეობს:
• ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
• ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ახალშენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
• სოფელ ამაღლების ცენტრიდან, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ ცენტრალური გზის მიმართულებით, უმოკლესი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
• შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრალური გზიდან სასაფლაოს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
• სოფელ დაბლაციხეში ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
• ხევი -ერკეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. გორაბერეჟოულის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისა და სოფ. გორაში კოტრიკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში კი:
• „მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ერკეთის დედათა მონასტერთან” მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
• დაბლაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე კედლის მოწყობის და საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ინტაბუეთში სტიქიისგან დაზიანებულ
მონაკვეთზე კედლისა და საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 3 ვაკანსია გამოცხადდა. სტაჟირების მსურველებს გ...
03/09/2026

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 3 ვაკანსია გამოცხადდა.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეუძლიათ.

ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა შემდეგ ვაკანსიებზე იქნება შესაძლებელი: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატი - 1 ვაკანსია; რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური - 1; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური - 1.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თვითმმ...
03/09/2026

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე თვითმმართველობების მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათი შესრულების ვადები და ხარისხი.

სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და გამოკვეთონ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც აქცენტები გაკეთდება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პერიოდში.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და  საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელ...
02/09/2026

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო.

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეუძლიათ.

პუნქტებში მისვლა მსურველებისთვის ყოველდღე 11:00 საათიდან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას;

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.

ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც:

1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;

2. არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტია და 120 001 ქულაზე ნაკლებია;

3. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

4. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

28/08/2026
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში გამართულ ღონისძიე...
28/08/2026

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებას მაღალი გამავლობის ავტომობილი გადასცა.

ავტოპარკის განახლების მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო მობილური, ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს.


ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ავტომობილები გადაეცათ აჭარის, იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებსა და სამმართველოებს.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. შეხვე...
25/08/2026

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ისაუბრეს სოციალური და მუნიციპალური სერვისების გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე. განათლებისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

24/08/2026

შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელ...
24/08/2026

ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე დაესწრნენ.

​ფესტივალზე, რომლის მიზანს ჩაის წარმოების პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს 65 მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ჩატარდა ქართული ჩაის დამზადების მასტერკლასი. საღამოს მუსიკალურად გურული ფოლკლორის შემსრულებლები აფორმებდნენ.

Address

კოსტავას ქუჩა N1
Ozurgeti
3500

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გურიის მხარე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გურიის მხარე:

Shortcuts

Share