ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური გვერდი

ოზურგეთის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა.
04/09/2026

ოზურგეთის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა.

9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე (თეატრალური მოედანი) გაიმართება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარ...
03/09/2026

9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე (თეატრალური მოედანი) გაიმართება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია!

დაჯილდოვდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე აბიტურიენტები და მათი აღმზრდელი სკოლები.

დასწრება თავისუფალია!

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თვითმმ...
03/09/2026

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე თვითმმართველობების მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათი შესრულების ვადები და ხარისხი.

სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და გამოკვეთონ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც აქცენტები გაკეთდება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პერიოდში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე,  გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ს...
02/09/2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლალი სიჭინავა, სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნენ.

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეუძლიათ.

პუნქტებში მისვლა მსურველებისთვის ყოველდღე 11:00 საათიდან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას;

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.

ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც:

1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;

2. არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტია და 120 001 ქულაზე ნაკლებია;

3. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

4. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელად გერმანე ჭანუყვაძე დაინიშნა.​ახალი ხელმძღვანელი მერიის ინფრა...
02/09/2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელად გერმანე ჭანუყვაძე დაინიშნა.

​ახალი ხელმძღვანელი მერიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის წარმომადგენლებსა და მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ და მერის მოადგილემ ნიკა ბოლქვაძემ წარუდგინეს.

"მომსახურების ცენტრი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საკვანძო სამსახურია და ყოველდღიურად უმნიშვნელოვანეს სერვისებს აწვდის ჩვენს მოსახლეობას. გერმანე ჭანუყვაძის მრავალწლიანი გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის, სამსახურის წარმატებული საქმიანობის გარანტია, რაც საშუალებას მოგვცემს მოქალაქეების საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ." - განაცხადა გია ანთაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორად მაკა ჭყონია დაინიშნა.​ახალი ხელმძღვანელი მერიის სამსახურ...
01/09/2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორად მაკა ჭყონია დაინიშნა.

​ახალი ხელმძღვანელი მერიის სამსახურის უფროსებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ წარუდგინა.

"მაკა ჭყონიას სკოლამდელი აღზრდის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი პროფესიონალიზმი და დარგის სიღრმისეული ცოდნა დაგვეხმარება, რომ მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს ყველა სტანდარტის შესაბამისად და შეუფერხებლად შევძლოთ სფეროში არსებული სიახლეების დანერგვა", - განაცხადა გია ანთაძემ.

ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და მოადგილე ნიკა ბოლქვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ...
31/08/2026

ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და მოადგილე ნიკა ბოლქვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ძლიერი წვიმის შედეგად სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მობილიზებული იყო "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია, ამ ეტაპზე მუნიციპალური სამსახურების და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, არსებული გამოწვევების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, ურეკში მიმდინარე დას...
29/08/2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, ურეკში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს გაეცნენ.

დაბა ურეკის სანაპირო, ისევე როგორც მთლიანად კურორტის ტერიტორია ყოველდღიურად სუფთავდება სპეციალური ტექნიკით და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების მიერ, რათა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და დამსვენებლებს მოწესრიგებულ, უსაფრთხო და სუფთა გარემოში უწევდეთ ყოფნა.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში გამართულ ღონისძიე...
28/08/2026

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, საკრებულოს თავჯდომარე დავით დარჩია, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებას მაღალი გამავლობის ავტომობილი გადასცა.

ავტოპარკის განახლების მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო მობილური, ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ავტომობილები გადაეცათ აჭარის, იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებსა და სამმართველოებს.

27/08/2026

Address

მ. კოსტავას ქ. №1
Ozurgeti
3500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall:

Shortcuts

Share