ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება

ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება, Library, წმინდა ნინოს ქუჩა N6, Poti.

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება არის ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემაში შემავალი ადგილობრივი კულტურულ-საგამანათლებლო , სამეცნიერო ინფორმაციული დაწესებულება , რომლის მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები და სხვა საბიბლიოთეკო რესურსები ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მისი ძირითადი პრინციპებია: პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრა

ლიტეტი, მკითხველთა თანასწორუფლებიანობა, ინფორმაციული ხელმისაწვდომობა და შეუზღუდაობა, ოპერატიულობა;
საბიბლიოთეკო გაერთიანება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 ივნისს მიღებული კანონის „საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შსახებ „შესაბამისად. საბიბლიოთეკო გაერთიანების წიგნადი ფონდი უნივერსალურია და მოიცავს ქალაქის სპეციპიკის შესაფერის ლიტერატურას.
დღევანდელ ,,ონლაინ“ სამყაროში ბიბლიოთეკის სივრცე ისევ რჩება ცოცხალი კომუნიკაციის, საზოგადოებრივი თავშეყრის, კულტურის, ინფორმაციისა და განათლების გავრცელების ადგილად.
თანამედროვე ბიბლიოთეკა წარმოუდგენელია ციფრული ტექნოლოგიების მხარდაჭერის გარეშე, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ საბიბლიოთეკო საქმის ერთიანი კოორდინაციის, საზოგადოებასა და ბიბლიოთეკებს შორის აზრთა გაცვლის გაძლიერებით, ინოვაციური პროცესების დანერგვა და საბიბლიოთეკო გაერთიანების სისტემა არის ის სივრცე, სადაც მკითხველს შეუძლია კომფორტულ გარემოში ისარგებლოს ბიბლიოთეკის მიერ შეთავაზებული სერვისებით.
ბიბლიოთეკას ემსახურება 24 კვალიფიცირებული თანამშრომელი. საბიბლიოთეკო გართიანებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ, მკითხველებისადმი თანამედროვე სერვისების შეთავაზებამ ის საინფორმაციო ცენტრად აქცია. ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს კომპიუტერული მომსახირების კაბინეტი, უცხო ენის კაბინეტი, “ბავშვთა ოთახი”, უნარშეზღუდულთა და პენსიონერთა მომსახურების ოთახი, ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბი, “წიგნის მოყვარულთა კლუბი”, წიგნის რესტავრაციის განყოფილება. ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე”, მინი ბავშვთა თეატრი, კინო-სახელოსნო „სინემა“ და სხვა.,
ბიბლიოთეკებში მუდმივად მიმდინარეობს შიდა საბიბლიოთეკო საქმიანობა: ახალი წიგნების მიღება , წიგნების დამუშავება, ციფრული ბაზების შევსება, ფონდის გაახლება-გადახალისება.
საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ტარდება ვიდეო პროექტები და საბიბლიოთეკო პროგრამები:
1. იქ სადაც წიგნებია
2. ეს ჩემგან
3. მახსოვს
4 .კინო პოეზია
5.სარკმელი კინოსამყაროში
6.ლექციები ,შეხვედრები, გადაღებები, სიუჟეტები.
აქტიურია ბიბლიოთეკების სოციალური გვერდი, სადაც ცხადდება წიგნების განხილვები, ონლაინ შეხვედრები, ლექციები, დისკუსიები, კინო პროექტები.. გაიზარდა ბიბლიოთეკის სოციალური ქსელის მომხმარებელთა და გამომწერთა რაოდენობა.

ფოთში, წიგნის ფესტივალი გაიმართა! ცენტრალური პარკი წიგნის, ლიტერატურისა და შემოქმედების განსაკუთრებულ სივრცედ იქცა.წიგნი...
22/08/2026

ფოთში, წიგნის ფესტივალი გაიმართა!

ცენტრალური პარკი წიგნის, ლიტერატურისა და შემოქმედების განსაკუთრებულ სივრცედ იქცა.

წიგნის ფესტივალზე მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ საყვარელ ავტორებს, გაცნობოდნენ მათ შემოქმედებას, დაეთვალიერებინათ ახალი გამოცემები და ესარგებლათ სპეციალური ფასებითა და შეთავაზებებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პატარებს, მათთვის გაიმართა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები და თამაშები.

ფესტივალის მთავარი მიზანი იყო წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია, განათლების ხელშეწყობა და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცის შექმნა, სადაც წიგნი, ცოდნა, შემოქმედება და გართობა ერთმანეთს ერწყმის.

ღონისძიება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალს მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.

21/08/2026
📚 ფოთი წიგნის ფესტივალს მასპინძლობს! 💛
20/08/2026

📚 ფოთი წიგნის ფესტივალს მასპინძლობს! 💛

📚 ფოთი წიგნის ფესტივალს მასპინძლობს! 💛
21 აგვისტოს გიწვევთ დღესასწაულზე, სადაც მთავარი გმირები წიგნები, იდეები და კითხვის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები არიან!
ჩვენი მიზანია, ერთად შევქმნათ სივრცე, რომელიც გაგვიღრმავებს წიგნიერების სიყვარულს და უფრო საინტერესოს გახდის ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას.
რა გელოდებათ ამ განსაკუთრებულ დღეს? 👇
✨ ახალი და საყვარელი გამოცემები
🏷️ სპეციალური ფასები
✍️ ცოცხალი დიალოგები — შეხვდი ავტორებს და დაუსვი კითხვები.
🎈 ღიმილი პატარებისთვის — ანიმატორები და მხიარული აქტივობები ბავშვების განწყობისთვის.
🎭 კულტურული სიურპრიზები, რომლებიც ამ დღეს დაუვიწყარს გახდის!

📅 თარიღი: 21 აგვისტო
📍 მისამართი: ქ. ფოთი, რუსთაველის რკალი №3

📚✨ პროფესიული გამოცდილების გაზიარება   პროფესიული განვითარება და კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება ახალი იდეებისა და შეს...
20/08/2026

📚✨ პროფესიული გამოცდილების გაზიარება

პროფესიული განვითარება და კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება ახალი იდეებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის საუკეთესო გზაა.
ჩვენი ბიბლიოთეკის მეთოდისტი, ქალბატონი დოდო გიგიბერია, შვებულების პერიოდში ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრა და ადგილობრივ კოლეგებთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამართა.
🌱 მსგავსი პროფესიული ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის.
ბიბლიოთეკა ხომ ბავშვებისთვის ცოდნის, აღმოჩენებისა და ახალი შესაძლებლობების მეგობრული და მყუდრო სივრცეა! 💙📖

📚 ფოთი წიგნის ფესტივალს მასპინძლობს! 💛21 აგვისტოს გიწვევთ დღესასწაულზე, სადაც მთავარი გმირები წიგნები, იდეები და კითხვის...
17/08/2026

📚 ფოთი წიგნის ფესტივალს მასპინძლობს! 💛
21 აგვისტოს გიწვევთ დღესასწაულზე, სადაც მთავარი გმირები წიგნები, იდეები და კითხვის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები არიან!
ჩვენი მიზანია, ერთად შევქმნათ სივრცე, რომელიც გაგვიღრმავებს წიგნიერების სიყვარულს და უფრო საინტერესოს გახდის ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას.
რა გელოდებათ ამ განსაკუთრებულ დღეს? 👇
✨ ახალი და საყვარელი გამოცემები
🏷️ სპეციალური ფასები
✍️ ცოცხალი დიალოგები — შეხვდი ავტორებს და დაუსვი კითხვები.
🎈 ღიმილი პატარებისთვის — ანიმატორები და მხიარული აქტივობები ბავშვების განწყობისთვის.
🎭 კულტურული სიურპრიზები, რომლებიც ამ დღეს დაუვიწყარს გახდის!

📅 თარიღი: 21 აგვისტო
📍 მისამართი: ქ. ფოთი, რუსთაველის რკალი №3

12/08/2026

12 აგვისტოს, მალთაყვის სანაპიროზე, გიწვევთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე!

ზღვის სანაპიროზე თქვენ დაგხვდებათ: კლასიკური ავტომობილების ფესტივალი, ამერიკული ფეხბურთის მატჩი და მუსიკალური საღამო.

18:00 საათი- კლასიკური ავტომობილების ფესტივალი და ამერიკული ფეხბურთის მატჩი;

ორგანიზატორები: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, ამერიკული კულტურისა და სპორტის ასოციაცია, საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაცია, პორშე კლუბი საქართველო და კომპანია VG auto export.

20:00 საათი - კონცერტი:
ნატო გელაშვილი და ჭოხოები ბენდთან ერთად;
ბენდი Saly Betli & The Clouds;
DJ Miro Le Velvet.

ღონისძიების წამყვანი: ბექა ლაგვილავა.

ერთად აღვნიშნოთ ახალგაზრდობის დღე მალთაყვის სანაპიროზე!

დასწრება თავისუფალია!

28/07/2026

რუბრიკა:"საზაფხულო დღიური: რა წავიკითხოთ?“ ✨📚
ზაფხული საუკეთესო დროა ახალი ისტორიების აღმოსაჩენად და წიგნების სამყაროში სამოგზაუროდ.
ჩვენი ახალი ვიდეორუბრიკა წიგნებისა და საინტერესო ადამიანების გარშემო გაგვაერთიანებს. მოწვეული სტუმრები გაგიზიარებენ იმ ნაწარმოებებს, რომლებიც, მათი აზრით, ზაფხულის დღეებს განსაკუთრებულ განწყობასა და შინაარსს სძენს.

გაჰყევით მათ რეკომენდაციებს, აღმოაჩინეთ ახალი ლიტერატურული ჰორიზონტები და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები! 🌿📌

Address

წმინდა ნინოს ქუჩა N6
Poti
4400

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995571710172

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება:

Shortcuts

Share

Category