19/08/2026
ფოთში უხვი ნალექის დროს წყლის მართვის გაუმჯობესებაზე კონკრეტული ნაბიჯებით ვმუშაობთ.
ქალაქის გეოგრაფიული თავისებურებებისა და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გამო, ინტენსიური ნალექის დროს ცალკეულ ქუჩებზე წყლის დროებით დაგროვება კვლავ ხდება. თუმცა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, წვიმის შეწყვეტის შემდეგ წყლის გადინება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და დაგროვილი წყალი მალევე იწრიტება.
პრობლემის ეტაპობრივად მოსაგვარებლად, გზების რეაბილიტაციასთან ერთად, საჭირო მონაკვეთებში ვაწყობთ და ვაახლებთ სანიაღვრე სისტემებს და რეგულარულად ვწმენდთ როგორც არსებულ, ისე მაგისტრალურ არხებს.
🔹 მიმდინარეობს კრატასიუკის ქუჩის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია;
🔹 დასრულდა მშვიდობის ქუჩის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, სადაც ახალი ტუმბოც დამონტაჟდა;
🔹 გამოცხადებულია ტენდერი შავი ზღვის ქუჩის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციასა და ახალი ტუმბოების შეძენაზე.
ფოთში აღნიშნული საკითხის სრულფასოვანი მოგვარება მასშტაბურ სამუშაოებსა და მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს. ამიტომ ეტაპობრივ სამუშაოებს აქტიურად ვაგრძელებთ და, ამავდროულად, ვმუშაობთ უფრო მასშტაბურ, სისტემურ და გრძელვადიან გადაწყვეტებზე.

Beka Vacharadze