04/07/2026
🚀 ფოთის IT სკოლის მეორე ნაკადი.
💫 ჩვენმა მოსწავლეებმა ლიკა ბერაიამ და თეკლა ქოიავამ წარმატებით დაასრულეს IT სასწავლო პროგრამა, რომელიც განხორციელდა ფოთში ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი - ის მხარდაჭერით.
💫 მოსწავლეებმა, სასწავლო კურსის ფარგლებში, შეისწავლეს ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები, როგორებიცაა:
🔷 კიბერუსაფრთხოება და მედიაწიგნიერება;
🔷 ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძვლები;
🔷 ვებ ტექნოლოგიები და პროგრამირება;
🔷 ციფრული მარკეტინგი;
🔷 გრაფიკული დიზაინი;
🔷 საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარები.
💫 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ დიდ მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ პროექტში წარმატებულ მონაწილეობას!👏✨
Tekla Qoiava Lika Beraia