Black Sea Wildlife Centre • შავი ზღვის ველური ბუნების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • Black Sea Wildlife Centre • შავი ზღვის ველური ბუნების ცენტრი

Black Sea Wildlife Centre • შავი ზღვის ველური ბუნების ცენტრი შავი ზღვის ფრინველთა დაკვირვების ცენტრი იკვლევს ფრინველებს და ზრუნავს მათზე. შემოგვიერდით შავი ზღვისპირეთის დასაცავად!

Black Sea Bird Observatory Centre studies, protects and rehabilitates birds on Georgia's Black Sea coast. Black Sea Bird Observatory & Rehab Center monitors bird migration, studies avian populations, and rehabilitates injured birds along Georgia’s Black Sea coast. We aim to protect birdlife through research, conservation, and community engagement. 🌿 Join us in safeguarding Kolkheti’s skies!

🍂 შემოდგომის მიგრაცია დაიწყო!დღეს ფოთის სანაპიროზე ჩვენი მონიტორინგისას აპრეხილნისკარტა მექვიშია (Terek Sandpiper) დავაფ...
26/08/2026

🍂 შემოდგომის მიგრაცია დაიწყო!

დღეს ფოთის სანაპიროზე ჩვენი მონიტორინგისას აპრეხილნისკარტა მექვიშია (Terek Sandpiper) დავაფიქსირეთ, ერთ-ერთი საინტერესო გადამფრენი ფრინველი, რომელსაც ადვილად გამოარჩევთ ოდნავ ზემოთ აპრეხილი ნისკარტით.

შემოდგომის მიგრაციის პერიოდში ფოთისა და შავი ზღვის სანაპირო მნიშვნელოვანი დასასვენებელი და საკვები ადგილია ათასობით გადამფრენი ფრინველისთვის, რომლებიც აქ ძალებს იკრებენ გრძელი მოგზაურობის გასაგრძელებლად. 🌊

📸 ჩვენ კი ვაგრძელებთ მათ დაკვირვებასა და მონიტორინგს მთელი მიგრაციის განმავლობაში.

💚 გააზიარეთ პოსტი და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, წინ კიდევ ბევრი საინტერესო მიგრანტი გველოდება!

🦉 იცნობთ ბუხრინწა-ბეღელის ბუს?ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღამის მტაცებელი ფრინველია საქართველოში. ბუხრინწა-ბეღელის ბუ...
23/07/2026

🦉 იცნობთ ბუხრინწა-ბეღელის ბუს?

ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღამის მტაცებელი ფრინველია საქართველოში. ბუხრინწა-ბეღელის ბუ ხშირად სახლდება ადამიანთან ახლოს და მნიშვნელოვანი როლი აქვს მღრღნელების რაოდენობის ბუნებრივად კონტროლში. 🌾

ამ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ ვამონტაჟებთ სპეციალურ ხელოვნურ ბუდეებს და როგორ ვაკეთებთ უკვე არსებულ ბუდეების მონიტორინგს. სასიხარულოა, რომ ერთ-ერთ მათგანში ჯანმრთელი ბარტყებიც დაგვხვდნენ. 🐣💚

ასეთი ბუდეები ბუებს უსაფრთხო გამრავლებაში ეხმარება და ამავდროულად საშუალებას გვაძლევს, უკეთ შევისწავლოთ მათი პოპულაცია.

📹 ნახეთ ვიდეო და გაიგეთ მეტი ამ საოცარი ფრინველების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სახეობასთან დაკავშირებუ...

🐦 როგორ მიდის მერცხლების ბუდობა თქვენს გარშემო?მერცხლები მხოლოდ გაზაფხულის მაცნეები არ არიან, ისინი სოფლებისა და ქალაქებ...
16/07/2026

🐦 როგორ მიდის მერცხლების ბუდობა თქვენს გარშემო?

მერცხლები მხოლოდ გაზაფხულის მაცნეები არ არიან, ისინი სოფლებისა და ქალაქების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მაცხოვრებლები არიან. ერთი მერცხალი დღეში ასობით მფრინავ მწერს იჭერს, მათ შორის კოღოებსაც. 🌿

💬 აბა მოგვწერეთ კომენტარებში:
✔️ უკვე ჰყავთ თუ არა თქვენს ეზოში ან აივანზე ბარტყები?

📸 თუ ფოტო ან ვიდეო გაქვთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში, სიამოვნებით ვნახავთ!

💚 თუ თქვენც გიყვართ საქართველოს ველური ბუნება, მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. ერთად უფრო მეტ ადამიანს გავაცნობთ ჩვენს საოცარ ბუნებას.

ℹ️ მონადირეები ბუნების სადარაჯოზე - რეგისტრაცია შეხვედრაზე!  კვირას, 5 ივლისს, ფაუნა და ფლორას ორგანიზებით ვიკრიბებით ქ....
30/06/2026

ℹ️ მონადირეები ბუნების სადარაჯოზე - რეგისტრაცია შეხვედრაზე!

კვირას, 5 ივლისს, ფაუნა და ფლორას ორგანიზებით ვიკრიბებით ქ. ფოთში, სადაც ვუყურებთ ფილმს საქართველოში მტაცებელ ფრინველებზე ნადირობისა და ბაზიერობის შესახებ. ასევე, გაგაცნობთ ფრინველების იდენტიფიკაციის ხერხებს და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ბუნება.

⚠️ ყურადღება: ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი ადგილი.

🔗 სარეგისტრაციო ბმული (სადაც გაეცნობით შეხვედრის დღის წესრიგს): https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfvbog-QvVNf6LoiLu5-oTRLTKrMYPjJF3WNq7dkV3fkvyCmQ/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ივლისი 2026 წ. (18:00 საათამდე).

26/06/2026

✨ ზუთხისებრთა ოჯახის წარმომამდგენლების კვლევის პროცესის პრაქტიკული ნაწილი.

👍 თუკი მოგეწონათ ვიდეო გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი. სწორედ ეს გვეხმარება ჩვენი სიახლეების თქვენამდე მოწოდებაში.

🦅 ქართველი მეფეების საყვარელი ტრადიცია ბუნების დაცვის სამსახურში!📣 ბაზიერობა საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურის გ...
25/06/2026

🦅 ქართველი მეფეების საყვარელი ტრადიცია ბუნების დაცვის სამსახურში!

📣 ბაზიერობა საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურის გამორჩეული ნაწილი იყო. მტაცებელ ფრინველებთან ურთიერთობა და მათი ცოდნა ქართველი მეფეებისა და დიდგვაროვნების ერთ-ერთ საყვარელ საქმიანობად ითვლებოდა.

დღეს ეს უძველესი ტრადიცია - ბაზიერობა და ბაზიერების ცოდნა-გამოცდილება გვეხმარება მტაცებელი ფრინველების უკეთ შესწავლასა და დაცვაში.

ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი ბაზიერობა ნიშნავს არა მხოლოდ ტრადიციას, არამედ პატივისცემას იმ საოცარი ფრინველების მიმართ, რომლებიც ჩვენს ბუნებას ამშვენებენ. 🦅💚

ℹ️შავი ზღვის ველური ბუნების ცენტრი აერთიანებს ქართულ ტრადიციას, ქართულ მეცნიერებას და საქართველოს ბუნების დაცვას.

💚 გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა იცით ამ საქმიანობაზე და არ დაგავიწყდეთ ჩვენი გვერდის გამოწერა, სწორედ ეს გვეხმარება ჩვენი სიახლეების თქვენამდე მოწოდებაში.

19/06/2026

🌊 შავი ზღვის უძველესი ბინადრების კვალდაკვალ…

🦈 ზუთხისებრები მილიონობით წელია ჩვენს წყლებში ცხოვრობენ, თუმცა დღეს ისინი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.

✨ მათი დაცვისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, სად ბინადრობენ, როგორია მათი მდგომარეობა და როგორ შეგვიძლია მათი გადარჩენა. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი ატარებს სამეცნიერო კვლევებს შავი ზღვის სანაპიროსა და მდინარე რიონში.

🕵️‍♀️ კვლევის პროცესში ზუთხისებრების დაჭერა ხდება სპეციალური მეთოდებით და სახელმწიფო ნებართვების საფუძველზე.

🙋‍♂️ ჩვენ ვმუშაობთ შავი ზღვის უნიკალური ველური ბუნების შესწავლისა და დაცვისთვის.

👍 გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და შემოგვიერთდით შავი ზღვის იშვიათი ბინადრების დაცვის გზაზე

18/06/2026

🦔 დღეს კიდევ ერთი პატარა მეგობარი გვინდა გაგაცნოთ 💚

ველური ბუნება სავსეა საოცარი არსებებით, ზოგი ცაში დაფრინავს, ზოგი ტყეში ცხოვრობს, ზოგი კი ღამით ჩვენს გარშემო ჩუმად გადაადგილდება. 🌿

ამჯერად ჩვენი სტუმარი პატარა ზღარბია, რომელიც დროებით ჩვენი გუნდის მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდა. 🐾

ცოტაოდენი დახმარების და ზრუნვის შემდეგ ის საკუთარ გარემოს დაუბრუნდა.

ზღარბები საქართველოს ბუნების ერთ-ერთი საინტერესო ბინადრები არიან და ეკოსისტემაში თავიანთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ჩვენ ვაგრძელებთ ველური ბუნების მრავალფეროვანი სამყაროს შესწავლასა და დაცვას. 🌊💚

თუ გიყვართ ჩვენი ბუნების პატარა და დიდი ბინადრები, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და ერთად გავიცნოთ საქართველოს ველური სამყარო. 🐾

18/06/2026

🐿️ ყველაზე პატარა არსებებსაც სჭირდებათ ზრუნვა 💚

ზოგჯერ ჩვენს გარშემო ისეთი პატარა ველური ბინადრები აღმოჩნდებიან, რომლებსაც დროებითი დახმარება და ზრუნვა სჭირდებათ.

ეს პატარა ციყვი გარკვეული დროით ჩვენი გუნდის მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდა. 🐾

მას საჭირო ყურადღება გავუწიეთ და როდესაც მზად იყო, ისევ ბუნებას დავუბრუნეთ. 🌿

ჩვენ ვმუშაობთ ველური ბუნების შესწავლის, დაცვისა და ბუნებასთან სწორი დამოკიდებულების გაძლიერებისთვის. 🌊💚

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, თუ თქვენც გიყვართ საქართველოს ველური ბუნება და შემოგვიერთდით ამ გზაზე. 🐾

🦔🤍 ბუნება ყოველთვის გვაოცებსმიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის ძირითადი საქმიანობა ფრინველების კვლევასა და დაცვას უკავში...
17/06/2026

🦔🤍 ბუნება ყოველთვის გვაოცებს

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის ძირითადი საქმიანობა ფრინველების კვლევასა და დაცვას უკავშირდება, საველე მუშაობისას ხშირად ვხვდებით სხვა არანაკლებ საინტერესო ველურ ცხოველებსაც.

ეს ალბინოსი ზღარბია, იშვიათი შეფერილობის მქონე ძუძუმწოვარი, რომლის თეთრი შეფერილობაც პიგმენტის ნაკლებობით არის გამოწვეული.

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფრინველების, არამედ მთლიანად ველური ბუნების დაცვა. როდესაც მონიტორინგისას ან სხვა გარემოებებში ვპოულობთ დაშავებულ ველურ ცხოველს და გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ, ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვის ცდილობენ გაუწიონ საჭირო ზრუნვა და მისცენ ბუნებაში დაბრუნების შესაძლებლობა. 🌿

ყველა ცოცხალ არსებას თავისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ეკოსისტემაში, იქნება ეს ცაში მოლივლივე ფრინველი თუ პატარა ზღარბი, რომელიც ღამით ჩუმად გადაადგილდება ჩვენს გარშემო. 🦔✨

გთხოვთ მოიწონეთ ჩვენი გვერდი და გაუზიარეთ სხვებსაც ბუნების ასეთი განსაკუთრებული ისტორიები. 💚

Address

Poti
4400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Black Sea Wildlife Centre • შავი ზღვის ველური ბუნების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share