ლელო - რუსთავი

ლელო - რუსთავი პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" არის ახალი ძალა ცვლილებებისთვის.

03/09/2026

"ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად, საქართველოში ყველაფერი ძვირდება! საქსტატის ცნობით, აგვისტოს თვეში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა

28/08/2026
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა.1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დას...
14/08/2026

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა.

1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

დიდება გმირებს!

14/08/2026

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნით დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, საქართველოში. დღევანდელი დღე კიდევ ერთი შეხსენებაა - ქართული სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იგერიებს სამხედრო აგრესიას, რომლის მიზანი ქვეყნის დანაწევრება და მისი სუვერენიტეტის შეზღუდვაა.

2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია სწორედ 1992 წელს დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა. კონფლიქტის დაწყებიდან
დღემდე დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს. ეთნიკური წმენდის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევებულ დევნილთა დაბრუნებას კი ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერა აქვს. მათი ეფექტიანი პოლიტიკის შედეგია ე.წ. "არაღიარების" პროცესის წარმატებაც. ამ ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად, საქართველოს მეგობრებს მტრებად აცხადებს, ხოლო რუსეთს ქვეყნის ისტორიულ მოკავშირედ, კიდევ ერთხელ და ნათლად ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

სისტემატიური ანტიევროპული კამპანია, რომელიც უკანასკნელ დღეებში გავრცელდა 2008 წელს ევროკავშირის ეგიდით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზეც, აზიანებს საქართველოს ინტერესებს. ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის მიერ ამ შეთანხმების კრიტიკა მიგვაჩნია მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც დღეს ერთადერთი მოქმედი უსაფრთხოების გარანტიაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს. მიგვაჩნია, რომ მმართველი რეჟიმი სახიფათო ახალ ეტაპზე გადავიდა იმ მიზანმიმართულ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, უკვე წლებია აქტიურად აწარმოებს.

ამიტომ დღეს, როდესაც ვიხსენებთ 1992 წელს აფხაზეთში, საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების თარიღს, გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ ლეგიტიმურ, სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ნდობის აღდგენით და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით. ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს და შემდგომი საერთაშორისო იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და ემსახურება რუსეთის დღის წესრიგს. ამ განცხადებებსა და ქმედებებს აუცილებლად მიეცემა შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, როდესაც ქართველი ხალხი აღადგენს დემოკრატიას, დაიბრუნებს ძალაუფლებას არჩევნების გზით და ივანიშვილის რეჟიმს ეროვნული ხელისუფლებით ჩაანაცვლებს.

დიდება გმირებს! 🇬🇪აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.რუსთავში, “ძლიერი საქართველო – ლელოს“ რუსთავის საკრებულოს წევრმა ნინო ს...
07/08/2026

დიდება გმირებს! 🇬🇪

აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა.

რუსთავში, “ძლიერი საქართველო – ლელოს“ რუსთავის საკრებულოს წევრმა ნინო სულაძემ, პარტიის წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

18 წელი აგვისტოს ომიდანდიდება გმირებს! 🇬🇪
07/08/2026

18 წელი აგვისტოს ომიდან

დიდება გმირებს! 🇬🇪

03/08/2026

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა.

2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანი ემსხვერპლა.

22/07/2026

"ძლიერი საქართველო - ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიასა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება.

ჟურნალისტი ვახო სანაია თავისუფალი სიტყვისთვის იზოლატორში აღმოჩნდა. ეს ფაქტი განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტებისა და თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლისა და
რეპრესიული პრაქტიკის შემთხვევები სისტემურ ხასიათს იღებს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიტიკული აზრის წინააღმდეგ იყენებს მათ მიერვე მიღებულ რეპრესიულ კანონებს, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართულ დასუსტებასა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას ემსახურება.

ვახო სანაიას დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება კრიტიკულ მედიას და განსხვავებულ აზრს. ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მათი პროფესიული საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას.

"ძლიერი საქართველო - ლელო" სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში იცავს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და თავისუფალი სიტყვის უფლებას.

20/07/2026

Address

10 Merab Kostava Avenue
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599111170

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლელო - რუსთავი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ლელო - რუსთავი:

Shortcuts

Share