ქვემო ქართლი • ძლიერი საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • ქვემო ქართლი • ძლიერი საქართველო

ქვემო ქართლი • ძლიერი საქართველო ძლიერი საქართველოს ქვემო ქართლის ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

02/09/2026
"ძლიერი საქართველო - ლელოს" ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დღეს სამუშაო ...
02/09/2026

"ძლიერი საქართველო - ლელოს" ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართეს. მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.

"ძლიერი საქართველო - ლელოს" ლიდერების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე და მისი ინტერესების დაცვა.

📍 წალკის საარჩევნო ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს: იმერას, ბარეთს, საბეჭისსა და ლივადს, "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატი იქნება ზაზა შანთაძე.

📍 ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში კოალიციას ბექა კოპალაძე წარმოადგენს.

📍 დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში კი "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატი ვაჟა ნონიაშვილი იქნება.

"ძლიერი საქართველო" არც ერთ მოქალაქეს არ დატოვებს მარტო და არც ერთი ადამიანის ინტერესს არ დათმობს. სადაც მოქალაქეა, იქ უნდა იყოს მისი პოლიტიკური წარმომადგენელიც, ჩვენი მთავარი ვალდებულება ადამიანების ინტერესების დაცვაა. ავტორიტარული რეჟიმი არაფერს თმობს ბრძოლის გარეშე, ეს ბრძოლა ყველა პოლიტიკურ სივრცეში უნდა გაგრძელდეს. ამიტომ "ლელო" არ ტოვებს ბრძოლის არც ერთ ველს. ჩვენ ერთდროულად ვაგრძელებთ ბრძოლას საერთაშორისო მიმართულებით, საზოგადოებრივ პროტესტში, ინსტიტუციურ სივრცეში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და რა თქმა უნდა, არჩევნებში!

გიორგი ჭელიძე “ ასურეთის სკოლა ახალ სასწავლო წელსაც ვერ გაიხსნება” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკო...
02/09/2026

გიორგი ჭელიძე “ ასურეთის სკოლა ახალ სასწავლო წელსაც ვერ გაიხსნება”

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლა სამი წელია შენდება და დაპირების მიუხედავად 2026-27 სასწავლო წელსაც ვერ გაიხსნება.

როგორც “ძლიერი საქართველო - ლელო-ს” თეთრიწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭელიძე აცხადებს, სკოლის გარდა, ასურეთელებს საბავშვო ბაღის ლოდინიც უწევთ, რადგან 2017 წელს აშენებული საბავშვო ბაღი მალევე ავარიული გახდა და ბავშვები სხვა სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა.1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დას...
14/08/2026

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა.

1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

დიდება გმირებს!

14/08/2026

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნით დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, საქართველოში. დღევანდელი დღე კიდევ ერთი შეხსენებაა - ქართული სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იგერიებს სამხედრო აგრესიას, რომლის მიზანი ქვეყნის დანაწევრება და მისი სუვერენიტეტის შეზღუდვაა.

2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია სწორედ 1992 წელს დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა. კონფლიქტის დაწყებიდან
დღემდე დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს. ეთნიკური წმენდის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევებულ დევნილთა დაბრუნებას კი ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერა აქვს. მათი ეფექტიანი პოლიტიკის შედეგია ე.წ. "არაღიარების" პროცესის წარმატებაც. ამ ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად, საქართველოს მეგობრებს მტრებად აცხადებს, ხოლო რუსეთს ქვეყნის ისტორიულ მოკავშირედ, კიდევ ერთხელ და ნათლად ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

სისტემატიური ანტიევროპული კამპანია, რომელიც უკანასკნელ დღეებში გავრცელდა 2008 წელს ევროკავშირის ეგიდით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზეც, აზიანებს საქართველოს ინტერესებს. ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის მიერ ამ შეთანხმების კრიტიკა მიგვაჩნია მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც დღეს ერთადერთი მოქმედი უსაფრთხოების გარანტიაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს. მიგვაჩნია, რომ მმართველი რეჟიმი სახიფათო ახალ ეტაპზე გადავიდა იმ მიზანმიმართულ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, უკვე წლებია აქტიურად აწარმოებს.

ამიტომ დღეს, როდესაც ვიხსენებთ 1992 წელს აფხაზეთში, საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების თარიღს, გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ ლეგიტიმურ, სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ნდობის აღდგენით და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით. ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს და შემდგომი საერთაშორისო იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და ემსახურება რუსეთის დღის წესრიგს. ამ განცხადებებსა და ქმედებებს აუცილებლად მიეცემა შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, როდესაც ქართველი ხალხი აღადგენს დემოკრატიას, დაიბრუნებს ძალაუფლებას არჩევნების გზით და ივანიშვილის რეჟიმს ეროვნული ხელისუფლებით ჩაანაცვლებს.

ზვიად ხორგუანი: "ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის და ინტეგრაციის პრობლემები თვალსაჩინოა და ამას ხელისუფლების მხ...
13/08/2026

ზვიად ხორგუანი: "ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის და ინტეგრაციის პრობლემები თვალსაჩინოა და ამას ხელისუფლების მხრიდან ყურადღება სჭირდება"


წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, “ძლიერი საქართველო -ლელო”-ს წალკის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზვიად ხორგუანი წალკაში ჩამოსახლებული ეკომიგრანტების პრობლემაზე ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. მისი თქმით, სვანეთიდან და აჭარიდან ეკომიგრანტების ჩამოსახლების პროცესი 80-იან წლებში საქართველოში დღის წესრიგში მწვავედ არსებული დემოგრაფიული დაბალანსებისათვის საჭირო ნაბიჯი იყო, რომელიც შემდეგ წლებშიც გაგრძელდა. თუმცა ამ ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის და მათი რელიგიური თუ კულტურული ინტეგრაციის საკითხი მოგვარებული არ არის.

"მესმის, რომ სახელმწიფოს მიერ ჩამოსახლებული ოჯახების გარდა არის თვითნებურად ჩამოსახლების ფაქტებიც, მაგრამ ეს ჩამოსახლება უმეტეს შემთხვევაში, ობიექტური პირობებით იყო განპირობებული : ეკოლოგიური პრობლემები, მცირემიწიანობა, მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებდნენ გაფართოებას და მიწას არსებობისთვის. ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ის ფაქტი, რომ სსიპ "დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 13 533 ოჯახიდან საცხოვრებლით უზრუნველყოფილია მხოლოდ 5 219 ოჯახი უკვე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა, რომელთა უკან ბევრი ოჯახი დგას. 2025 წელს განსახლებულ ოჯახებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით სახელმწიფოს 2014–2025 წლებში მიმართეს. შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში, განაცხადის რეგისტრაციიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 11 წელია გასული. ყოველივე ეს სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი, მიზნობრივი და ინტენსიური ძალისხმევის აუცილებლობაზე მიუთითებს. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს პრობლემა წალკაში ჩანს: ადამიანები წლებია ცხოვრობენ ემიგრირებული ბერძნების სახლებში. ბოლო დროს ბერძნები უფრო ინტენსიურად ბრუნდებიან და ითხოვენ სახლების დაცლას. რა ქნას ამ დროს მოსახლეობამ, რომელსაც სხვა საცხოვრებელი არ აქვს? გარდა ამისა, ამ ხალხის ჩამოსახლებამ წალკასა და ზოგადად ქვემო ქართლში სასიკეთო გავლენა იქონია დემოგრაფიულ ვითარებაზე და ეს საკითხი სოციალურზე მეტად უკვე პოლიტიკური საკითხია"- განაცხადა ზვიად ხორგუანმა.

რუსთავში  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა "ძლიერი საქართველო - ლელოდან" ნინო სულაძემ და პარტიის აქტივის წევრებმა აგვის...
07/08/2026

რუსთავში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა "ძლიერი საქართველო - ლელოდან" ნინო სულაძემ და პარტიის აქტივის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

18 წელი აგვისტოს ომიდანდიდება გმირებს! 🇬🇪
07/08/2026

18 წელი აგვისტოს ომიდან

დიდება გმირებს! 🇬🇪

03/08/2026

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა.

2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანი ემსხვერპლა.

Address

კოსტავას გამზ. N10
Rustavi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქვემო ქართლი • ძლიერი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share