საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. თავისი საქმიანობის განხორციელების დროს ის ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“.

საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მომსახურები

ს სააგენტოს 11 სტრუქტურული ერთეული ფუნქციონირებს. მომსახურების სააგენტოს ცენტრალური დეპარტამენტი მდებარეობს ქ. რუსთავში.

სააგენტოს ყველა დანაყოფი უზრუნველყოფილია მაღალი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებებით. მომსახურების სააგენტოს ყველა დანაყოფში განთავსებული არიან საექსპერტო, შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ორგანოებისა და სადაზღვევო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აგრეთვე განთავსებულია საბანკო დაწესებულებები.

სააგენტოს გააჩნია საკუთარი ინტერნეტსერვერი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ბაზის ხარისხიან ფუნქციონირებას.

29/08/2026

მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი - დისტანციური კონსულტაცია

#სააგენტოსსერვისები
#ცხელიხაზი

მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის - SERVICE AGENCY ან ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით, ფიზიკურ პირს საკუთარ ს...
29/08/2026

მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის - SERVICE AGENCY ან ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით, ფიზიკურ პირს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვაზე უარის დაფიქსირება უკვე დისტანციურად შეუძლია.

✅ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა გაიაროს ავტორიზაცია აპლიკაციაში ან ვებგვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 28 აგვისტოს - მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამ...
27/08/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 28 აგვისტოს - მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს.

26/08/2026

როგორ უნდა შევცვალოთ მართვის მოწმობა

#სააგენტოსსერვისები
#მართვისმოწმობა

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობაში აის...
25/08/2026

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობაში აისახება ინფორმაცია, ნასამართლევია თუ არა პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

დაინტერესებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება შეუძლიათ, როგორც ელექტრონული წესით, ასევე სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში.

🔹 ცნობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/UJKF3

20/08/2026

მომსახურების სააგენტოს ცნობების გაცემის სერვისი

#სააგენტოსსერვისები
#ცნობები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო ინფრასტრუქტურის დელეგაცია ეწ...
20/08/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო ინფრასტრუქტურის დელეგაცია ეწვია.

სტუმრებს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ კიკნაძემ, მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ მომსახურების სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას, სერვისების მიწოდების მიმართულებებსა და სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა და ადგილზე გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის პრაქტიკულ მხარეს.

სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების დადგენის მიზნით, ს...
18/08/2026

სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების დადგენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალური შედარება.

აღნიშნულის საფუძველზე გაიცემა დათვალიერების აქტი.

სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება საჭიროა შემდეგი პროცედურების განხორციელებისას:

🔹 გადაფორმება
🔹 სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელება (ძრავის, ფერის, საწვავის ტიპის და სხვა).

თუ სატრანსპორტო საშუალების სააგენტოში წარმოდგენა ვერ ხერხდება, დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მომსახურების სერვისით.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეს შეუძლია სატრანსპორტო საშუალება გაიფო...
14/08/2026

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეს შეუძლია სატრანსპორტო საშუალება გაიფორმოს საკუთარ სახელზე, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

სამკვიდრო მოწმობა გაიცემა ნოტარიუსის მიერ, ასევე მემკვიდრედ ყოფნის ფაქტი შესაძლოა დადასტურდეს სასამართლოს მიერ.

ავტომობილის რეგისტრაციისთვის მემკვიდრემ საჭიროა სააგენტოში წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• სამკვიდრო მოწმობა;
• ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა და სანომრე ნიშნები;
• სატრანსპორტო საშუალება.

07/08/2026

Address

ქ. რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა N8
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 09:30 - 17:00
Tuesday 09:30 - 17:00
Wednesday 09:30 - 17:00
Thursday 09:30 - 17:00
Friday 09:30 - 17:00
Saturday 10:00 - 16:00

Telephone

+995322419191

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia:

Shortcuts

Share

Category