რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია • Rustavi Archaeological Expedition

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია • Rustavi Archaeological Expedition

რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია • Rustavi Archaeological Expedition რუსთავის ციხე • Rustavi Fortress

რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მეოთხე დარბაზში, თამარ მეფის მა...
20/08/2026

რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მეოთხე დარბაზში, თამარ მეფის მამის-გიორგი III -ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა.

მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის შუბლზე გამოსახულია მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის, არეზე კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა-ქორონიკონ 394.
მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება -„მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი".

რუსთავის სასახლეზე აღმოჩენილი მონეტა, უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დღემდე აღმოჩენილი პირველი ქართული მონეტაა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღდება.

არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნო.
გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ, რუსთავის მერს დეტალური ინფორმაცია, ექსპედიციის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა მიაწოდა და მათ უნიკალურობაზე ისაუბრა.

რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, სასახლის I, III, IV, V ოთახები სრულად შეისწავლა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს V დარბაზის გათხრები, სადაც კარგად შემონახული ხის იატაკი, დიდი ოდენობით ფეტვი და მარცვლეული, ფეტვით სავსე თიხის დერგი იქნა ნანახი.
მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა III ოთახშიც, სადაც უნიკალურად მოხატული ჭურჭელი, ადგილობრივი წარმოების მინის სასმისები, მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამები, ქვაბ-ქოთანი, მონეტები და სხვა არტეფაქტები იქნა ნანახი.

აღნიშნული ექსპონატები XII- XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. სასახლის ქვედა ფენებიდან კი ანტიკური პერიოდის ჭურჭელია ამოტანილი.

რუსთავში, ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკ...
19/08/2026

რუსთავში, ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა.

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში, თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა.

მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის შუბლზე გამოსახულია მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის.
მონეტის არეზე, კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა- ქორონიკონ 394.

მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება - ,,მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი".

რუსთავის სასახლეზე აღმოჩენილი მონეტა, უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც რომ, ეს არის დღემდე აღმოჩენილი პირველი ქართული მონეტა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღდება.

#ახალიქალაქიდიდიისტორიით

ჩვენი რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე და  სასახლეზე, არქეოლოგიურ ექსპედიციას მალე განვაახლებთ.პროცესი იქნება ძალიან საინტ...
15/04/2026

ჩვენი რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე და სასახლეზე, არქეოლოგიურ ექსპედიციას მალე განვაახლებთ.
პროცესი იქნება ძალიან საინტერესო.

ჩაერთეთ რუსთავის მერიის პროგრამაში - ,,მე აღმოვაჩინე ჩემი ქალაქის ისტორია’’.

ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ მშობლიური ქალაქის ისტორიის კვლევაში.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScXBSE1pvAoyE74-w9M2HZSOitkT0NOcov7dhRilH2sELrKYg/viewform

25/02/2026

ჩვენმა ექსპედიციამ სანაპიროს ქუჩაზე 11 სამარხი უკვე გახსნა. ყველა სამარხი ქრისტიანულია.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ IV- V საუკუნეებში, რუსთავი მტკვრის ორივე სანაპიროზე იყო დასახლებული და განვითარებული ქალაქი იყო.

ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze
რუსთავის მერია / Rustavi City Hall
რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum

23/02/2026

წინასწარი მონაცემებით, სანაპიროს ქუჩაზე ნანახი სამარხები IV-V საუკუნეებისაა

ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze
რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum

სანამ ჩვენი ისტორიული სასახლის და ციხე-ქალაქის კვლევას გავაგრძელებდეთ, რუსთავის უძველესი წარსულის დამადასტურებელი, კიდევ...
23/02/2026

სანამ ჩვენი ისტორიული სასახლის და ციხე-ქალაქის კვლევას გავაგრძელებდეთ, რუსთავის უძველესი წარსულის დამადასტურებელი, კიდევ ერთი ახალი აღმოჩენა გვაქვს! წინასწარი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანაპიროს ქუჩაზე, IV-V საუკუნეების სამარხები იქნა ნანახი.

✅რუსთავში, ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა.
სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები იქნა ნანახი.

რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა და ტერიტორიის შესწავლას, არქეოლოგთა ჯგუფი მალე დაიწყებს.
საგზაო სამუშაოები, აღმოჩენილი სამარხიდან მოშორებით, გზის მეორე პერიმეტრზეც არქეოლოგთა მეთვალყურეობით გაგრძელდება.

ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze

20/12/2025

რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია -2025

ამბავი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება

ნინო ლაცაბიძე / Nino Latsabidze
რუსთავის მერია / Rustavi City Hall
რუსთავის ისტორიული მუზეუმი / Rustavi History Museum

Address

Rustavi
3700

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია • Rustavi Archaeological Expedition posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share