საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall

  • Home
  • Georgia
  • Sagarejo
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall, Government Organization, საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქ. N9, Sagarejo.

04/09/2026

2026 წლის 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, საგარეჯოს კულტურის სახლი ცნობილი მსახიობისა და იუმორისტის, ბესო ბერულაშვილის შემოქმედებით საღამოს — „ერთი საღამო ბესოსთან“ უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს გელოდებათ იუმორით, ხალისითა და დადებითი ემოციებით სავსე დაუვიწყარი საღამო.

დასწრება თავისუფალია!

02/09/2026

🍇წინასწარ დაგეგმილი რთველი ნიშნავს:
⏱️ ნაკლებ ლოდინს
📉 ნაკლებ დანაკარგს
🍇 უკეთეს შედეგს თითოეული მევენახისთვის!

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
• ცხელი ხაზი: 1501
• ტელეფონი: 0322 19 37 18

#რთველი2026
#სოფლისმეუნეობა2026
#ღვინისეროვნულისააგენტო

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეი...
31/08/2026

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და დირექტორის მოადგილე ვანო ბეგაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონში ნარჩენების სისტემის ეფექტური მართვის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა არსებულ გამოწვევებზე და მათი უმოკლეს ვადებში გადაჭრის აუცილებლობაზე.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გიორგი თუშიშვილი, გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

28/08/2026
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით კახეთის მხარეში საჯარო უწყებებში 81 ვაკანსია ცხადდ...
27/08/2026

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით კახეთის მხარეში საჯარო უწყებებში 81 ვაკანსია ცხადდება.

კახეთის მხარეში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 81 ვაკანსია ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 7 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური -1 ვაკანსია;
იურიდიული სამსახური - 1;
შიდა აუდიტის სამსახური - 1;
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახური - 1;
ეკონომიკის სამსახური - 1;
ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება - 1;
ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის შესყიდვების განყოფილება - 1.
ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 2 ვაკანსია გამოცხადდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა და მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებებში.

25/08/2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ. შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
შეხვედრას საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახე...
25/08/2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ. შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

შეხვედრას საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით სონღულაშვილმა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. დარგის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი და მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოება, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული ღვინის პოზიციებსა და საერთაშორისო ბაზრებზე მის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების დანერგვა. აღნიშნული მიდგომა გასულ წელს რთველის პერიოდში წარმატებით დაინერგა და მევენახეებს მისცა დამატებითი სტიმული, ეზრუნათ ყურძნის კონდიციურობასა და სათანადო მაჩვენებლებზე. წელს კიდევ უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რაც ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

"რთველი 2026 ჩატარდება ორგანიზებულად, აქცენტი გაკეთდება ხარისხზე და ამავდროულად, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რთველი კახეთში ტრადიციულად დაიწყება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან",-აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/27572

#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026
#კახეთი2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ კაკუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან ერთად, საგარეჯოს ცენტრალურ...
22/08/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ კაკუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან ერთად, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე, მინი ფეხბურთში
გოგა მაისურაძის სახელობის ტურნირის ფინალს დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

მერმა გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები, სამახსოვრო პრიზები, შესაბამისი დიპლომები და მედლები გადასცა და სპორტულ ასპარეზზე შემდგომი წარმატებები უსურვა.

ტურნირს მერის მოადგილე გელა ოკინაშვილი, მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქომაგები ესწრებოდნენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა ოკინაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან ერთად,  ახალგაზრდებთა...
21/08/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა ოკინაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან ერთად, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი პროექტის, ,,ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაცია“ ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს.

გელა ოკინაშვილმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს აქტიურობისთვის და პროდუქტიული სამუშაო პროცესი უსურვა.

შეხვედრას მოადგილესთან ერთად, მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი და ა(ა)იპ სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ზურა მეკოკიშვილი ესწრებოდნენ.

Address

საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქ. N9
Sagarejo
3800

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია / Sagarejo Municipality City Hall:

Shortcuts

Share